მთავარი » 2013 » თებერვალი » 6 » ჯოკერი
1:33 AM
ჯოკერი

ჯოკერი — DC კომიქსების მიერ გამოგონილი სუპერბოროტმოქმედი, შექმნილი როგორც ბეტმენის მტერი. მისი შემქმნელები არიან ჯერი რობინსონიბილ ფინგერი დაბობ კეინი. ჯოკერის დებიუტი შედგა კომიქსში Batman #1 (1940 წლის გაზაფხულს).

კომიქსებში მთელი მისი არსებობის განმავლობაში, ჯოკერი წარმოჩენილია როგორც დამნაშავე, რომლის ხასიათიც ბოროტი ფსიქოპატიდან, სულელ მატყუარა ქურდად იცვლება. ის არის ბეტმენის მტერი, რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია მის ცხოვრებაში მომხდარ უამრავ ტრაგედიაზე, ბარბარა გორდონის დაინვალიდების და ჯეისონ ტოდის (მეორე რობინი) სიკვდილის ჩათვლით.

მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ისტორია არსებობს; მათი მიხედვით ჯოკერი ჩავარდა ქიმიური ნარჩენებით სავსე ავზში, ამან განაპირობა მისი კანის გათეთრება,თმების სიმწვანე, და ტუჩების სიწითლე, რაც მას კლოუნის შესახედაობას აძლევს. ის ასევე განიცდის დიდ ტკივილს რამაც ფსიქოპატად გარდაქმნა.

პრესა და ტელევიზია

ბეტმენის ტელესერიალში ჯოკერი განასახიერა ცეზარ რომერომტიმ ბარტონის ფილმში ბეტმენი ეს როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა, ხოლო ფილმში ბნელი რაინდიჰიტ ლეჯერმა. ასევე სხვადასხვა ანიმაციურ სერიალებში ჯოკერს ახმოვანებდნენ ლარი სტორჩიმარკ ჰემილიკევინ მაიკლ რიჩარდსონი და ჯეფ ბენეტი.

ჟურნალ Wizard-ის გამოკითხვებით ჯოკერი 100 ყველა დროის საუკეთესო დამნაშავეს შორის პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე გავიდა IGN-ის გამოკითხვებში, სახელწოდებით ”კომიქსების 100, ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედი”(IGN's list of the Top 100 Comic Book Villains of All Time List). მერვე ადგილი დაიკვა ჟურნალ Empire-ს გამოკითხვაში - ისტორიაში არსებული კომიქსების საუკეთესო ქმნილებები (the Greatest Comic Book Characters in History)(თუმცა სუპერბოროტმოქმედებს შორის მან პირველი ადგილი აიღო). ყველა დროის, კომიქსებში გამოგონილ სუპერბოროტმოქმედებს შორის, ჯოკერს მსოფლიო გამოკითხვებით პირველი ადგილი უკავია.


შეასწორა და გაალამაზა Katie
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1863 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-02-06 2:58 PM)
კარგია <33