მთავარი » 2013 » დეკემბერი » 29 » ჯვრისწრა სევასტოპოლზე
7:32 PM
ჯვრისწრა სევასტოპოლზე
ჯვრისწრა სევასტოპოლზე
თავი 2:
ეს არის მოთხრობა,
ერთ-ერთი ქართველი გოგონას სასიყვარულო
 უცნაურ ისტორიაზე.
ჩემი დაწერილი არ გეგონოთ.
იმედია მოგწონებათ.
6 კომენტარზე ვაგრძელებ.

Love Never Dies ♥  Love Never Dies (II)




(ბავშვებო სათაურებმა არ დაგაბნიოთ. უბრალოდ 

მთლიანი მოთხრობა თავებაადა დაყოფილი და ყველა 

თავს თავის სათაური აქვს.)






პირველი კონფლიქტი



პირველი კონფლიქტი ჩემით დაიწყო.

მეათე კლასში ვიყავი, როდესაც დათუნა ონიანმა ეზოში, "წრეში – 

ბურთის” თამაშის დროს გამწუწა. მე დათუნას ქვა ვესროლე, 

მაგრამ 

გაიქცა და ვერ მოვახვედრე.

ღამე დათუნა ონიანის დედა მოვიდა ჩვენს სახლში ისტერიკით:

ესაა მთავრობა და არისტოკრატია? დამიღუპეთ შვილი, თქვენ 

როგორ უნდა გაიხაროთ, რას ერჩოდით ბავშვს?! ახლა ადგეს ჩემი 

ქმარი და სამაგიერო გადაგიხადოთ? ოჯახებით არ ვახლობლოდეთ 

მაინც, იწუწავა ბავშვმა, რამე ხომ არ დააშავა სხვაო…


დედა გაოგნებული იდგა, არ იცოდა რა ეპასუხა:


-რას ლაპარაკობ მაია, ჩვენ რა შუაში ვართ, რას მეუბნები, ვინ ცემა 

დათუნა?


-თქვენი ხელი ურევია ყველაფერში, სულ თქვენი ტუტუცი თიკას 

ბრალია –


ტიროდა მაიკო


-დაწყნარდი, გეხვეწები, მეზობლები არ ვართ? სანდრო ამას 

როგორ 

იზამდა,

რას ლაპარაკობ, რაღაც გაუგებრობაა..

-მეზობლები კი არა, სისხლისმსმელები ხართ თქვენ, გგონიათ, 

რადგან

ძალაუფლება გაქვთ, ყველაფერი გეპატიებათ? არც ჩემი შვილია 

უპატრონო, მაგრამ ამდენს როგორ ვიკადრებთ. ღმერთი მაღალია, 

ბოროტება ბოროტებით დაგიბრუნდებათ – თქვა გამწარებულმა და 

კარი გაიჯახუნა.

მამამ ძლივს შემოირიგა ონიანები. ძლივს დაიყოლია და 

დაარწმუნა, 

რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

ეს ამბავი ყველამ დაივიწყა, ჩემი და დათუნას გარდა.

მას მერე დიდი დრო კი გავიდა, თუმცა ბოლომდე ვერ გაირკვა, ვინ 

ცემა დათუნა ონიანი. და ვერავინ ვერაფერს ვერც გაიგებდა, რომ 

არა…
"ჩაშლილი ბანკეტი”
დათუნას სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, მშობლებმა ახალი 

მანქანა აჩუქეს.


desng

ქალაქში ყველაზე ძვირფასი რესტორანი "თავადური” დათუნა 

ონიანის მამის,პეტრე ონიანის იყო. ადგილი, სადაც თვითონ 

პრეზიდენტი დადიოდა დროის სატარებლად.

ჩვენი ბანკეტიც იქ ჩატარდა. თან მეტად პომპეზურ ვითარებაში.

შუა ბანკეტზე კარი გაიღო და ერთი უშველებელი თაიგული 

შემოიტანა პატარა ბიჭმა. 

Roses

იგი მშვიდად მივიდა ჩვენი კლასის 

დამრიგებელთან და რაღაც უთხრა ყურში. ჩემმა დამრიგებელმა 

დაბნეულად გადმომხედა და დამიძახა, მეც არანაკლებ გაოცებული 

ავდექი და მივედი.

დათუნა ონიანმა დასალევად აღებული ჭიქა ტუჩთან გაიჩერა და 

გადმომხედა.

მე ფერი დავკარგე…
უცნობმა გამიცინა:
-თიკა ლიკლიკაძე?

-დიახ – დაბნეულად გამეღიმა მე

-ეს თქვენ – მითხრა მან და თაიგული ჩამახუტა.

-მეე? – გამოვშტერდი – ვისგან?

-არ ვიცი – მხრები აიჩეჩა ბიჭმა

-არც მე ვიც..

სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ დათუნამ ჭიქა იატაკს 

დაალეწა და გამომენთო, მე ყვავილები დავყარე და ინსტიქტურად 

მის გასაჩერებლად გავემართე

-კარგად ვერ გავიგე, ვისგან არისო? – დაიღრიალა მან

რესტორანში ჩოჩქოლი ატყდა.

-არავისგან, შეეშალათ – შევეცადე დამეწყნარებინა მე

-რა არავისგან.? ვინ გამოაგზავნათქო? – აფეთქდა ონიანი..

-დათუნა, შეეშალათ, გესმის?! – ტონს ავუწიე მე – დაწყნარდი! 

მომაბეზრე უკვე თავი!

კერესელიძემ, ლიპარტელიანმა და ცერცვაძემ გაკოჭეს ონიანი და 

ძალით დასვეს სუფრასთან. მე კი მამაჩემის დაცვა დამადგა თავზე 

და დედაჩემის ისტერიული მოთხოვნით სახლში წამომათრიეს.

Daydreaming♥ | via Tumblr

.. ეგეც ჩემი ბანკეტი..

2 კვირა არკვევდნენ ვინ იყო რესტორანში დატოვებული 

ყვავილების 

ავტორი, 2 კვირა. სულ ტყუილად.. ვერც ის ბიჭი იპოვნეს, ვერც 

კურიერი და ვერც ის მაღაზია, სადაც ეს თაიგული იქნა შეკვეთილი.

მამამ ჩემს დაცვას – გელას, სულ მუშტი ურტყა მაგიდაზე: იმ ბიჭს 

ყვავილებში ასაფეთქებელი ნივთიერება რომ ჰქონოდა, სად 

მიდიოდი, შენ შვილი როგორ უნდა განდოო?

გელა გაუშვეს სამსახურიდან.
" … ”
კატეგორია: Book | ნანახია: 1094 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-12-30 8:31 PM)
* 3 leluka   [Entry]
mm vgijdebi amaze <3
did-didi dade xolme da malee <3333