1:08 PM კიანუ რივზი | |
კიანუ რივზი ერთი შეხედვით, ძველ მეგობარს ჰგავს და არა ჰოლივუდის ბორცვების ბინადარ სახელოვან ვარსკვლავს: უკიდურესად ბუნებრივია ქცევებში, გამოთქმებში, მანერებში, არ იპრანჭება საზოგადოების წინაშე და ხანდახან ზედმეტად მორცხვობს. ამასთან ყველაზე ნაკლებად სურს, თავისი ცხოვრება სხვებისთვის ყურმისაწვდომი და განსასჯელი გახადოს: ანდროგენული სილამაზის მიღმა უცხო ხალხის დაჟინებული მზერისგან ამ ადამიანის რთული და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროა დაფარული. "არავინ იცის, ვინ არის სინამდვილეში."..მსახიობი კიანუ რივზი, სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმრავლესობას ალბათ ყველაზე უკეთ, რომანტიული მელოდრამიდან "ტკბილი ნოემბერი" დაამახსოვრდა. სწორედ კიანუმ შეასრულა ამ ფილმში უკურნებელი სენით დაავადებული სიცოცხლისმოყვარული სარა დივერის იდეალური სატრფოს როლი, რომელიც ყველანაირ დათმობაზე მიდის საყვარელი ქალის გვერდით ყოფნის გამო. მას შემდეგ იყო ლეგენდარული "მატრიცა" და უნიკალური შესაძლებლობებით დაჯილდოვებული ნეო. მისტიკისა და ფანტასტიკის ჟანრისადმი სიყვარულით, კიანუმ კიდევ არაერთ ცნობილ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა ფილმი "კონსტანტინე", სადაც იგი ანგელოზებისა და დემონების ხედვის ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს ასახიერებს. თუმცა, ისეთი პიროვნებისთვის რომელიც პრაქტიკული, გაწონასწორებული და რეალისტი ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას, ალბათ ცოტა უცნაურიც კია მისტიკისა და მელოდრამატულობისკენ ამგვარი სწრაფვა. ქალწული ხომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი რეალისტი და პრაქტიკოსია დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის. თუმცა თუკი კიანუ რივზის პირად ასტროლოგიურ რუკას გადავავლებთ თვალს, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ მიზეზს თუ სად არის სინამდვილეში "ძაღლის თავი" დამარხული. დაამოწმა და გაალამაზა:Marii)) | |
|
სულ კომენტარები: 7 | |
|