8:16 PM კრისტენ სტუარტი ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავია | |
მსახიობი კრისტენ სტუარტი ძირითადად ჯინსსა და მაისურებში გამოწყობილი დადის, თუმცა მისი სტილი დიზაინერების შთაგონების წყაროა. მოდის გავლენიანმა ჟურნალმა Glamour-მა ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. ტოპ-ათეულს კრისტენი ლიდერობს. კრისტენი ამ ფაქტით გაოცებული დარჩა და ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა ქალების მსგავსად ”შოპინგი” დიდად არ უყვარს. "როდესაც სახლიდან გავდივარ, მაისურს ვიცვამ და ჩემი თმა ყოველთვის მოუწესრიგებელია. ხალხი მეუბნება, რომ ხანდახან სავარცხელი გამოვიყენო", - განაცხადა მსახიობმა. ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: 1. კრისტენ სტუარტი 2. ემა უოტსონი 3. ქეით მიდლტონი 4. ემა სტოუნი 5. ტეილორ სვიფტი 6. ვიქტორია ბექჰემი 7. ჩერილ კოლი 8. ბლეიკ ლაივლი 9. კეტი პერი 10. ბიონსე გაალამაზა:Queen♥A-მ | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|