10:32 AM Katy Perry | |
მერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ქეით პერი – კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი, 1984 წლის 25 ოქტომბერს დაიბადა. 2008 წელს გამოსულმა სინგლმა „I Kissed A Girl", 15 ქვეყნის ჩარტები დაიპყრო. მათ შორის იყო ამერიკის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის და ირლანდიის. ქეით პერი სასულიერო პირთა ოჯახში დაიბადა.რელიგიური მუსიკა მისთვის მამოძრავებელი ძალა იყო და ქეითმა 2001 წელს ქრისტიანული ალბომი „Katy Hudson" ჩაწერა. 17 წლის პოეტესა გლენ ბოლარდთან „ჰიტმეიკერად" იწყებს მუშაობას. გლენმა 1995 წელს ალანის მორისეტისთვის სიმღერა „Jagged Little Pill" შექმნა. რამდენიმე წლის შემდეგ, გოგონა ჯგუფში „Matrix" გაერთიანდა. 2007 წელს კი პერიმ კონტრაქტი „Columbia"–თან გააფორმა. მისი სადებიუტო სინგლით „Ur So Gay", რომელსაც ვიდეოც თან ერთვოდა, ქეითმა აუდიტორიაზე წარმოუდგენელი ფურორი მოახდინა. 2008 წელს კი, მისი სადებიუტო ალბომი – „One of the Boys" გამოვიდა. 2008 წლის 28 აპრილს, სინგლის „I Kissed a Girl" დებიუტი „iTunes" მაღაზიაში შედგა. სიმღერამ Billboard Hot 100–ში № 76–ზე აიღო სტარტი და 2008 წლის ივნისში – № 1 პოზიცია დაიკავა. კომპოზიციის „I Kissed a Girl" მუსიკალური ვიდეორგოლი 2008 წლის 21 მაისს „MySpace"–ზე იყო წარმოდგენილი. იმავე წლის 9 სექტემბერს კი, მომღერლის ახალი სინგლი „Hot n Cold" გამოვიდა. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
|