მთავარი » 2013 » მაისი » 8 » ქეთა ორბელაძე.
5:57 PM
ქეთა ორბელაძე.

  
ბიოგრაფია|სურათები|ინტერვიუ

ბიოგრაფია
ქეთა ორბელაძე დაიბადა 2006 წელს,29 ივნისს – თბილისში. ქეთას ჰყავს არაჩვეულებრივი მშობლები.მამა - სერგი ორბელაძე. ფეხბურთელი.
მას ქეთა ძალიან მოსწონს და სერიალს დიდი სიხარულით უყურებს.. იგი ბედნიერია მისი შვილის ამხელა წარმატებით ♥
დედა – თამუნა ბრეგვაძე. დიასახლისი.
რათქმაუნდა ისიც როგორც მამა მის ერთადერ შვილს თავს ევლება და სწორედ მას უნდა უმადლოდეს პატარა ქეთა,რადგან ტელევიზიაში დედიკოს დახმარებით მოხვდა.
 ახლა ჩვენი პატარა გოგონა ნამდვილად იღლება ამხელა პოპულარობით, ჟურნალისტებით, გადამღები კამერებით…მოკლედ ქეთას პოპულარობა ენით აუწერელია… მან ჟურნალ ”რეიტინგში” განაცხადა,რომ პოპულარობა ღლის 
მან უკვე ორ ტელეპროექტში მიიღო მონაწილეობა. ერთია -”ეკივოკი”,სადაც სიტყვებს ხსნიდა და ენატრება იქაურობა, რადგან ახლა უკვე ქეთა ”ეკივოკელი” აღარ არის მისი მეორე ტელეპროექტი კი ”ჩემი ცოლის დაქალებია” სადაც როგორც ვიცით ანასტასიას როლს თამაშობს.
ქეთას სურვილია იყოს მომღერალი,მოცეკვავე და მსახიობი..

ფოტოები
ქეთა და მისი მამა

ქეთა და დედა








ინტერვიუ ქეთასთან
ქეთა, პოპულარობა მოგწონს?
- მომწონს, თუმცა ცოტა ვიღლები ხალხის ყურადღებით.

- უცხოები ყველაზე ხშირად რას გეუბნებიან?
- ამბობენ, ეს ის ბავშვი ხომ არაა, ტასოს როლს რომ თამაშობს "ჩემი ცოლის დაქალებში", რა საყვარელიაო...

- საჩუქრებსაც ალბათ ხშირად გჩუქნიან.
- ყველაზე ბევრ საჩუქარს დაბადების დღეზე მჩუქნიან, თუმცა სხვა დღეებშიც უჩუქებიათ. ერთხელ საკანცელარიო მაღაზიაში გვქონდა სერიალის გადაღება და გამყიდველებმა რვეული, ფლომასტერები, პლასტილინები და კიდევ ბევრი სხვა რამ მაჩუქეს.

- შენი ასეთი პოპულარობა კი, როგორც ვიცი, იმით დაიწყო, რომ "ეკი-ვოკში" იყავი.
- "ეკი-ვოკში" სიტყვების ახსნა ძალიან მომწონდა. მართლია, ცოტა რთული ასახსნელი იყო დიდებისთვის სიტყვები, მაგრამ მაინც მომწონდა ამ გადაცემაში მონაწილეობა. მერე დედას დაურეკეს "ჩემი ცოლის დაქალებიდან". უნდოდათ, სერიალში მიმეღო მონაწილეობა. მივედი კასტინგზე. წავედით "რუსთავი 2"-ში და ძალიან ბევრი სცენა გადავიღეთ.

- მოგწონს გადაღების პროცესი?
- ცოტა რთულია, მაგრამ თამაში არ მიჭირს. მარტო პოპულარობა მიჭირს.




- სერიალში ძმა გყავს, მაგრამ, როგორც ვიცი, რეალურ ცხოვრებაში დედისერთა ხარ. გინდა, ძმა ან და გყავდეს?
- და მყავს. უფრო სწორად, დედაჩემის მამიდაშვილი - ნუკა მურვანიძე, რომელიც ძალიან მიყვარს.

- ყველაზე მეტად რომელი მომენტის თამაში გაგიჭირდა?
- თავიდან რომ დაიწყო სერიალი, ძალიან რთული ტექსტები იყო. მერე თანდათან გამიადვილდა ტექსტის სწავლა.

- მახსოვს, შენ და შენი ძმა ბებიის მიმართ ძალიან მკაცრები იყავით.
- ერთხელ მე და ჩემმა ძმამ მანანა ბებია სამზარეულოში ჩავკეტეთ, მაგრამ მერე შევიცვალეთ. სერიალში დედას ვეუბნებოდი, მანანა ბებო მომენატრა-მეთქი. ასე რომ ვთქვი, ყველას გაუკვირდა.

- რეალურ ცხოვრებაში გყავს ბებია?
- კი, მყავს.

- ისიც მანანა ბებოსავით მკაცრია?
- არა, ძალიან საყვარელი ბებია მყავს.

- მას შემდეგ, რაც სერიალში დაიწყე თამაში, საბავშვო ბაღში ალბათ უფრო პოპულარული გახდი...
- მასწავლებელი სულ მეკითხება, შემდეგ სერიაში რა მოხდებაო. ბავშვები კი მეუბნებიან, ჩვენც გვინდა მაგ სერიალში თამაშიო. იმასაც ამბობენ, შენ ძალიან კარგად თამაშობო.

- სერიალში საბავშვო ბაღში ერთი ბიჭი მოგწონს.
- იმ ბიჭს საბა ჰქვია. ზეიმზე ჩემ გვერდით იჯდა, ცოტათი გაბრაზებული იყო და მე ვაწყნარებდი.- რეალურ ცხოვრებაში თუ მოგწონს ვინმე?
- არა, საერთოდ არავინ მომწონს.

- დარწმუნებული ვარ, შენ ბევრ ბიჭს მოსწონხარ.
- მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიჭებს მოვწონვარ, არც მინდა, რომ შეყვარებული მყავდეს.

- გადაღებებიდან რა შეგიძლია მოგვიყვე?
- ერთხელ მე და თინა შეყვარებულების გამო ვნერვიულობდით, თინას შეყვარებული სხვა ქვეყანაში წავიდა, მე კი იმ ბიჭს, რომელიც მომწონდა, ნახატი დავუხატე, მან კი თავისი შემწვარი კარტოფილი ელენეს აჭამა. ორივე მოწყენილები ვიყავით. სამზარეულოში ვსაუბრობდით, თინასთვის, ანუ მაკა ძაგანიასთვის თვალებში არაფერი ჩაუწვეთებიათ, ისე კარგად ითამაშა, ბუნებრივად წამოუვიდა ცრემლები. სერიალში კატოც ძალიან მომწონ;-

-მშობლებს მოსწონთ სერიალში შენი თამაში?
- დედიკომ ერთხელ იტირა კიდეც. ერთ სერიაში საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა მამიდაჩემი. ჩემოდნები არ ჩამოიტანა. ატყდა სახლში დიდი აურზაური. მე გამოვედი ჩემი ოთახიდან და ვიკითხე, საჩუქრები არ ჩამომიტანე-მეთქი? ეს სცენა რომ ნახა, დედამ ტირილი დაიწყო. ეს რომ გავიგე, კინაღამ გავგიჟდი.

- შენი აზრით, დედამ რატომ იტირა?
- მოეწონა ჩემი თამაში და იმიტომ.

- მამა არ დაგყვება ხოლმე გადაღებებზე?
- ხანდახან გადაღებებზე მივყავართ და მერე წამოსაყვანად გვაკითხავს. გადაღებებს არ ესწრება.

- როგორც ვიცი, მამაშენი, სერგო ორბელაძე ფეხბურთელია. მისი პროფესიის გამო მთელი ოჯახი რამდენიმე ხანი მოლდავეთსა და უკრაინაში ცხოვრობდით. თუ გახსოვს იმ ქვეყნებში გატარებული დრო?
- მოლდავეთსა და უკრაინაში როცა ვცხოვრობდით, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ოთხი წლის რომ ვიყავი, ბაქოში ვცხოვრობდით და ის დრო კარგად მახსოვს. ახლა მამა ვეღარ თამაშობს, ფეხი სტკივა.

- მამას თამაშის გამო უცხო ქვეყანაში კიდევ რომ მოგიწიოთ მთელ ოჯახს წასვლამ, გინდა?
- არსად წასვლა არ მინდა. ძალიან მინდა "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაში. ეს სერიალი იმიტომ მომწონს, რომ ყველა უყურებს და ყველას მოვწონვარ. სხვათა შორის, ანის მინდა ვუთხრა, რომ სერიალში ძალიან კარგი დედიკოა.

- შენი დედიკო თამუნა ბრეგვაძე და ანი ტყებუჩავა თუ ჰგვანან ერთმანეთს?
- ანიც და ჩემი ნამდვილი დედიკოც ძალიან კარგები არიან. თამუნა ყველაფერს მისრულებს. მეც ვცდილობ, ყველა სურვილი შევუსრულო. სადმე რომ მიდის, მეუბნება, შენი სათამაშოები არეული არ დამახვედროო და მეც რომ ვთამაშობ, მერე კარგად ვალაგებ ჩემს სათამაშოებს.

- გიფიქრია, დიდი რომ გაიზრდები რა გინდა, გამოხვიდე? მსახიობობა გინდა?
- მსახიობობა და ვიზაჟისტობა ძალიან მომწონს. ტუშისა და პომადის წასმა მეხერხება.

- შენ იღებები თუ სხვებს ღებავ?
- სხვას ვღებავ, ჩემთვის არ შეიძლება არც ტუშის და არც ფანქრის წასმა. მარტო საბავშვო პომადა შეიძლება წავისვა და ხანდახან ვარდისფერ პომადას ვისვამ. ძალიან ბევრი პომადა მაქვს. რომ გავიზრდები, აუცილებლად მსახიობიც ვიქნები და ვიზაჟისტიც.

ქეთას ოფიციალური გვერდი
ფეისბუკზე:

კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1329 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-05-10 6:52 PM)
* 7 salo   [Entry]
aiii usayvarlesii bavshviaaa...
yochaagh magari siaxleaa.
yvelasgan gansxvavebuli,
თინასთვის, ანუ მაკა ძაგანიასთვის თვალებში არაფერი ჩაუწვეთებიათ, ისე კარგად ითამაშა, ბუნებრივად წამოუვიდა ცრემლები. amaze bevri vicineee