მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » Kristen Stewart
1:14 PM
Kristen Stewart

,, მე თუ ოდესმე შემეძლება სხვისი აზრების წაკითხვა, ეს იქნება ჩემი კატა, რადგანაც ის მე არასდროს მელაპარაკება".



,,მე არასდროს ვიტვყი იმ ადამიანზე რამეს ვისზეც მე ვზრუნავ, თორემ ის გახდება გასართობი სხვა ხალხისთვის".



,,როცა მე შევხვდი შარლიზს მე ვუთხარი მას: ,, ვაუ! შენ შესანიშნავი ხარ". ის იყო ძალიან სწრაფი, სასაცილო და იბყრობდა დიდ ყურადღებას. შარლიზმა გადააჭარბა ჩემს მოლოდინებს".



,,გულწრფელობა დღესდღეისობით ეთ-ერთი დიდი პრობლემაა. მე მირჩევნია ვთქვა სიმართლე და ვიღაცას შევძულდე, ვიდრე ვიყო მატყუარა და ვინმე გავაცურო." 



,,როდესაც მე ვუყურებ რობს თვალებში, მე შემიძლია დავინახო მისი გული".



,,შენ არ იცი რისი გაკეთება შეგიძლია სანამ არ გააკეთებ".



,,მე არ მინდა ვიყო ანჯელინა ჯოლი. მე არ ვთვლი,რომ ის არის ყველაზე ნიჭიერი, ლამაზი,წარმატებული,გასაოცარი და მომხიბლელი ადამიანი".



,, 15 წლის ასაკში მე ვგავდი ბიჭს, რადგანაც მეცვა ჩემი ძმის ტანსაცმელი და დავდიოდი ისე, როგორ ბიჭი."



,, ხანდახან შენ უნდა იყო ეგიოისტი, რომ მიიღო ის რაც გინოდოდა და ცხოვრებაში წინ წახვიდე".



  
  
  

ბიოგრაფია
დვილი სახელი: კრისტენ ჯეიმს სთიუარტი (Kristen Jaymes Stewart)
დაბადების თარიღი: 09 აპრილი 1990
დაბადების ადგილი: ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, აშშ
პროფესია: მსახიობი

სიმაღლე: 1.68 მ

კრისტენ სტიუარტი დაიბადა ლოს–ანჟელესში(აშშ, კალიფორნიის შტატი). მისი ოჯახი ცოტა ხნით გადავიდა კოლორადოში საცხოვრებლად, შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა ლოს–ანჯელესში, სადაც კრისტენის მამა, ჯონ სტიუარტი, მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად, პროდიუსერად და უამრავი შუს დირექტორად ტელეარხზე «Fox». სტიუარტის პირველი გამოსვლა სცენაზე შედგა სკოლის საშობაო დადგმაში, რომელის დროს ის აგენტმა შეამჩნია. ის დაუკავშირდა გოგონას მშობლებს და შესთავაზა მისი ინტერესებისთვის მხარდაჭერას. თავიდან მშობლები ამ იდეის წინააღმდეგეები იყვნენ, თუმცა კრისტენმა მათი დარწმუნება შეძლო და უკვე 8 წლის ასაკში დაიწყო სიარული მოსმენებზე. მისი პირველი გამოჩენა ეკრანზე შედგა ერთი წლის შემდეგ დადგმაში 'ქალთევზის შვილი'(1999) ტელეარხზე «Disney Channel». უფრო სერიოზული როლი შეხვდა მას რამოდენიმე წლის შემდეგ როუზ ტროშის დამოუკიდებელ მელოდრამაში 'საგნების უსაფრთხოება'(2001), სადაც მან შეასრულა მარტოხელა დედის შვილის როლი. 
ჰოლივუდის დიდ პროექტში სტიუარტი 2002 წელს მოხდა, როდესაც შეცვალა მსახიობი ჰეიდენ პანეტერიე დევიდ ფინჩერის 'შიშის ოთახში'. მიუხედავად ისეთი 'ვეტერანების' მონაწილეობის, როგორც ჯოდი ფოსტერი, ფორესტ უიტაკერი და პატრიკ ბაშო, სტიურტმა როლი წარმატებულად და დამარწმუნებლად შეასრულა. 
'შიშის ოთახს' მოყვა დენის ქუეიდის და შერონ სტოუნის ქალიშვილის როლი კიდევ ერთ თრილერში მაიკ ფიგისის 'ეშმაკის სახლში'(2003). თუმცა აუდიტორიის რეზონანსი სუსტი აღოჩნდა. მსახიობის მომდევნო ნამუშევარი იყო კომედიაში მოზარდებისთვის 'აკრძალული მისია'(2004), რომელიც მისთვის პირველი მთავარი როლი გახდა; მანდ სტიუარტმა ითამაშა ალპინიზმით გატაცებული გოგონას როლი, რომელმაც ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა, მამისთვის საჩქარო ოპერაციის გასაკეთებლად. სურათი, ახალგაზრდა თაობამ კარგად მიიღო და საშუალება მისცა სტიუარტს არა მარტო ჩვეული დრამატული, არამედ კომედიური ნიჭიც გამოეჩინა. მომდევნო ფილმი სტიუარტის მონაწილეობით 2004 წელს გამოვიდა და ეს გახდა ფსიქოლოგიური დრამა 'წყალქვეშა დინება', რომელიც ცნობილი რეჟისორის დევიდ გორდონ გრინის, ტერენს მალიკის, რომელიც პროდიუსერის როლში გამოვიდა, და ასეე მსახიობების ჯემი ბელის, ჯოშ ლუკასის და დერმოტ მალრუნის მონაწილეობის მიუხედავად, თითქმის კინოგაქირავების გარეშე დარჩა. 
სტიუარტის მომდევნო ფილმი გახდა 'თქვი'(2004) – ლორი ხოლს ანდერსონის რომანი–ბესტსელერი. ამ ფილმმა მას საშალება მისცა ძალიან რთული როლი ეთამაშა. მისი გმირი, მელინდა, სკოლის მოსწავლეა, რომელმაც თითქმის შეწყვიტა ურთიერთობა ადამიანებთან იმის შემდეგ, რაც უფროსკლასელმა გააუპატიურა, მაგრამ არ კარგავს სადონკიუკული კომენტარების ნიჭს. სტიუარტმა თავი წარმატებულად გაართვა სირთლეებს, რომლებიც მისი გმირის ხასიათში იყო. სამწუხაროდ ფილმი კინოგაქირავებაში არ გამოსულა, მაგრამ მოკლე ვარიანტში ნაჩვენები იყო ტელევიზიაზე და ტელეარხებზე «Showtime» и «Lifetime». 
ჯონ ფავრეს ფილმი 'ზატურა'(2005) გადაღებული იყო კოსმიური ფენტეზის ჟანრში, და იმის მიუხედავად, რომ ფილმში მას გაყინავენ და ის დიდი ხნის მანძილზე იატაკზე ატარებს გაუნძრევლად, კრისტენს კვლავ ეძლევა შანსი თავისი კომიური ნიჭის ჩვენების მუდამ გაბრაზებული ჯოს ხატჩერსონის და იონ ბობოს დის როლში. იმის მიუხედავად, რომ 'ზატურა' კრიტიკოსებს მოეწონათ, ფილმმა ძალიან მცირე ბოქს ოფისი შეაგროვა. სტიუარტმა ასევე მონაწილეობა მიიღო მთავარ როლში კანადურ მსახიობის და რეჟისორის გრიფინ დანას სურათში 'სასტიკი ადამიანები'. 

ფილმები: 

On The Road
  
Snow White And huntsman

The Twilight Saga: Eclipse

The Twilight Saga: New Moon

Adventureland

Twilight

What Just Happened?

Into the Wild

The Messengers

In the Land of Women

Zathura- A Space Adventure

Catch That Kid

Undertow

Cold Creek Manor

Panic Room

The Yellow Handkerchief

  

სიმღერები


ჩემი აზრით კარგად მღერის სხვა მსახიობებთან შედარებით
თქვენ მოგწონთ? :დ


კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 998 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6

(2013-01-17 2:33 PM)
kargi iyo