მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » ♥L♥O♥N♥D♥O♥N♥
8:27 PM
♥L♥O♥N♥D♥O♥N♥
London
 საინტერესო აქტები ლონდონზე 


ლონდონი ინგლისის და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია და ასევე ყველაზე დიდი მიტროპოლიტური ფართობია დიდ ბრიტანეთში. ის მდებარეობს მდინარე ტემზაზე. ლონდონის ისტორია უკავშირდება რომაელებს რომლებმაც, დააფუძნეს ის და ლონდონიუმი დაარქვეს. ლონდონი არის გლობალური წამყვანი ქალაქი ყველა დარგში ხელოვნების, კომერციის, განათლების, მოდის, ფინანსების, ჯანდაცვის, მედიის, პროფესიული მომსახურების, კვლევებისა და განვითარების, ტურიზმისა და ტრანსპორტის.. ის ასევე, ნიუ-იორკთან ერთად მსოფლიოს ფინანსური ცენტრის წამყვანი ქალაქია. ლონდონი უკვე წოდებულია როგორც, კულტურის დედაქალაქი. ლონდონი ერთ-ერთი ქალაქია მსოფლიოში რომელსაც, ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს. მასში მდებარეობს 48 უნივერსიტეტი. 2012 წელს ლონდონი გახდა პირველი ქალაქი რომელმაც უმასპინძლა საზაფხულო ოლიმპიადას სამჯერ. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

ლონდონს ხალხის და კუტურის მრავალფეროვანი სპექტრი აქვს. 2011 წლის მარტის მონაცემებით, ლონდონის მოსახლეობა 8,174,100 შეადგენს რაც, მას ხდის ყველაზე დასახლებულ მუნიციპალიტეტს ევროკავშირში. ბრიტანეთის მოსახლეობის 12.5 % ლონდონში ცხოვრობს. ის შეიცავს ოთხ მსოფლიო მემკვიდრეობას. ცნობილ ღირსშესანიშნაობების სიაში შედის ბუკინგემის სასახლე, ლონდონის თვალი, წმინდა პავლეს ტაძარი . ლონდონში არის მრავალრიცხოვანი მუზეუმები, გალერეები, ბიბლიოთეკები, მათ შორის ბრიტანეთის მუზეუმი, ეროვნული გალერეა, ბრიტანული ბიბლიოთეკა, უიმბლდონის თეატრი და მრავალი სხვა. ლონდონის მეტროპოლიტენი უძველესი მიწისქვეშა სარკინიგზო ქსელია მსოფლიოში. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

ახლა კი, გადავხედოთ ფაქტებს ლონდონის შესახებ და ფოტოკრებულს 

 დიდი ბრიტანეთის მოდის დიზაინერების დაახლოებით 85 პროცენტი ლონდონიდან მოდის. 
 ლონდონში წლის განმავლობაში დაახლოებით 17,000 თეატრალური წარმოდგენა იმართება.

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონში მდებარეობს 22-ზე მეტი ნაციონალური და დაახლოებით 200 ჩვეულებრივი მუზეუმი.
 სავარაუდოდ, ლონდონში ყოველწლიურად 200-ამდე ფესტივალი ტარდება. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონის ყველაზე პატარა სახლი დედათა მონასტერია ჰაიდ პარკში სადაც, 20 მონაზონი ცხოვრობს,
 პარლამენტის შენობას აქვს 1,000 ოთახი, 100 კიბე, 11 შიდა ეზო, 11 ბარი და ექვსი რესტორანი . 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონის 395 ზოგად ბიბლიოთეკაში ინახება 17 მილიონი წიგნი
 ლონდონში 900-ზე მეტი წიგნის მაღაზიაა. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 მსოფლიოში პირველი შუქნიშანი სწორედ ლონდონში დაიდგა 1868 წელს რომელიც, მომდევნო წელს ააფეთქეს რის შემდეგაც, დაშავდა პოლიციელი.
 ვესტმინსტერის სააბატო შეიცავს პოეტ ედმუნდ სპენსერის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ნაშრომებს

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 St Thomas-ის საავადმყოფოს შვიდი შენობა ჰქონდა- კვირის დღეების მიხედვით, იმისათვის რომ, ექთნებს არ დავიწყებოდათ რა დღეს იმშობიარა პაციენტმა. ახლა მხოლოდ ორი შენობაა შემორჩენილი.
 ლონდონი პირველი ქალაქი იყო რომლის მოსახლეობამაც 1 მილიონს გადააჭარბა 1881 წელს და ის ითვლებოდა ყველაზე დიდ ქალაქად მსოფლიოში სანამ 1957 წელს ტოკიომ არ ჩაანაცვლა.

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონში მდებარეობს თორმეტი ხელოვნების და კულტურის უმაღლესი განათლების ინსტიტუტები.
 ახალი უემბლის სტადიონი რომელიც, ლონდონში მდებარეობს მსოფლიოსში უდიდესი საფეხბურთო სტადიონია.

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი არქივი ლონდონში მდებარეობს. ამ არქივებში ინახება ჩანაწერი რომელზეც მუშაობას, გაუწყვეტლივ აგრძელებს მთავრობა მეთერთმეტე საუკუნიდან დღემდე. 
 The Tate Modern არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თანამედროვე ხელოვნების გალერეა. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონი არის ტურიზმის ცენტრი, იქ მყოფი ტურისტების წლიური დანახარჯი ჩვიდმეტ ბილიონ დოლარს შეადგენს
 2001 წლის მონაცემებით, ლონდონში მცხოვრები ხალხის 58.2 პროცენტი ქრისტიანი იყო, 15.8 პროცენტი ათეისტი, 8.5 პროცენტი მუსლიმი ხოლო დანარჩენი კი სხვა რელიგიის ხალხი. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონი 1831 დან 1925- წლამდე უდიდეს ქალაქად ითვლებოდა. 
 1848,6000,1866 წელს მისი მაცხოვრებლების რიცხვი 14,000 შეადგენდა. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ლონდონში მდებარეობს მადამ ტუსოს მუზეუმი რომელშიც, თანამედროვე და ძველი ვარსკვლავების ცვილის ფიგურების ნახვაა შესაძლებელი. ეს მუზეუმი 2009 წელს ლონდონში მეათე ყველაზე ნახვადი ადგილი იყო.
 ლონდონის ავტობუსების ქსელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია. ავტობუსები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ქსელში სულ არის 8,000 ავტობუსი.

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

 ავტობუსების ქსელის მოგება წლიურად დაახლოებით 850 მილიონი ევროა
 ლონდონს აქვს ტრამვაის ქსელი რომელიც, ცნობილია როგორც Tramlink 39 გაჩერებით , სამი მარშუტით და 2008 წლის მონაცემებით 26.5 მილიონი მგზავრით. 

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁

☁ ლონდონი ☂ ფაქტები ☁
ნანახია: 941 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-06-03 1:45 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
kai qalaqia maraa yelshi amomividaaa biggrin