მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » Lana Del Rey
6:42 PM
Lana Del Rey
 LanDel Rey Ico
 ყველანი სრულიადში 
™ იმედია მოგეწონებათ 

431357_520832051266259_494327974_n_largeImage0013424403506782ri2zp_large





ელიზაბეთ გრანტი (დ. 1986 წლის 21 ივნისს), უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ლანა დელ რეი

 — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. კრიტიკოსები მას ახასიათებენ, როგორც 

„თვითნასწავლ ნენსი სინატრას".ლანას თქმით, მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს ბრიტნი 

სპირსმა, ელვის პრესლიმ და კურტ კობეიანმა.

422899_520284321321032_1086151994_n_large

2010 წლის იანვარში, 5 Points Records-ის მეშვეობით, iTunes-ზე სარეალიზაციოდ მომღერლის 

სადებიუტო ალბომი, Lana Del Ray A.K.A. Lizzy Grant, გამოვიდა, რაც გამოჩენიდან 2 თვის შემდგომ 

სრულად მოიხსნა გაყიდვიდან. ალბომის პროდიუსერი, დევიდ კანე მიიჩნევს, რომ ეს "ლანა 

გრანტის", როგორც მომღერლის ალტერ ეგოს, "ამოშლის" მიზნით გაკეთდა, თუმცა თავად დელ რეის 

განცხადებით, სხვა პიროვნებად გარდაქმნის მიზანი მას არ ამოძრავებდა.

Tumblr_mfc2ykzigh1rifv07o1_400_large

ალბომის ვაჭრობიდან მოხსნას მომღერლის ვებსაიტის წაშლაც მოჰყვა. ასევე გაუქმდა მისი 

პროფილები სოციალურ ქსელებში. 2010 წლის განმავლობაში მომღერალი ლონდონში 

ლეიბლის ძიებაში იმყოფებოდა. 2011 წლის ივლისში, დელ რეიმ საკუთარ ლეიბლად Stranger 

Records აირჩია და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდგომაც მისი სადებიუტო სინგლი,

Video Games, გამოვიდა. ბილბორდის ყველაზე გაყიდვადი სინგლების ჩარტში მან გამოჩენისთანავე 

პირველი ადვილი დაიკავა და ამ პოზიციაზე 3 კვირის განმავლობაში შემორჩა. ბიბისი-ს რადიო 1-ზე 

მისი გაჟღერების შემდგომ კი, 2011 წლის ოქტომბერში, მომღერალმა ხელშეკრულება Interscope 

Records-სა და Polydor Records-საც დაუდო.

488077678335944150_akjwjawr_c_large

ამავე წელს დელ რეიმ Q Awards-ის ნომინაციაში "Q's Next Big Thing" გაიმარჯვა. რაც შეეხება მის 

სადებიუტო ალბომს, Born to Die, iTunes-ზე იგი 2012 წლის 27 იანვრიდან გახდა ხელმისაწვდომი, 

მსოფლიო მასშტაბით კი 31 იანვარს გამოვიდა და 10 ქვეყნის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. 

აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს Saturday Night Live-ში ლანა დელ რეიმ ორი სიმღერა შეასრულა, რასაც 

მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოდნავ მოგვიანებით, კრიტიკას დელ რეის პაროდიაც დაემატა - ამავე 

გადაცემის ცნობილი კომიკოსის, კრისტენ უიგისშესრულებით. 2012 წელს, მომღერალმა BRIT 

Awards-ის ნომინაციაში - Best International Breakthrough Act გაიმარჯვა. რაც შეეხება ალბომის მეორე

 სინგლს, Born to Die, იგი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოვიდა. 

Tumblr_makbg6whh91rak5flo1_500_large

 მომღერლის განცხადებით, მან დაიბრუნა უფლებები სადებიუტო ალბომზე, რომლის 

თანამესაკუთრესაც უწინ 5 Points-იც წარმოადგენდა, და მის გამოშვებას 2012 წლის ზაფხულში 

გეგმავს. რაც შეეხება დელ რეის სიმღერებსა და მღერის ტექნიკას, ჯერ-ჯერობით ყველაზე ცნობილი

 განცხადება The Guardian-ის ჟურნალისტ პოლ ლესტერს ეკუთვნის, რომელმაც მომღერალი 

საკუთარი სტილის მქონე ნენსი სინატრად მოიხსენია. მომღერლის ყოფილი პროდიუსერმა, დევიდ

 კანემ დელ რეის, როგორც სიმღერების მწერლის შესაძლებლობები შეაქო. 2012 წელს ლანა დელ 

რეიმ სამოდელო სააგენტო NEXT Model Management-თან გააფორმა ხელშეკრულება.

Tumblr_m98pl94maz1rn3nnoo1_500_large

ფაქტები:

1. მისი ნამდვილი სახელია ელიზაბეთ გრანტი, ელიზაბეთიდან გამომდინარე ლიზისაც ეძახიან.

2. ის არ არის ნენსი სინატრას ფანი.

3. მისი ზოდიაქოს ნიშანია ტყუპები.

4. მას უყვარს ბრიტნი სპირსი.

5. ლანა არის ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი.

6. დაიბადა 1986წელს ნიუ იორკში.

7. გაიზარდა ნიუ იორკის გარე უბანში პატარა წყნარ სოფელში.

8. 15 წლის ასაკში გაგზავნეს სკოლა-პანსიონატში.

9. მან კარიერა დაიწყო კლუბებში სიმღერით სადაც ის სხვადასხვა სახელებით გამოდიოდა.

10. 2011 წელს გადაწყვიტა დაერქვა ლანა დელ რეი.

11. 2012წლის მარტიდან ლანა გამოჩნდა ბრიტანული ვოგის ყდაზე.

12. მისი სიმაღლეა 170სმ.

13. მისი წონა სულ რაღაც 54კილოგრამია.

14. მისი სადებიუტო ალბომი "Born To Die" გამოსვლის თანავე პირველ ადგილზე იყო 
Official UK Album ჩარტებში.

15. მას ყავს პატარა ძმა & და.

Photos:

Tumblr_mghpl73lhm1rcat69o1_500_large

Tumblr_mgigjivaxf1s2jb91o1_500_large

Tumblr_mgigocz5b91s1ejpqo1_500_large

1118_47c3_500_large

Tumblr_mgicc2fhdx1s1p7m6o1_500_large

Tumblr_mgieq4qsuw1rg37eto1_500_large
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 936 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-01-12 7:37 PM)
კარგი ნიუსია :))