7:22 PM Lana Del Rey | |
სრული სახელი: Elizabeth Woolridge Grant დაბადების თარიღი: 21 ივნისი, 1986 წელი დაბადების ადგილი: ნიუ იორკი, აშშ ასაკი: 26 ჟანრი: Indie pop, alternative, chamber pop, sadcore საქმიანობა: კომპოზიტორი, მომღერალი, მოდელი შემოქმედების წლები: 2005-დღემდე ოფიციალური ვებ-გვერდი: lanadelrey.com მოკლე ბიოგრაფია. ელიზაბეთ გრანტი ლანას ნამდვილი სახელი და გვარია. ცნობილი კი სახელით - ლანა დელ რეი გახდა. ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. კრიტიკოსები „თვითნასწავლ ნენსი სინატრას" უწოდებენ. ლანას თქმით, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონიეს ბრიტნი სპირსმა, ელვის პრესლიმ და კურტ კობეინმა. 2011 წლის ივლისში, ლანა დელ რეიმ მისი სადებიუტო სინგლი - Video Games გამოუშვა. ბილბორდის ყველაზე გაყიდვადი სინგლების ჩარტში მან გამოჩენისთანავე პირველი ადვილი დაიკავა და ეს პოზიცია 3 კვირის განმავლობაში ეკავა. რაც შეეხება მის სადებიუტო ალბომს - Born to Die, iTunes-ზე იგი 2012 წელს გამოვიდა და 10 ქვეყნის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. 2012 წელს BRIT Awards-ის ნომინაციაში - Best International Breakthrough Actგაიმარჯვა. ფაქტები. ზოდიაქოთი ტყუპებია. ძალიან უყვარს გრძელი ფრჩხილები. კვირაში ორჯერ სტუმრობს თავის მშობლებს. Saturday Night Live-ზე მისი შესრულებები უარყოფითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. ამის შემდეგ მის შესრულებას პაროდიაც მოყვა ამავე გადაცემის ცნობილი კომიკოსის, კრისტენ უიგის შესრულებით. ლანას დაბერილი აქვს ტუჩები. გამონათქვამები. ყოველთვის როდესაც თვალებს დავხუჭავ, თითქოს შავ სამოთხეში ვარ. იქ ვერავინ შეგედრება, მაგრამ მეშინია რომ იქ შენს გარეშე ვიქნები. ცხოვრე სწრაფად, მოკვდი ახალგაზრდა, იყავი ველური, გაერთე . როდესაც მეორე ადამიანის ბედნიერება შენი ბედნიერებაა, ეს სიყვარულია. ჩვენ მახინჯები ვართ, მაგრამ მუსიკა გაგვაჩნია . როდესაც ხალხმა, რომელსაც მე ვიცნობდი, გაიგო თუ როგორ ვცხოვრობდი მე, მკითხეს: რატომ? მაგრამ აზრი არ აქვს ლაპარაკი იმ ხალხთან ვისაც სახლი აქვთ. მათ არ იციან თუ როგორია როდესაც ხალხში თავს მშვიდად იგრძნობ. და სადაც თავს დადებ, იქ იქნება შენი სახლი . მე მომღერალი ვიყავი, არც ისე პოპულარული, რომელსაც ჰქონდა ოცნება რომ კარგი პოეტი გამხდარიყო. მაგრამ გარემოებების შეცვლის გამო მე დავინახე თუ როგორ დაიმსხვრა ჩემი ოცნებები და ცაში მილიონობით ვარსკვლავებივით გაიპნა. ფოტოები. ანიმაციები. აიქონები. სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ. | |
|
სულ კომენტარები: 8 | |
|