მთავარი » 2013 » მაისი » 10 » Lana Del Rey ♥
7:37 PM
Lana Del Rey ♥
Biograpy

ელიზაბეთ გრანტი (დ. 1986 წლის 21 ივნისს), უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ლანა დელ რეი — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. კრიტიკოსები მას ახასიათებენ, როგორც „თვითნასწავლ ნენსი სინატრას".ლანას თქმით, მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს ბრიტნი სპირსმა, ელვის პრესლიმ და კურტ კობეინმა .
2010 წლის იანვარში, 5 Points Records-ის მეშვეობით, iTunes-ზე სარეალიზაციოდ მომღერლის სადებიუტო ალბომი "Lana Del Ray A.K.A. Lizzy Grant" გამოვიდა რაც გამოჩენიდან 2 თვის შემდგომ სრულად მოიხსნა გაყიდვიდან. ალბომის პროდიუსერი, დევიდ კანე მიიჩნევს რომ ეს "ლანა გრანტის", როგორც მომღერლის ალტერ ეგოს "ამოშლის" მიზნით გაკეთდა თუმცა თავად დელ რეის განცხადებით სხვა პიროვნებად გარდაქმნის მიზანი მას არ ამოძრავებდა. ალბომის ვაჭრობიდან მოხსნას მომღერლის ვებსაიტის წაშლაც მოჰყვა. ასევე გაუქმდა მისი პროფილები სოციალურ ქსელებში. 2010 წლის განმავლობაში მომღერალი ლონდონში ლეიბლის ძიებაში იმყოფებოდა. 2011 წლის ივლისში დელ რეიმ საკუთარ ლეიბლად Stranger Records აირჩია და მასთან ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდგომაც მისი სადებიუტო სინგლი "Video Games", გამოვიდა. ბილბორდის ყველაზე გაყიდვადი სინგლების ჩარტში მან გამოჩენისთანავე პირველი ადვილი დაიკავა და ამ პოზიციაზე 3 კვირის განმავლობაში შემორჩა. ბიბისი-ს რადიო 1-ზე მისი გაჟღერების შემდგომ კი 2011 წლის ოქტომბერში, მომღერალმა ხელშეკრულება Interscope Records-სა და Polydor Records-საც დაუდო. ამავე წელს დელ რეიმ Q Awards-ის ნომინაციაში "Q's Next Big Thing" გაიმარჯვა. რაც შეეხება მის სადებიუტო ალბომს, Born to Die, iTunes-ზე იგი 2012 წლის 27 იანვრიდან გახდა ხელმისაწვდომი, მსოფლიო მასშტაბით კი 31 იანვარს გამოვიდა და 10 ქვეყნის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. აღსანიშნავია, რომ 14 იანვარს Saturday Night Live-ში ლანა დელ რეიმ ორი სიმღერა შეასრულა, რასაც მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ოდნავ მოგვიანებით, კრიტიკას დელ რეის პაროდიაც დაემატა - ამავე გადაცემის ცნობილი კომიკოსის, კრისტენ უიგის შესრულებით. 2012 წელს, მომღერალმა BRIT Awards-ის ნომინაციაში - Best International Breakthrough Act გაიმარჯვა. რაც შეეხება ალბომის მეორე სინგლს, Born to Die, იგი 2011 წლის 30 დეკემბერს გამოვიდა. მომღერლის განცხადებით, მან დაიბრუნა უფლებები სადებიუტო ალბომზე, რომლის თანამესაკუთრესაც უწინ 5 Points-იც წარმოადგენდა, და მის გამოშვებას 2012 წლის ზაფხულში გეგმავს. რაც შეეხება დელ რეის სიმღერებსა და მღერის ტექნიკას, ჯერ-ჯერობით ყველაზე ცნობილი განცხადება The Guardian-ის ჟურნალისტ პოლ ლესტერს ეკუთვნის, რომელმაც მომღერალი საკუთარი სტილის მქონე ნენსი სინატრად მოიხსენია. მომღერლის ყოფილი პროდიუსერმა, დევიდ კანემ დელ რეის, როგორც სიმღერების მწერლის შესაძლებლობები შეაქო. 2012 წელს ლანა დელ რეიმ სამოდელო სააგენტო NEXT Model Management-თან გააფორმა ხელშეკრულება.


Facts

 -მისი ნამდვილი სახელია ელიზაბეთ გრანტი, ელიზაბეთიდან გამომდინარე ლიზისაც ეძახიან.

Lana Del Rey ♥

 -ის არ არის ნენსი სინატრას ფანი.

Lana Del Rey ♥

- მისი ზოდიაქოს ნიშანია ტყუპები.

Lana Del Rey ♥

-მას უყვარს ბრიტნი სპირსი.

Lana Del Rey ♥

-ლანა არის ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი.

Lana Del Rey ♥

 -დაიბადა 1986წელს ნიუ იორკში.

Lana Del Rey ♥

-გაიზარდა ნიუ იორკის გარე უბანში პატარა წყნარ სოფელში.


 -15 წლის ასაკში გაგზავნეს სკოლა-პანსიონატში.


-მან კარიერა დაიწყო კლუბებში სიმღერით სადაც ის სხვადასხვა სახელებით გამოდიოდა.


 -2011 წელს გადაწყვიტა დაერქვა ლანა დელ რეი.


 -მისი სიმაღლეა 170სმ.


 -2012წლის მარტიდან ლანა გამოჩნდა ბრიტანული ვოგის ყდაზე.


-მისი წონა სულ რაღაც 54კილოგრამია.(მეეჭვება რატომგაც :D ) 


-მისი სადებიუტო ალბომი "Born To Die" გამოსვლის თანავე პირველ ადგილზე იყო Official UK Album ჩარტებში. 

 
 
-მას ყავს პატარა ძმა & და.


HQ Pictures 

















































 









 
 


 


 

 
 



 
 






















 























Gifs


















Icons

 
  
 
 
  
  
 
 
  
 
 
 
  
 
  
  


XoXo Your ChuPa
ლაპარაკი აღარ უნდა იმას რო ბევრი ვიწვალე :D 
ლანა ძალიან მიყვარს ♥ ულამაზესია ^^ 
ხო დაა ამ ლამაზ ქალს კომენტარები არ აწყენდაა :D 
დააკომენარეთ ორე ჭკუიდან გადავლ :D
ხოო და კიდე ეხლა არ დაიწყოთ ''ვაიმე როგორ მიყვარს'' და ეგეთები :D უბრალოდ არ ღირს ნუ შემეცილებით :D  
მიყვარხართ ♥
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 960 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2013-05-11 3:57 PM)
kargia dzaliaan ♥ ♥ ♥