მთავარი » 2013 » მაისი » 29 » Legendary Rock Bands
3:18 PM
Legendary Rock Bands
Legendary
 Rock Band
Nirvana, Bon Jovi, Queen, 
Guns n RosesPink Floyd
The Beatles, Led Zeppelin, 
Deep Purple, The Rolling Stones
ორიგინალური სიახლე როკის მსმენელებისთვის, ცოტაოდენი ინფორმაცია რამოდენიმე ლეგენდარულ ჯგუფზე ასევე ფოტოები და ანიმაციები ... პირველი ამოვარჩიე GNR და აქციის პირველ სიახლეს ვუძღვნი SoPii))ს
╭╮╭╮╭╮╱╱╱╭╮╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╭━━━╮╱╱╱╱╱╭╮
┃┃┃┃┃┃╱╱╱┃┃╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱┃╭━╮┃╱╱╱╱╱┃┃
     ┃┃┃┃┃┣━━╮┃┃╱╱╭━━┳╮╭┳━━╮┃╰━╯┣━━┳━━┫┃╭╮
     ┃╰╯╰╯┃┃━┫┃┃╱╭┫╭╮┃╰╯┃┃━┫┃╭╮╭┫╭╮┃╭━┫╰╯╯
     ╰╮╭╮╭┫┃━┫┃╰━╯┃╰╯┣╮╭┫┃━┫┃┃┃╰┫╰╯┃╰━┫╭╮╮
        ╰╯╰╯╰━━╯╰━━━┻━━╯╰╯╰━━╯╰╯╰━┻━━┻━━┻╯╰╯


Guns n Roses
Info
Guns N' Roses — ამერიკული ჰარდ როკ ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია, 1985 წელს. ჯგუფს გაყიდული აქვს ალბომების 100 მილიონზე ასლი. მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 43.5 მილიონი - შეერთებულ შტატებში. ამ ციფრებით ითვლებიან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჰარდ როკ ჯგუფად. მათი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Appetite for Destruction 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით და გამოსვლის დღიდანვე დაიმკვიდრა პირველი ადგილი აშშ-ს ჩარტებში. ალბომის პირველი სიმღერა Welcome to The Jungle გამოყენებულია კლინტ ისტვუდის 1988 წლის ფილმში „სასიკვდილო სია".
ჯგუფის მუსიკალურმა სტილმა, სცენაზე ხშირად გამოჩენამ და ცუდი ბიჭების იმიჯმა ხელი შეუწყო დაეპყროთ გვიანი 80-იანების და ადრეული 90-იანი წლების ჰარდ როკის სცენა. მაშინ როდესაც გლემ მეტალი წამყვან სტილად ითვლებოდა და ლიდერობდა გაყიდულ ჩანაწერებში, Guns N' Roses-მა მსმენელს შესთავაზა მუსიკა, რომელმაც ხელი შეუწყო გლემ მეტალის პოპულარიზაციას და უამრავი მსმენელი მიიზიდა. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1987-1993 წლებში, მაგრამ წევრებს შორის არსებულმა უთანხმოებებმა გამოიწვია პირველი შემადგენლობის დაშლა. დღეს ერთადერთი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან ექსლ როუზია, რომელიც უკვე 26 წელია, რაც ამ ჯგუფის ვოკალისტად მოღვაწეობს.
Guns N' Roses ჩამოყალიბდა 1985 წლის მარტში, Hollywood Rose-ის წევრების, ექსლ როუზის (ვოკალი), იზი სტრედლინის (რითმ-გიტარა) და L.A. Guns-ის წევრების, ტრესი განზის (წამყვანი გიტარა), ოლე ბეიჩის (ბასი) და რობ გარდნერის (დასარტყამი ინსტრუმენტები) მიერ. ექსლი ორივე ჯგუფის წევრი იყო, ხოლო ტრესი განზი - მხოლოდ მეორე ჯგუფის. კოლექტივის განსაკუთრებული სტილი აერთიანებდა ჰარდ როკს, ბლუზს, პანკს და მუსიკის სხვადასხვა სტილს თანამედროვე პოპულარულ ჰევი მეტალთან.
მას შემდეგ, რაც ტრესი განზმა და რობ გარდნერმა ვერ მოახერხეს ჯგუფის ერთ-ერთ პირველ შოუზე გამოსვლა, ექსლმა და იზიმ მიიწვიეს გიტარისტი სლეში და მისი საუკეთესო მეგობარი, დრამერი სტივენ ადლერი. 1986 წლის დასაწყისში ჯგუფმა ასეთი სახე მიიღო: ექსლ როუზი (ვოკალი), სლეში (სოლო გიტარა), იზი სტრედლინი (რითმ-გიტარა), დაფ მაკ-კეგანი (ბას გიტარა) და სტივენ ადლერი (დრამი). ლოს-ანჯელესისკენ მიმავალ გზაზე მათ დაწერეს სიმღერა Welcome to The Jungle, რომელიც შემდგომში ჯგუფის ერთ ერთ ჰიტად იქცა.

Guns N' Roses-ის მიერ კლუბ The Troubadour-ში გამართული შოუს შემდეგ, Geffen Records-ის წარმომადგენელმა, ტომ ზუტაუტმა განაცხადა, რომ მას ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება სურდა. კონტრაქტის გაფორმებამდე ექსლ როუზმა მოითხოვა და მიიღო 75,000 დოლარი. ჯგუფის მენეჯერი გახდა ალან ნივენი და გადაწყდა სადებიუტო ალბომის ჩაწერა და გამოცემა.

1986 წლის ზამთარში ჯგუფმა გამოუშვა 4 სიმღერიანი EP, რომელსაც ეწოდა Live ?!*@ Like a Suicide. იგი იწყება დაფ მაკ-კეგენის სიტყვებით. ეს ჩანაწერი მოიცავს როუზ ტატუს სიმღერის Nice Boys და აეროსმითის სიმღერის Mama Kin ქავერ-ვერსიებს. მათთან ერთად კიდევ ორი სიმღერაა წარმოდგენილი - Move to the City და Reckless Life, რომლის თანაავტორიც იყო Hollywood Rose-ის წევრი კრის უებერი. მიუხედავად იმისა, რომ დისკს ცოცხალი ჩანაწერების ელფერი აქვს, იგი სტუდიურია და ცოცხალი ჩანაწერებისათვის დამახასიათებელ ხმაური ახლავს. EP მხოლოდ 10,000-იანი ტირაჟით იქნა გამოშვებული და ჯგუფის მოყვარულთა კოლექციებისათვის დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

ჯგუფის ალბომი Appetite for Destruction გამოვიდა 1987 წლის 21 ივლისს. მის პირველ სინგლად იქცა Welcome to the Jungle, რომელსაც თან ახლდა ვიდეო კლიპის გამოსვლაც. თავდაპირველად ამ სიმღერას დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ Geffen Records-ის დამაარსებელს დევიდ ჯეფენს სთხოვეს, დაერწმუნებინა MTV-ის წარმომადგენლები, რომ ეთერში გაეშვათ მისი ვიდეო. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ამ არხზე დღის არც თუ ხელსაყრელ დროს გადიოდა, მან მაინც მიიქცია როკის მოყვარულთა ყურადღება. სიმღერაზე მასიური მოთხოვნა დაიწყო.
გაერთიანებულ სამეფოში გამოუშვეს სინგლი It Is So Easy. ჯგუფმა მალევე მიაღწია წარმატებას, რაც განპირობებული იყო რადიოში მათი სიმღერების ხშირი გაჟღერებისა და 1987 წლის 28 ივნისს ლონდონის სახელგანთქმულ კლუბ Marquee Club-ში გამოსვლით. გამოშვებული სინგლი It Is So Easy მოიცავდა კლუბში შესრულებულ სიმღერებს, Shadow of Your Love და Move to the City.
ალბომის ყდის პირველი გაფორმება, რომელიც ეკუთვნოდა რობერტ უილიამსს, შეიცვალა.Sweet Child O' Mine არის ალბომის მეორე სინგლი. იგი დაწერილია ექსლ როუზის მიერ. მან ეს სიმღერა თავის მეგობარ გოგონას და მომავალ ცოლს, ერინ ევერლის მიუძღვნა. სიმღერამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და 1988 წლის ზაფხულის უდიდეს ჰიტად იქცა. იგი ჟღერდა როგორც რადიოში, ასევე MTV-ზე. Paradise City-ს ვიდეო კლიპით დაპყრობილმა ტელესივრცემ და ჯგუფის ტურნეს უდიდესმა წარმატებამ ალბომს ჩარტებში პირველი ადგილი დაუმკვიდრა. Welcome to the Jungle, Sweet Child O' Mine და Paradise City ამერიკის მუსიკალური ათეულების განუყოფელ ნაწილად იქცნენ. ალბომი Appetite for Destruction დღეისათვის მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულია 28 მილიონიანი ტირაჟით. და ამერიკაში სერთიფიცირებულია როგორც 18 გზის პლატინის მქონე.
Guns N' Roses ხშირად ხსნიდა დიდ კონცერტებს, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი წარმატება გაიზარდა, დაიწყო Appetite for Destruction-ის მხარდასაჭერი ტურნე. მის ფარგლებში ჯგუფი აშშ-ში მოგზაურობდა. 1988 წლის გაზაფხულზე მუსიკოსები მიწვეულნი იყვნენ დონინგტონის სასახლესთან, ინგლისში, როკ-ფესტივალზე Monsters of Rock, სადაც გამოდიოდნენ ცნობილი ჯგუფები, Kiss და აირონ მეიდენი. Guns N' Roses-ის გამოსვლის დროს 100.000 ადამიანმა ხტომა და სცენასთან ახლოს მისვლა დაიწყო. მიუხედავად ექსლის მოთხოვნისა, რომ უკან დაწეულიყვნენ, ხალხი მაინც წინ მოძრაობდა. შედეგად წარმოიშვა ჭყლეტა, რომელსაც ორი ფანი ემსხვერპლა. ამ ინციდენტის შესახებ ჯგუფმა არაფერი იცოდა, ამიტომ კონცერტი არ შეუწყვიტავთ. ამის გამო, მედიამ ისინი საჯაროდ დაადანაშაულა. ისეთმა ინციდენტებმა, როგორიც Appetite for Destruction-ის ტურნეს დროს მოხდა, ჯგუფს შესძინა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო მუსიკალური კოლექტივის სახელი. მისი წევრების საქციელი ხშირად ხდებოდა მედიის ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი. მაკ-კეგანი, სლეში, სტრედლინი და ადლერი ხშირად იყვნენ შემჩნეულნი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ როგორც სცენაზე, ისე მის მიღმა. ინგლისში 1987 წლის ტურნეს დროს მედია საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდა ჯგუფისადმი. ამ ტურის დროს Guns N' Roses-მა ჩაწერა ექვსიდან 5 სიმღერა, რომელიც შეტანილ იქნა მათ ცოცხალ ალბომში უბრალო სახელწოდებით Guns N' Roses (იგივე Live from the Jungle). აქ არ იქნა შეტანილი სიმღერა Welcome to the Jungle. ეს EP დისკი 1987 წელს გამოვიდა, თუმცა დიდი ყურადღება არ მიუქცევია - ერთი მხრივ იმიტომ, რომ მხოლოდ იაპონიაში იქნა გამოშვებული და მეორე მხრივ იმიტომ, რომ ალბომი Appetite for Destruction ამავე პერიოდში გამოსცეს.

ჯგუფის შემდეგი ალბომი იყო G N' R Lies, რომელიც გამოვიდა 1988 წელს და მუსიკალურ ჩარტებში მეორე ადგილი დაიმკვიდრა. იგი შეიცავდა Live @! Like a Suicide-ში შესული ოთხი სიმღერის ჩანაწერს ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს - ოთხ აკუსტიკურ სიმღერას. სიმღერაში One in a Million ნახსენები იყო ისეთი სიტყვები როგორიცაა niggers; უხეშად იყვნენ მოხსენიებულნი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები. ამან დიდი კრიტიკა გამოიწვია, განსაკუთრებით ექსლ როუზის მიმართ, რომელიც რასიზმში დაადანაშაულეს. მუსიკოსი უსაფუძვლოდ მიიჩნევდა ამ კრიტიკას რადგან, თავად სლეში, მისივე ჯგუფის წევრი, ნახევრად შავკანიანი იყო. იგი ამბობდა,რომ ეს სიმღერა ასახავდა სხვადასხვა პრობლემებს, მათ შორის რასიზმსაც. ამასთან ერთად, ჯგუფს გამართული ჰქონდა კონცერტები Body Count-თან ერთად (რომელშიც მხოლოდ შავკანიანები იყვნენ). რეპერი აის-ტი თავის წიგნში The Ice Opinion წერდა, რომ ექსლი მის მსგავსად, მედიის მსხვერპლად იქცა.
ამ ალბომის გამოშვების შემდეგ სლეში და დაფი American Music Awards-ის ცერემონიაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ გამოცხადდნენ. Geffen Records-ის წარმომადგენლებმა სთხოვეს ჯგუფს, თავიანთი ქცევა ეკონტროლებინათ. მას შემდეგ, რაც ექსლ როუზმა განაცხადა, რომ თუკი ჯგუფის წევრები ნარკოტიკებს თავს არ დაანებებდნენ, იგი დაიშლებოდა, მუსიკოსები მართლაც შეეცადნენ, ეკონტროლებინათ თავიანთი ქცევის მანერები. ექსლმა ამ სიტუაციის შესახებ საჯაროდაც ისაუბრა და განსაკუთრებით ჰეროინის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც 1989 წელს ჯგუფი ლოს-ანჯელესის კოლიზეუმში გამართულ როლინგ სტოუნზის შოუს ხსნიდა.
Use Your Illusion (1990 – 1993)
1990 წელს Guns N' Roses სტუდიაში დაბრუნდა ახალი, მომავალში ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ალბომის ჩასაწერად. ამ პერიოდში სტივენ ადლერს კოკაინთან და ჰეროინთან დიდი პრობლემები ჰქონდა. ადლერის პრობლემების ფონზე ჯგუფმა 30-ჯერ სცადეს სიმღერის Civil War ჩაწერა. 1990 წლის აგვისტოში სტივენს ჯგუფი დაატოვებინეს. იგი შეცვალეს Cult-ის ყოფილი დრამერით, მეტ სორუმით. რამდენიმე თვის შემდეგ კოლექტივს დაემატა პიანისტი დიზი რიდი. იგი იყო ჯგუფის მეექვსე წევრი. 1991 წლის მაისში Guns N' Roses-მა დაითხოვა მენეჯერი ალან ნივენი, რომელიც დაგ გოლდშტეინით ჩაანაცვლა.
ორი ალბომისთვის საკმარისი სიმღერებით ჯგუფმა 1991 წლის 17 სექტემბერს გამოუშვა ორი დისკისგან შემდგარი ალბომი, Use Your Illusion I და Use Your Illusion II. ალბომი ჩარტებში გამუდმებით #1 და #2 ადგილებზე ხვდებოდა. Guns N' Roses იმ დროის ერთადერთი ჯგუფი გახდა, რომელმაც წარმატების ასეთ საფეხურს მიაღწია. ალბომები 108 კვირის განმავლობაში ჩარტების ნაწილად იქცა. მათი გამოშვების შემდგომ ჯგუფმა გამართა 28 თვიანი Use Your Illusion-ის მსოფლიო ტურნე, რომელიც ცნობილია არა მხოლოდ ფინანსური წარმატებით, არამედ იმ ინციდენტებითაც, რომლებიც კონცერტებზე ხდებოდა.
ამ ტურნეზე შესრულდა The Godfather, ბლექ საბათის სიმღერა It's Alright. Move to the City-ს ჩასაწერად ექსლმა მიიწვია მუსიკოსების სპეციალური შემადგენლობა, რომელიც ტურნესთვის შეიქმნა. პრესაში ხშირად იყო გაშუქებული კონცერტები, რომლის დროსაც ხდებოდა არეულობა ან ჯგუფი იგვიანებდა.მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიერ ნარკოტიკების გამოყენება კონტროლს ექვემდებარებოდა, ექსლი ხშირად იყო უკმაყოფილო დაცვით, ასევე კონცერტების უნებართვო ჩაწერით.
1991 წლის 2 ივლისს, მისურის შტატში, რივერპორტის ამფითეატრში, ზუსტად სენტ-ლუისის გარეთ ექსლ როუზი სცენიდან ხალხში გადახტა, რათა ერთ-ერთიმსმენელისთვის ვიდეო კამერით კონცერტის გადაღება აეკრძალა. ერთ-ერთი ინფორმაციით, ეს ადამიანი იყო ჟურნალისტი, რომელსაც კონცერტის გადაღების უფლება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ექსლი სცენაზე აიყვანეს, როუზმა კონცერტი ასეთი სიტყვებით დაასრულა : I'm going home. მან მიკროფონი დაახეთქა და სცენა დატოვა. ზოგიერთ ფანს ეგონა, რომ ექსლმა მიკროფონი ვიღაცას ესროლა. თუმცა სლეშმა განაცხადა: მან მიკროფონი ძირს დააგდო, ასე რომ ჩვენ აქედან მივდივართ. გაბრაზებულმა ხალხმა არეულობა მოაწყო, რის შედეგად იყვნენ დაშავებულნიც.როუზი დაადანაშაულეს ამ ინციდენტის გამო, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, რადგან ჯგუფი ტურნეს აგრძელებდა. როუზმა თავის გამართლება სცადა და განაცხადა, რომ ჯგუფის დაცვამ რამდენჯერმე მოითხოვა, კამერით გადაღება შეწყვეტილიყო. ოთხივე თხოვნა იგნორირებულ იქნა. გარდა ამისა, ჯგუფის სხვა წევრებიც აცხადებდნენ, რომ არავინ სცადა ხალხის შეჩერება, რომელიც ბოთლებს ისროდა.
ამ პერიოდში რითმ გიტარისტმა იზი სტრედლინმა დატოვა ჯგუფი, ექსლთან და სლეშთან გაუგებრობის გამო. იგი შეცვალეს გილბი კლარკით. კონცერტების დროს ექსლი წარადგენდა გილბი კლარკს და ამის შემდეგ კლარკი იწყებდა ჯგუფის როლინგ სტოუნზი სიმღერის Wild Horses შესრულებას.1991 წლის ბოლოს როუზმა ტურნეს დაამატა მუსიკოსების ანსამბლი, რომელშიც რამდენიმე ბექ ვოკალისტიც იყო.1992 წელს Guns N' Roses-მა მონაწილეობა მიიღო ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტში უემბლის სტადიონზე, სადაც ორი სიმღერა შეასრულა. მოგვიანებით ჯგუფი გაემგზავრა მოკლევადიან ტურნეში ჯგუფ მეტალიკასთან ერთად. 1992 წლის აგვისტოში , მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს მეტალიკას ვოკალისტი ჯეიმზ ჰეტფილდი დაშავდა. მეტალიკა იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns N' Roses სცენაზე გამოჩნდა.ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსებს საკუთარი ხმა არ ესმოდათ. გარდა ამისა, ექსლს, როგორც თავადა განაცხადა, ვოკალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა - შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა. ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ფანებმა არეულობა მოაწყვეს - ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ.
Use Your Illusion Tour იმითაც გამოირჩევა, რომ ჯგუფმა ამ პერიოდში გადაიღო სამი ძალიან ძვირადღირებული ვიდეო კლიპი: Don't Cry, November Rainდა Estranged. ბალადა November Rain მაშინდელ MTV-ზე ყველაზე უფრო მოთხოვნად ვიდეოდ იქცა. მან 1992 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე მიიღო ჯილდო საუკეთესო ოპერატორული ნაშრომისათვის. შოუს დროს ჯგუფმა ეს სიმღერა შეასრულა ელტონ ჯონთან ერთად, რომელიც როიალზე უკრავდა.
1993 წელს გილბი კლარკს მოტოციკლით მგზავრობისას უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა, რის გამოც ჯგუფს მისი დროებითი შემცვლელი ესაჭიროებოდა. იზი Guns N' Roses-ს შეუერთდა და 5-მდე კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
ტურნე დასრულდა არგენტინაში, ბუენოს-აირესში, 1993 წლის 17 ივლისს. ტურნე გაგრძელდა 28 თვის მანძილზე და მოიცვა 200 კონცერტი. ბუენოს-აირესში გამართული კონცერტი იყო უკანასკნელი, სადაც ჯგუფის ორიგინალური შემადგენლობის წევრები, სლეში და მაკ-კეგენი გამოვიდნენ.

1993 წლის 23 ნოემბერს Guns N' Roses-მა გამოუშვა ახალი ალბომი, რომელიც შედგებოდა პანკ და გლემ როკ სიმღერების ქავერ ვერსიებისგან. ჯგუფის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ექსლის სურვილით ჩარლზ მენსონის სიმღერა Look at Your Game Girl მაინც შევიდა ალბომში. წლების შემდეგ როუზმა განაცხადა, რომ იგი ამ სიმღერას ამოიღებდა ალბომიდან, რადგან მედიამ მოახდინა მისი მენსონისადმი ინტერესის არასწორი ინტერპრეტაცია. The Spaghetti Incident?-ს Use Your Illusion ის ალბომების შემდეგ დიდი წარმატება არ მოჰყოლია.
ჯგუფის დაშლა (1994-1997)
1994 წელს გილბი კლარკმა დატოვა ჯგუფი, რადგან ექსლი გრძნობდა, რომ მისი გამოცდილება სიმღერების წერისა არ იყო საკმარისი ჯგუფის მომავალი პროექტისთვის. ამავე წელს ჯგუფმა ჩაწერა როლინგ სტოუნზის სიმღერის Sympathy for the Devil ქავერ ვერსია ფილმისთვის ინტერვიუ ვამპირთან. გილბი კლარკის ნაცვლად ექსლის მეგობარ პოლ ტობიასის მიერ ჩაწერილი ნაწილი სიმღერაში სათანადოდ არ ჯდებოდა. როდესაც სლეშმა მოისმინა საბოლოო ჩანაწერი, აღმოჩნდა რომ მისი გიტარის სოლოს ნაცვლად პოლ ტობიასის გიტარის სოლო იყო ჩაწერილი.
1995 წლის დასაწყისში ოზი ოსბორნის გიტარისტმა ზაკ უაილდმა განაცხადა, რომ ექსლის პირადი თხოვნით იგი შეურთდა ჯგუფს ერთკვირიანი რეპეტიციისთვის.
სლეშმა შექმნა თავისი სოლო პროექტი Slash's Snakepit. 1996 წლის აგვისტოში ჯგუფის წევრები კვლავ შეიკრიბნენ. ორი კვირის განმავლობაში ალბომზე ერთად მუშაობის შემდეგ, დაფი და მეტ სორუმი გაემგზავრნენ თავიანთი პროექტის Neurotic Outsiders ტურნეში და უკან დაბრუნდნენ სექტემბრის დასაწყისში, სულ ერთი კვირით. ამის შემდეგ სლეშს და ექსლს მარტო უხდებოდათ მუშაობის გაგრძელება. ოქტომბერში სლეშმა განაცხადა, რომ იგი ჯგუფში მხოლოდ სამი კვირით იყო დაბრუნებული და რომ მისი და ექსლის ურთიერთობა წინ ვეღარ მიიწევდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ექსლმა განაცხადა, რომ სლეში ჯგუფში აღარ იყო.
სლეში შეცვალა Nine Inch Nails-ის ყოფილმა გიტარისტმა რობინ ფინკმა.1997 წელს მეტ სორუმს ექსლმა ჯგუფი დაატოვებინა. სორუმი ამტკიცებდა, თითქოს პოლ ტობიასმა ცუდად ახსენა სლეში. დაფ მაკ-კეგენმა 1998 წელს ასევე ოფიციალურად დატოვა ჯგუფი. შედეგად, დღეისათვის Guns N' Roses-ის პირველი შემადგენლობიდან ერთადერთი ნამდვილი წევრი მხოლოდ ექსლია. მოგვიანებით სლეშმა, მაკ-კეგენმა და სორუმმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი Velvet Revolver.
ექსლ როუზმა ახალ ალბომზე მუშაობა პირველად 1993 წელს დაიწყო და დაწერა სიმღერა This I Love. ალბომის პროდიუსერი სავარაუდოდ მაიკ კლინკი იყო.1998 წელს ექსლი კვლავ დაბრუნდა სტუდიაში გიტარისტ რობინ ფინკთან, რითმ გიტარისტ პოლ ტობიასთან, ბას გიტარისტ ტომი სტინსონთან, დრამერ ჯოშ ფრიზთან, დიზი რიდთან და კრის პიტმენთან ერთად.
1999 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი სიმღერა , რომელმაც გაიჟღერა ფილმში სამყაროს დასასრული. სიმღერა შეიცავდა დამატებით გიტარისტ დეივ ნავაროს და ექსლის პირადი გიტარის მასწავლებლის, გერი სანშაინის ნამუშევარს. ეს სიმღერა წესით უნდა შესულიყო მათ ახალ ალბომში Chinese Democracy.
ამასობაში Geffen Records-მა გამოუშვა ჯგუფის ცოცხალი ალბომი Live Era: '87-'93, რომელიც ჩაწერილი იყო სხვადასხვა კონცერტების დროს, Appetite for Destruction-ისა და Use Your Illusion-ის ტურნეების მიმდინარეობისას.1999 წელს კურტ ლოდერთან ინტერვიუსას ექსლმა განაცხადა, რომ მან თავიდან ჩაწერა 1987 წლის ალბომი Appetite for Destruction, საიდანაც ამოღებული იყო ორი სიმღერა და მათ ნაცვლად შედიოდა Patience და You Could Be Mine.

1999 წელს გიტარისტმა რობინ ფინკმა დატოვა ჯგუფი და თავის ჯგუფს, Nine Inch Nails ტურნეზე გაჰყვა. 2000 წელს მისი ადგილი დაიკავა გიტარისტმა ბაკეტჰედმა. დრამერი ჯოშ ფრიზი შეცვალა ბრაიან მანტიამ. რობინ ფინკი 2000 წელსვე უკან დაბრუნდა. Guns N' Roses-ის ხელახალი დებიუტი სცენაზე შედგა 2001 წლის იანვარში, ორი კონცერტით. პირველი გაიმართა ლას ვეგასში, ხოლო მეორე - რიო-დე-ჟანეიროში, ფესტივალ Rock In Rio-ს ფარგლებში. მათ შეასრულეს როგორც ძველი, ასევე ზოგიერთი ახალი სიმღერაც. Rock In Rio-ზე გამოსვლის დროს ექსლ როუზმა განაცხადა: ვიცი, რომ იმედგაცრუებულები ხართ, რადგან ზოგიერთი ადამიანი ვის სანახავადაც მოხვედით და ვინც გიყვართ, დღეს ჩვენთან ერთად აქ არ არის. მიუხედავად იმისა, თუ რა გესმით და რას კითხულობთ. ეს ადამინები (გულისხმობს ჯგუფის ახალი შემადგენლობის წევრებს) მთელი ძალისხმევით მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. მეც ისეთივე გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ, როგორც თქვენ. ჩვენ ვერ შევძელით, Oasis-ის მსგავსად ერთად გაგვეგრძელებინა მუშაობა.
ჯგუფმა ახალი შემადგენლობით 2001 წლის ბოლოს ლას ვეგასში კიდევ ორი კონცერტი გამართა. 2002 წელს პოლ ტობიასმა ჯგუფი დატოვა.იგი შეცვალა რიჩარდ ფორტუსმა. 2002 წლის აგვისტოში რამდენიმე კონცერტი გამართეს. სექტემბერში ყველასთვის სასიხარულოდ ჯგუფის წევრები გამოჩნდნენ MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე.
2002 წელს დაიწყო ახალი ალბომის მხარდასაჭერი ტურნე ჩრდილოეთ ამერიკაში. კონცერტი, რომლითაც ტურნე იხსნებოდა ვანკუვერში, გაუქმებულ იქნა, რადგან ექსლმა სცენაზე გამოსვლა დააგვიანა და ხალხმა არეულობა მოაწყო. ზოგიერთი კონცერტის ბილეთები მალე არ იყიდებოდა, თუმცა ისეთ დიდი ქალაქებში, როგორიც არის ნიუ-იორკი, ბილეთები წამიერად გაიყიდა. ფილადელფიაში ფანების მიერ მოწყობილი მეორე არეულობის გამო ტურნეს პრომოუტერმა Clear Channel ტურნეს დარჩენილი ნაწილი გააუქმა.
2004 წლის მარტში ბაკეტჰედმა ჯგუფი დატოვა, შედეგად მაისში ფესტივალზე Rock in Rio დაგეგმილი გამოსვლა არ შედგა.
2004 წლის მარტში Geffen Records-მა გამოუშვა ჯგუფის საუკეთესო სიმღერების კრებული Greatest Hits. როუზმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ამ ალბომში შესული სიმღერების სია არ იყო შეთანხმებული მასთან. იგი შეეცადა ამ ალბომის გამოცემადაებლოკა და Geffen Records-ს უჩივლა.

იზი სტრედლინის გამოსვლა ჯგუფთან ერთად, 2006 წელს
2006 წლის თებერვალში ინტერნეტში, ფანების გვერდებზე გაჟონა ახალი სიმღერების, Better, Catcher In The Rye, I.R.S. და There Was a Time დემო ვერსიებმა. ჯგუფის მენეჯმენტის მოთხოვნა იყო, რომ ყოველგვარი დემოები და სიმღერის ტექსტები წაეშალათ გვერდებიან. ამის მიუხედავად, რადიოებმა დაიწყეს I.R.S.-ის გაშვება. თებერვლის ბოლო კვირას სიმღერამ დაიკავა #49 ადგილი Radio & Records ჩარტში - ასეთი შედეგი მოჰყვა ინტერნეტში სიმღერის თავდაპირველ გამოჩენას.
2006 წლის 5 მაისს ექსლმა რადიო შოუში Friday Night Rocks (სებასტიან ბახთან ინტერვიუს დროს) განაცხადა,რომ ალბომი წლის ბოლომდე გამოვიდოდა. თვის ბოლოს Guns N' Roses კვლავ დაუბრუნდა სცენას. შედგა ჯგუფის ევროპული ტურნე. მუსიკოსები გამოვიდნენ ფესტივალებზე Download Festival და Rock In Rio. შემდეგი კონცერტი გამართეს ნიუ-იორკში. ეს კონცერტები იმითაც გამოირჩეოდა, რომ აქ პირველად იღებდა მონაწილეობას ჯგუფის ახალი წევრი, გიტარისტი რონ თალი, რომელმაც შეცვალა ბაკეტჰედი. ამ ტურნეს კონცერტებზე ხშირად გამოდიოდნენ ჯგუფის ყოფილი წევრი თავდაპირველი შემადგენლობიდან იზი და სკიდ როუს ყოფილი ვოკალისტი სებასტიან ბახი.
2006 წლის ჩრდილოეთ ამერიკის ტურნემდე, სექტემბერში 5 წარმატებული კონცერტი გაიმართა, აქედან ორი - ლას -ვეგასში, ორი - სან-ფრანცისკო, ერთი - ფესტივალზე KROQ's Inland Invasion. ტურნე ოფიციალურად გაიხსნა 2006 წლის 24 ოქტომბერს.
2006 წლის ოქტომბერში ჟურნალმა როლინგ სტოუნი გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ ჯგუფის ახალი ალბომიზე იმუშავებდა ენდი უოლესი.
2006 წლის დეკემბერში ექსლმა ფანებს განუცხადა , რომ ჯგუფის მენეჯერი მერკ მერკურიადისი აღარ იყო. ტურნეს ბოლო ოთხი კონცერტი გაუქმდა, რადგან ჯგუფს ახალი ალბომისთვის მეტი ყურადღება დაეთმო. ექსლმა განაცხადა, რომ Chinese Democracy 2007 წლის 6 მარტს გამოვიდოდა.
2007 წლის 8 თებერვალს, კალიფორნიის შტატში ჯგუფს ჰქონდა ორი გამოსვლა, Walk Of Style-ის ცერემონიაზე.
ორი დღის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ 2007 წლის Chinese Democracy-ის ტურნე აპრილში დაიწყებოდა. პირველი შოუები გაიმართებოდა იაპონიაში, ტაილანდში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იქნებოდა: ექსლ როუზი, რობინ ფინკი, რონ თალი, რიჩარდ ფორტუსი, ტომი სტინსონი, დიდი რიდი, კრის პიტმენი და ფრენკ ფერერი. რადგან ბრაინ მანტია არ იყო ნახსენები, ფანებმა ჩათვალეს, რომ მან ჯგუფი დატოვა.
2007 წლის 23 თებერვალს დელ ჯეიმზმა განაცხადა, რომ ალბომის ჩაწერა დასრულებული იყო და მასზე უკანასკნელი მუშაობა მიმდინარეობდა. ასე რომ 6 მარტს ალბომი არ გამოვიდა.
2007 წლის 2 ააპრილს რონ თალმა განაცხადა, რომ ალბომისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა თავადაც არ იცოდა მასში საბოლოოდ რომელი სიმღერები შევიდოდა: მინდა მე თვითონაც გავოცდე.
Chinese Democracy იწერებოდა დაახლოებით 10 წლის მანძილზე. მასზე დაიხარჯა 13 000 000 დოლარი. იგი ითვლებოდა ყველაზე ძვირადღირებულ ალბომად, რომელიც უკვე ჩაწერილი იყო, მაგრამ არ გამოიცემოდა.
2008 წლის 19 ივნისს ინტერნეტში გაჟონა 9 სიმღერამ ახალი ალბომიდან. ჯგუფის ლეიბლის მოთხოვნით, ვებ-გვერდებიდან ისინი წაშლილი იქნა. ექვსი ამ სიმღერიდან მანამდე სხვადასხვა სახით ვრცელდებოდა. გაჟონილი ვერსიები განსხვავდებოდა უკვე არსებულებისგან. 2008 წლის 14 ივლისს კომპანიებმა Harmonix და MTV Games ოფიციალურად განაცხადეს, რომ მათ მიერ წარმოებულ თამაშში Rock Band 2 შეტანილი იქნებოდა Shackler's Revenge, სიმღერა ჯგუფის მომავალი ალბომიდან. სასათაურო Chinese Democracy ასევე ჟღერდა ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
აგვისტოს ბოლოს სხვადასხვა რესურსირდან ცნობილი გახდა ალბომის გამოცემის შესახებ - გამოსვლის თარიღად 25 ნოემბერი სახელწოდებოდა. 22 ოქტომბერს საბოლოოდ დადასტურდა, რომ 23 ნოემბერს ალბომი პირველად Best Buy-ს ქსელში გაიყიდებოდა. გამოცემამდე 10 დღით ადრე, 2008 წლის 13 ნოემბერს, სინგლი Chinese Democracy მოხვდა მაღაზიის iTunes ჩარტების სათავეებში საბერძნეთში, ნორვეგიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და ფინეთში.
ალბომი Chinese Democracy საბოლოოდ გამოვიდა 2008 წლის 22 ნოემბერს, ევროპასა და ავსტრალიაში. 2008 წლის 23 ნოემბერს იგი გამოიცა ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში - 2008 წლის 24 ნოემბერს. ეს იყო ჯგუფის პირველი სრულყოფილი სტუდიური ნამუშევარი The Spaghetti Incident?-ის შემდეგ.
2009-დღემდე - ტური Chinese Democracy და სხვა ფაქტები [რედაქტირება]
Guns N' Roses-ის ყოფილმა დრამერმა სტივენ ადლერმა განაცხადა, რომ იგი ესაუბრა ექსლ როუზს, სლეშს, იზი სტრედლინსა და დაფ მაკ-კეგენს ჯგუფის კლასიკური შემადგენლობის დაბრუნების შესახებ.
ადლერი, რომელსაც ჯგუფი დაატოვებინეს 1990 წელს, თავის ოფიციალურ MySpace გვერდზე წერდა: ექსლი ვნახე და მას ველაპარაკე ღამის 10 ან 12 საათიდან დილის 8 საათამდე. ჩვენ ბევრი გაურკვევლობა და პრობლემა გადავწყვიტეთ
მე ვუთხარი, ჩვენი ხუთეული ისევ უნდა დაბრუნდეს.ამაზე უფრო დიდი არაფერი მოხდება. ეს იქნება ყველაზე დიდი ხელახალი გაერთიანება ისტორიაში.
მისი ჯგუფიდან ყველა მოვიდა ჩემთან და მითხრა: უდიდესი დრამერი ხარ. ჩვენ ყველანი ვეუბნებით ექსლს, რომ ჯგუფი თავდაპირველი შემადგენლობით შეკრიბოს.
მე ველაპარაკე იზისა და სლეშს.მათ უნდათ ჯგუფის აღდგენა
Guns N' Roses-ის ყოფილი გიტარისტი იზი სტრედლინი დღევანდელ შემადგენლობასთან ერთად რამდენჯერმე გამოჩნდა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეების დროს.
მიუხედავად ადლერის განცხადებისა, სლეშმა 2007 წლის ინტერვიუში, რომელიც Guitar Edge-ს მისცა, თქვა, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით ნაკლები შესაძლებლობაა ჯგუფის აღდგენისა.
2009 წლის მარტში ჯგუფის ვებ-გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ რობინ ფინკის მაგივრად მომავალ ტურზე მათ დიჯეი ეშბა შეუერთდებოდა. მოგვიანებით ეს განცხადება გაუქმებული იქნა.
2009 წლის 10 დეკემბერს ექსლი მორიგ სკანდალში გაეხვა, როდესაც ვიღაცამ გადაიღო, თუ როგორ სცემდა იგი ერთ-ერთ მამაკაცს - როგორც გაირკვა, ეს იყო პაპარაცი, რომელიც მის თანხმლებ ქალბატონს უღებდა. თუმცა, საჩივარი ამის შესახებ სასამართლოში არ შესულა.
2007 წლის ივნისის შემდეგ ჯგუფი პირველად გამოჩნდა საკონცერტო გამოსვლით ტაივანში, 2009 წლის 11 დეკემბერს.
2009 წლის 19 დეკემბერს გაიმართა ჯგუფის კონცერტი ტოკიოში, რომელიც 3 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა - ეს იყო ნამდვილი რეკორდი ტოკიოს გუბმათისათვის, სადაც შოუ შედგა. საკონცერტო სიაში ამ დღეს შედიოდა როგორც ახალი, ასევე ძველი სიმღერები და ქავერ-ვერსიებიც.
2010 წლის 13 იანვარს დაიწყო ტურის კანადური ნაწილი.
2010 წლის 16 იანვარს მაიკ სმითი, ასევე ცნობილი, როგორც ბაბლზი, შეუერთდა ჯგუფს, სიმღერის Liquor & Whores შესასრულებლად.
2010 წლის 19 იანვარს ჯგუფი გამოვიდა სასკატუნში, სადაც Paradise City, მისი ცნობილი სიმღერა არ შესრულებულა, წინა საღამოებისგან განსხვავებით.
რიო-დე-ჟანეიროში 2010 წლის 14 მარტს დაგეგმილი შოუ გადაიდო ტორნადოს გამო. იგი დაიგეგმა 4 აპრილს. თუმცა, იმის გამო, რომ კონცერტისათვის სხვა ქალაქებიდან მსმენელები ჩამოვიდნენ, ხარჯები მათ აუნაზღაურდათ.
2010 წლის 9 აპრილს სან-ხოსეში კონცერტი გადაიდო სცენის უსაფრთხოების პრობლემების გამო. მედია საშუალებებმა უცნობი მიზეზით ახსენეს, რომ სცენა დაინგრა. აგრეთვე გადაიდო რამდენიმე სხვა შოუ.
2010 წლის 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტურის ევროპული ნაწილი დაიწყებოდა ნორვეგიაში. 19 აპრილს რუსულმა პრომოუტერმა განაცხადა, რომ ჯგუფი პირველად ეწვეოდა რუსეთსაც- მოგვიანებით მან დააკონკრეტა, რომ შოუ შედგებოდა როგორც მოსკოვში, ასევე სანქტ-პეტერბურგშიც. 2010 წლის ტურში შეტანილი იქნა სხვა ქვეყნებიც - გერმანია, იტალია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, სერბეთი, ხორვატია და ჩეხეთის რესპუბლიკა. ჭორების სახით ვრცელდებოდა ვარაუდები შვედეთის, დანიისა და ფინეთის კონცერტებზეც.
2010 წლის მაისში ექსლ როუზმა უჩივლა ყოფილ მენეჯერ ირვინ აზოფს, რომელიც, მისი თქმით, ალბომის გამოსვლამდე იტყუებოდა პრესაში, თითქოს ჯგუფი აპირებდა გრანდიოზული ტურის მოწყობას სხვა ცნობილ კოლექტივთან, ვან ჰელენი. როუზი ასევე ამტკიცებდა, რომ აზოფმა ალბომის პრომო-კამპანია არასწორდა წარმართა და რამდენიმე კონცერტიც სწორედ საორგანიზაციო პრობლემების გამო ჩაიშალა. ამით, როგორც ექსლი ამტკიცებდა, იგი მას აიძულებდა, აღედგინა კოლექტივის პირველი შემადგენლობა და ჩაეტარებინა საკუთარი ტური.
Guns N' Roses ასევე გამოვიდა 2010 წლის რედინგის და ლიდსის ფესტივალებზე. პირველ შოუზე, სცენაზე დაგვიანების გამო მათ ჯარიმა დაეკისრათ. მიუხედავად სამართლიანი ჯარიმისა (ვინაიდან ყოველ ჯგუფს თავისი გამოყოფილი დრო ჰქონდა), ექსლმა განაცხადა, რომ ლიდსში აღარ გამოვიდოდა. თუმცა, მეორე ფესტივალზე გამოსვლა მაინც შედგა, 30 წუთის დაგვიანებით.
2010 წლის 1 სექტემბერს დუბლინში ჯგუფმა 90 წუთით დაიგვიანა. მეორე სიმღერის Welcome to the Jungle შესრულებისას ექსლმა შეაჩერა მუსიკოსები და გააფრთხილა მაყურებელი, რომ ბოთლის სროლის შემთხვევაში, კოლექტივი დატოვებდა სცენას. მეოთხე სიმღერის შესრულებისას ბოთლი მაინც იქნა ნასროლი და მუსიკოსებმა სცენა დატოვეს. ორგანიზატორებმა მოიმიზეზეს ის, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა ტექნიკურ პრობლემებს - რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. 15 წუთის შემდეგ დარბაზში აინთო სინათლე. ამის შემდეგ ბევრმა დატოვა შოუ. მოულოდნელად, 40 წუთის შემდეგ, ჯგუფი დაბრუნდა და სიმღერების დარჩენილი სიის შესრულებისას ექსლი ან იჯდა, იდგა, მაგრამ ხალხს აღარ მიმართავდა. მან მხოლოდ ჯგუფის წევრები წარუდგინა.
2010 წლის 14 სექტემბერს პარიზში, რესტორანში L'Arcჯგუფმა დაუკრა მოულოდნელი, აკუსტიკური პროგრამა. აქ სრულდებოდა Guns N' Roses-ის ძველი ცნობილი სიმღერები და რამდენიმე ახალი კომპოზიციაც. პროგრამაში ასევე შედიოდა Catcher in the Rye, რომელსაც Guns N' Roses იშვიათად ასრულებდა.
2010 წლის 14 ოქტომბერს, ლონდონის დარბაზში O2 ჯგუფს შეუერთდა დაფ მაკ-კეგენი. ერთად მათ დაუკრეს You Could Be Mine, Nice Boys, Knockin' On Heaven's Door და Patience. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ დაფიც და ექსლიც ერთ სასტუმროში გაჩერდნენ.
2011 წლის 5 თებერვალს ექსლმა განაცხადა, რომ ჯგუფის კლასიკური შემადგენლობით გაერთიანება შეუძლებელია. მან ასევე დაადასტურა, რომ დონ მაკ-გი, ჯგუფის მენეჯერი, მათთან აღარ თანამშრომლობს.
შემდეგი ალბომი [რედაქტირება]
2006 წლის ინტერვიუში ჟურნალთან როლინგ სტოუნი ექსლმა განაცხადა, რომ ჯგუფის სტუდიურ არსენალში 32 სიმღერაა. 2008 წელს ცნობილი გახდა მათი ნაწილის სამუშაო სათაურები: Elvis Presley and the Monster of Soul (Soul Monster, რომელიც ასევე ცნობილი იყო სახელით Leave Me Alone), Atlas Shrugged, Seven, The General, Thyme, Ides of March, Berlin (მანამდე - Oklahoma), Zodiac, Quick Song და Down by the Ocean(რომელიც იზი სტრედლინთან ერთად შეიქმნა.). ინტერნეტ-კონფერენციის მსვლელობისას ექსლმა აღნიშნა, რომ Soul Monster-ის ნაწილი არის ჯგუფისათვის ყველაზე ბლექ საბათური და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მას უმღერია ცხოვრებაში. 2007 წლის ინტერვიუში ექსლის მეგობარი სებასტიან ბახი საუბრობდა, რომ The General-ის ჟღერადობა მძიმეა და იგი 1991 წლის ბალადის Estranged ერთგვარი გაგრძელებაა. ბახის თქმით, Chinese Democracy არის მხოლოდ ნაწილი ახალი ალბომების ტრილოგიისა. მისი თქმით, როუზი 2012 წლისათვის აპირებს ახალ, ჯერ კიდევ უსათაურო ალბომის გამოცემას.
დიჯეი ეშბას თქმით, მიმდინარეობს საუბარი შემდეგი ალბომის გამოცემაზე. ჯგუფს, მისი თქმით, მრავალი იდეა აქვს ამის შესახებ და ალბომის გამოცემა დიდი ხნით არ გადაიდება.
Guns N' Roses-ის მუსიკაში შერწყმულია ჰევი მეტალი და კლასიკური როკ-ენ-როლი. მათ დღევანდელ მუსიკაში იგრძნობა ისეთი მუსიკალური სტილის ელემენტები, როგორიც Nine Inch Nails-სა და მსგავს ჯგუფებს აქვთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Nine Inch Nails-ის ყოფილი გიტარისტი, რობინ ფინკი დღეს Guns N' Roses-შია.
Guns N' Roses-ის იმიჯსა და მუსიკალურ სტილზე დიდი გავლენა იქონია ჯგუფმა Hanoi Rocks. ექსლ როუზის თქმით, ჯგუფზე ასევე უდიდესი გავლენა იქონია Queen-ის, როლინგ სტოუნზისა და AC/DC-ს შემოქმედებამ. 1987 წლის ალბომზე, მისი თქმით, აეროსმითის გავლენაც იყო.
ჯგუფის სიმღერების ტექსტების დიდი ნაწილის ავტორები არიან ექსლ როუზი და იზი სტრედლინი.
1980-იან წლებში Guns N' Roses-მა მეტალში შემოიტანა უფრო სერიოზული, ემოციური, ხანდახან კი პოლიტიკური დატვირთვის მქონე მუსიკა. ჯგუფის როკ-ენ-როლური სტილი სრულიად განსხვავდებოდა იმდროინდელი ამერიკული ახალგაზრდობის გემოვნებისგან, რომელიც ორიენტირებული იყო ალტერნატივაზე, ელექტრონულ მუსიკასა და ჰიპ-პოპზე.
Guns N' Roses-მა 9 თვის მანძილზე, მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და ყველა ჩარტი დაიპყრო - მას შემდეგ, რაც MTV-ზე ჯგუფის ვიდეო ღამის საათებში რამდენიმეჯერ იქნა ნაჩვენები. Appetite for Destruction გაყიდვების მხრივ ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად.
ჯგუფზე ყოველთვის განსაკუთრებულად საუბრობდნენ სხვა ცნობილი მუსიკოსები და კოლექტივები. ოზი ოსბორნმა Guns N' Roses-ს მეორე როლინგ სტოუნზი უწოდა. 2002 წელს ჟურნალმა Q შეადგინა სია 50 ჯგუფი, რომელიც უნდა ნახო მანამ, სანამ მოკვდები. მათ შორის Guns N' Roses-იც არის ნახსენები. მუსიკალურმა ტელევიზიამ VH1 100 უდიდეს ჰარდ-როკ ჯგუფს შორის Guns N' Roses-ს მე-9 ადგილი დაუმკვიდრა, ხოლო 50 საუკეთესო ჯგუფს შორის - მე-11. ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის მოხვდა Guns N' Roses-ის დისკიც Appetite for Destruction.
ჯგუფი კრიტიკისგან თავისუფალი არ ყოფილა. მედია ხშირად აკრიტიკებდა მათ ნარკოტიკებისა და სასმელის ხშირად მიღების გამო, ასევე იმ მიზეზით რომ ექსლი ხშირად იცმევს მაისურებს ჩარლზ მენსონის გამოსახულებით. კრიტიკის საფუძველი ხდებოდა ალბომების გამოცემებს შორის დიდი შუალედებიც.
ვოკალისტი ექსლ როუზი კრიტიკის საგნად იქცა მას შემდეგ, რაც ჯგუფი დაიშალა. მუსიკალური კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ მას, კლასიკური შემადგენლობის დაშლის შემდეგ, ახალი შემადგენლობით მოღვაწეობა აღარ უნდა გაეგრძელებინა.

პ.ს. ეს კაცი მაგრად მევასება .. ♥♥
 
 
 

 
 

 
 
 
 

დიდად ვგიჟდები ამ ჟგუფზეთქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, ორი სიმღერა მომწონს მარტო ამათი :)) მაგარი ჯგუფია მაგრამ მე სულ სხვა ლეგენდა მყავს ♥♥ შემდეგი იქნება ნირვანა ♥
Plz Comment 
Love Your Anne ♥
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1550 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2013-06-08 11:41 AM)
deep purple me momidzgveni tore vitireb :(( yvelaze metad miyvaaarss <33333