მთავარი » 2013 » ივნისი » 8 » Legendary Rock Bands
10:57 AM
Legendary Rock Bands
Legendary
 Rock Band
Nirvana, Bon Jovi, Queen, 
Guns n RosesPink Floyd
The Beatles, Led Zeppelin, 
Deep Purple, The Rolling Stones
ორიგინალური სიახლე როკის მსმენელებისთვის, ცოტაოდენი ინფორმაცია რამოდენიმე ლეგენდარულ ჯგუფზე ასევე ფოტოები და ანიმაციები ... 
მეორე ჯგუფია ნირვანა და ამ ნაწილს ვჩუქნი Effy♥Freddie
╭╮╭╮╭╮╱╱╱╭╮╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╭━━━╮╱╱╱╱╱╭╮
┃┃┃┃┃┃╱╱╱┃┃╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱╱┃╭━╮┃╱╱╱╱╱┃┃
     ┃┃┃┃┃┣━━╮┃┃╱╱╭━━┳╮╭┳━━╮┃╰━╯┣━━┳━━┫┃╭╮
     ┃╰╯╰╯┃┃━┫┃┃╱╭┫╭╮┃╰╯┃┃━┫┃╭╮╭┫╭╮┃╭━┫╰╯╯
     ╰╮╭╮╭┫┃━┫┃╰━╯┃╰╯┣╮╭┫┃━┫┃┃┃╰┫╰╯┃╰━┫╭╮╮
        ╰╯╰╯╰━━╯╰━━━┻━━╯╰╯╰━━╯╰╯╰━┻━━┻━━┻╯╰╯


ნირვანა — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit"-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, როგორიცაა Alice In Chains, Pearl Jam და Soundgarden ასევე მოიპოვეს პოპულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.

ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყამები). სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, კერძოდ Gang of Four და Scratch Acid გავლენის ქვეშ. რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. ( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა. 1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ(ა) წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.
1989 წლის ივნისში ნირვნამ გამოუშვა პრიველი ალბომი სახელად Bleach, რომლის ტირაჟი 35 000 ეგზემპლარს შეადგენდა. ამ ალბომში იგრძნობოდა ჯგუფების The Melvins, Mudhoney, Black Sabbath ისა და Led Zeppelin ის გავლენა. 1989 წლის 22 ივნისს ნირვანა გაემგზავრა ამერიკულ ტურნეში და 26 ქალაქს ეწვია. 2001 წელს ნოვოსელიჩმა Rolling Stoneთან ინტერვიუში თქვა რომ ტურნეს დროს ნირვანას წევრები The Smithereens-სა ( ალტერნატიული როკი ) და Celtic Frost-ს ( ბლექ მეტალი ) ის სიმღერებს უსმენდნენ. მისი აზრით ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია პირველ ალბომზე. ნირვანას პირველმა სტუდიურმა ჩანაწერმა მალე მოიპოვა პოპულარობა ამერიკის პატარა კოლეჯ რადიოებში.
ალბომის ჩაწერისთვის აუცილებელი თანხა 606 დოლარი და 17 ცენტი ჯგუფს ჯეისონ ევერმანმა მისცა.ჯეისონ ევერმანი კურტს მისმა მეგობარმა სილან კარლსონმა გააცნო (კარლსონი აგრეთვე არის ნირვანას სიმღერის In Bloom სუბიექტი) ჩენინგს კი ის ბავშვობიდან იცნობდა. ევერმანი თავისუფალ დროს ჯგუფის წევრებთან ერთად ატარებდა და როდესაც მათ ფული დაჭირდათ ჯეისონი სიამოვნებით დაეხმარა. მიუხედავად იმისა რომ Bleach ის სპონსორს ალბომის ჩაწერაში დიდი წყვიი არ მიუძღვის გარეკანზე მაინც წერია რომ ის იღებდა მონაწილეობას გიტარის პარტიის ჩაწერაში (ეს ასეც იყო).ჩაწერის შემდეგ ჯეისონი აგრძელებდა ნირვანას მეორე გიტარისტობას, მაგრამ მალე წავიდა. (ფული ნირვანას წევრებს მისთვის არ დაუბრუნებიათ) 1989 წლის შემოდგომაზე მოეწყო ტურნე ევროპაში. ბიჭებმა 42 დღეში 36 კონცერტი ჩაატარეს. ნირვანას ჟურნალი Melody Maker უწევდა რეკლამირებას, და ჯგუფის ყველა კონცერტმა ანშლანგით ჩაიარა.
მას შემდეგ რაც ნირვნაა "საბ პოპს" ჩამოშორდა და ჯგუფის მიმართ ინტერესი გამოიჩინა ჩამწერმა სტუდიამ სახელად "სმარტ სტუდიოზ," ბენდის წევრებმა დაიწყეს მსხვილი ჩამწერი ლეიბლის ძიება. გადაწყვეტილებას ხელს უწყობდა ისიც, რომ ამ დროისთვის ჯგუფი კონტრაქტით ვალდებული არ იყო რომელიმე დამოუკიდებელი (ინდი) ლეიბლის დახმარებით ჩაეწერა ალბომი. კიმ გორდონის (ჯგუფი "Sonic Youth") რჩევით 1990 წელს ნირვანა გაწევრიანდა "დი ჯი სი რეკორდზსში." მალე დაიწყო ახალი ალბომის ჩაწერა, რომელსაც " Nevermind " უნდა დარქმეოდა. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც მსხვილი ლეიბლი გამოუშვებდა. მომავალი ალბომის ჩასაწერად აბერდინელ ახალგაზრდებს რამდენიმე პროდიუსერი შესთავაზეს. საბოლოოდ არჩევანი ბაჩ ვიგზე შეჩერდა. თავდაპირველად ფიქრობდნენ ალბომი ბაჩ ვიგის "მედისონ სტუდიაში" ჩაეწერათ, მაგრამ საბოლოოდ ალბომის ჩაწერა "საუნდ სიტი სტუდიოში," ლოს ანჯელესში გადაწყდა. ჩაწერის პროცესში ბენდი სხვადასხვაგვარ სიმღერებზე მუშაობდა. ზოგი მათგანი, მაგალითად In Bloom," ან "Breed," წლების განმავლობაში შედიოდა ბენდის რეპერტუარში. სხვები, ისეთები, როგორებიცაა "On a Plain" და "Stay Away," ჩაწერის დროს დაიწერა. მას შემდეგ, რაც ჩაწერა დამთავრდა, ვიგმა და ნირვანას წევრებმა დაიწყეს მუშაობა სიმღერების გაფორმებაზე. ალბომის გამოშვების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ სიმღერების გაფორმება ჯერ კიდევ არ იყო დამაკმაყოფილებელი. მალე "სლეიერის" გამმიქსველი ენდი უოლასი მოიწვიეს ალბომის გასამიქსად. ალბომის გამოშვების შემდეგ ბენდი უკმაყოფილო დარჩა იმ მსუბუქი ჟღერადობით, რაც "Nevermind" - ს გამიქსვამ მიანიჭა.
თავდაპირველად "დიჯისი რექორდსი" იმედოვნებდა, რომ ალბომი 250 000 - იანი ტირაჟით გაიყიდებოდა, რაც იქნებოდა იგივე რიცხვი, რაც ჩამწერმა კომპანიამ მიაღწია "Sonic Youth" - ის ალბომით Goo, მაგრამ სინგლმა "Smells Like Teen Spirit" მალე მიაღწია დიდ წარმატებას, რაშიც დიდი როლი ითამაშა მუსიკალურმა ტელეარხმა MTV, რომელიც სიმღერას ხშირად ატრიალებდა. 1991 წლის ბოლოს, ევროპაში ტურნეს დროს, ჯგუფის წევრებმა შეამჩნიეს, რომ მათ შოუებზე ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა და რომ ტელევიზიის წარმომადგენლები მუდმივად ქმნიდნენ დაძაბულობას სცენაზე. მათი სიმღერა, "Smells Like Teen Spirit", "ყველგან იყო". 1991 წლის შობაზე, აშშ-ში ალბომის 400 000 ეგზემპლარი იყიდებოდა კვირაში. 1992 წლის იანვარში კი მან მაიკლ ჯექსონის "Dangerous" შეცვალა და Billboard - ის სიის სათავეში მოექცა. " Nevermind " ლიდერობდა სხვა ქვეყნების ჩარტებშიც. საბოლოოდ ალბომის შვიდი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ნოემბერში 1993 წელს ნირვანა აკუსტიკურ კონცერტზე გამოვიდნენ ე. წ. MTV Unplugged-ზე. ჯგუფმა შეასრულა მხოლოდ ორი სინგლი, - «All Apologies» და «Come as You Are». გროლმა თქვა:"ჩვენ ვიცოდით, რომ გავაკეთებდით აკუსტიკურ ვერსიას „Teen Spirit"… ეს იქნებოდა სისულელე.". მათი სიმღერების შორის არსებობდა მცირედ ცნობილი სიმღერებიც. ერთერთ კონცერტზე, კოლლეტმა ნირვანას სთხოვა, ემღერა ბისზე, მაგრამ კურტმა უარი განაცხადა. 1994 წლის დასაწყისში, ჯგუფმა გასტროლებზე წავიდა ევროპაში. კონცერტის შემდეგ, 1 მარტს მიუნხენის დარბაზში Terminal Eins, კურტს ბრონხების ანთება და მძიმე ლარინგიტი დაემართა. შემდეგი შოუ, რომელიც უნდა ყოფილიყო იმავე დარბაზში შემდეგ ღამეს, გადადეს. დილას 4 მარტს, რიმში კორტნი ლავმა ნახა კურტ კობეინი უგოგნო მდგომარეობაში, სასტუმროს ოთახში და კურტი წაიყვანეს საავადმყოფოში. ექიმმა პრესს-კონფერენციაზე თქვა, რომ კურტმა მიიღო გამოწერილი წამალი რეგიპნოლი და მაღალი დოზის ალკოჰოლი. ყველა კონცერტი, რომელიც დანიშნული ჰქონდა ჯგუფ ნირვანას დიდ ბრიტანეთშიც გადაიდო. ბოლო კვირეულში, კურტი უფრო გახდა დამოკიდებული ჰეროინზე. მას სთხოვეს წასულიყო რეაბილიტაციურ კლინიკაში, და ასეც გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ, მან გადაკვეთა რეაბილიტაციის საზღვარი და გაფრინდა თვითმფრინავით სიეტლში. 1994 წლის 8 აპრილს, პარაკსევს კურტ კობეინი აღმოაჩინეს მკვდარი მის სახლში, სიეტლში: ოფიციალურად ითველაბა, რომ მან თავი თოფით მოიკლა. ჯგუფი დაიშალა.
Kurt Cobain Gifs + Quotes
შემდეგი იქნება Led Zeppelin ♥
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1106 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-06-08 7:21 PM)
* 7 Lanaholic▲   [Entry]
axx! chemi nirvana! <3 yochag!