მთავარი » 2013 » ივნისი » 16 » Legendary Rock Bands
12:38 PM
Legendary Rock Bands
Legendary
 Rock Band
Nirvana, Bon Jovi, Queen, 
Guns n RosesPink Floyd
The Beatles, Led Zeppelin, 
Deep Purple, The Rolling Stones
ორიგინალური სიახლე როკის მსმენელებისთვის, ცოტაოდენი ინფორმაცია რამოდენიმე ლეგენდარულ ჯგუფზე ასევე ფოტოები ... 
მესამე ჯგუფია Led Zeppelin და ამ ნაწილს ვჩუქნი SoPii))



ლედ ზეპელინი (ინგლ. Led Zeppelin) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც დაარსდა 1968 წლის სექტემბერში. ჯგუფის წევრები იყვნენ ჯიმი პეიჯი, რობერტ პლანტი, ჯონ ბონემი და ჯონ პოლ ჯონსი.
1980 წელს ლედ ზეპელინი დაიშალა ჯონ ბონემის სიკვდილის გამო. დღევანდელი დღისთვის გაყიდულია ლედ ზეპელინის 300 მილიონზე მეტი ალბომი მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში - 109.5 მილიონი. ლედ ზეპელინი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყველა ალბომი აშშ-ს საუკეთესო მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ხოლო საკაბელო ტელეკომპანია VH1-ის საუკეთესო 100 როკ შემსრულებელთა ჩამონათვალში ლედ ზეპელინი პირველ ადგილზეა.
2007 წლის 10 დეკემბერს ლედ ზეპელინის დარჩენილმა სამეულმა, ჯონ ბონემის შვილთან, ჯეისონ ბონემთან (დასარტყამები) ერთად პატივი მიაგო კომპანიის Atlantic Records დამაარსებლის აჰმეტ ერტეგუნის ხსოვნას და გამართა სპეციალური კონცერტი, რომელზეც შეასრულა 16 სიმღერა.
ლედ ზეპელინის ფესვები პირველ რიგში, მოდის ბრიტანული ბლუზით შთაგონებული ჯგუფიდან The Yardbirds. ჯიმი პეიჯი შეუერთდა ამ ჯგუფს 1966 წელს, ბას გიტარისტის ამპლუაში, რადგანაც მისი წინა ბას გიტარისტი პოლ სემუელ სმიტი წავიდა ჯგუფიდან. რამდენიმე ხნის შემდგე პეიჯი სოლო გიტარაზე გადაერთო და სოლო-პარტიებს ასრულებდა ჯეფ ბეკთან ერთად. ჯგუფიდან ბეკის წასვლის შემდეგ, 1966 წელს, The Yardbirds, რომელიც დაღლილი იყო მუდმივი ტურებითა და ჩაწერით, დაშლა დაიწყო. პეიჯს სურდა სუპერჯგუფის შექმნა, სადაც ბეკიც და The Yardbirds-ის კიდევ ორი მუსიკოსი, კიტ მუნი და ჯონ ენუისტლი დაუკრავდნენ. ვოკალისტები დონოვანი, სტივ უინვუდი და სტივ მერიოტი ასევე მოიაზრებოდნენ მომავალი ჯგუფის პოტენციურ წევრებად.
ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა ამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ 1966 წელს პეიჯმა, ბეკმა და მუნმა ჩაწერეს სიმღერა Beck's Bolero (იგი შეტანილია ბეკის 1968 წლის ალბომში Truth. ამ ხმისჩამწერ სესიებზე მუსიკოსებთან მუშაობდა ბას გიტარისტი ჯონ პოლ ჯონსი. მისი თქმით, იგი მზად იყო პეიჯთან მომავალ პროექტებში მონაწილეობისათვის.
ჯგუფის The Yardbirds უკანასკნელი კონცერტი შედგა 1968 წლის ივლისში. თუმცა, ამის შემდეგ, მათ შესთავაზეს რამდენიმე კონცერტის ჩატარება სკანდინავიაში, ასე რომ ჯიმ მაკკარტიმ და კიტ რელფმა პეიჯსა და ბას-გიტარისტ კრის დრეიას საშუალება მისცეს, გამოსულიყვნენ The Yardbirds-ის სახელით მომავალშიც. პეიჯმა და დრეიამ დაიწყეს ახალი ბენდის ჩამოყალიბება. პირველ ვოკალისტად მოიაზრებოდა ტერი რიდი, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა რობერტ პლანტის კანდიდატურა. ეს იყო პეიჯისათვის უკვე ცნობილი ბირმინგემელი ვოკალისტი. პლანტი უმალ დათანხმდა შემოთავაზებაზე და თავის მხრივ, ურჩია პეიჯს მუსიკოსი ჯონ ბონემი, რომელი უკრავდა დასარტყამებზე. დრეია ამოვარდა პროექტიდან და ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მოგვიანებით სწორედ მან გადაიღო სურათი ლედ ზეპელინის სადებიუტო ალბომის ყდისათვის. ჯონ პოლ ჯონსი პეიჯს თავისი მეუღლის რჩევით დაუკავშირდა და ჯგუფში დაიკავა ბას გიტარისტის ვაკანტური ადგილი.
ახალი შემადგენლობის პირველი ერთობლივი რეპეტიცია შედგა პი ჯეი პრობის სესიების უკანასკნელ დღეს. პრობი იხსენებდა: „უკანასკნელ დღეს მცირე სტუდიური დრო დარჩა და ვთხოვე მათ დაკვრა, სანამ თავად მოვიფიქრებდი ტექსტს. მაშინ ეს არ იყო ლედ ზეპელინი, მაშინ ეს ჯერ კიდევ New Yardbirds იყო და ეს ჩემი ჯგუფი უნდა ყოფილიყო".
1968 წელს მათ ამ სახელით მოაწყვეს ლედ ზეპელინის 1968 წლის სკანდინავიური ტური. ცნობილია, რომ კიტ მუნსა და ჯონ ენვისტლს სურდათ ერთობლივი სუპერჯგუფი, რომელშიც პეიჯი და ბეკიც დაუკრავდნენ. მისი თქმით, ბეკი და პეიჯი დაეშვებოდნენ, როგორც ტყვიის დირიჟაბლი - სწორედ ასე აღწერდა ენვისტლი ხოლმე ცუდ კონცერტს.
მენეჯერ პიტერ გრანტის რჩევით ჯგუფმა ამოაგდო ასო 'a' სიტყვიდან Lead (ტყვია), რათა ამერიკელებს არ წარმოეთქვათ leed.
1968 წლის ნოემბერში კომპანიასთან Atlantic Records გრანტმა მიაღწია 200.000 დოლარის ოდენობის ავანსს - იმ დროს ეს იყო ყველაზე დიდი ავანსი როკ-ჯგუფისათვის. Atlantic Records უფრო ცნობილი იყო, როგორც ლეიბლი, სადაც გამოიცემოდა ბლუზ, სოულ და ჯაზ შემსრულებლების ჩანაწერები, თუმცა 60-იანების ბოლოს კომპანია პროგრესული ბრიტანული ჯგუფებითაც დაინტერესდა. მათ ლედ ზეპელინთან კონტრაქტს ხელი მოაწერეს ისე, რომ არც კი უნახავთ მუსიკოსები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის დასტი სპრინგფილდის მიერ გაწეულ რეკომენდაციას.
ჯგუფის პირველი ალბომი ჯერ არ იყო ჩაწერილი, როდესაც 1968 წლის ოქტომბერში შედგა მათი სადებიუტო გამოსვლა სურეის უნივერსიტეტში. ამას მოჰყვა ჯგუფის ჩრდილო ამერიკული ტური (1968/1969), შემდეგ მათ მიაშურეს დასავლეთ სანაპიროს - ლოს ანჯელესს, სან ფრანცისკოსა და სხვა ქალაქებს.
ჯგუფის ეპოქალური სადებიუტო ალბომი გამოიცა 1969 წლის 12 იანვარს, მათი პირველი ტურის დასრულების შემდეგ. მასში ერთმანეთს კარგად ერწყმის ბლუზი, ფოლკური მოტივები და აღმოსავლური ჰანგები. დისკი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მსუბუქი მეტალის ჩამოყალიბებისათვის. მიუხედავად ამისა, პლანტი ამტკიცებდა, რომ ჯგუფი არ უნდა განიხილონ მსუბუქი მეტალის შემსრულებლად, რადგანაც მათი მუსიკის მესამედი აკუსტიკური იყო.
სპეციალურად რადიოებისათვის ჩაწერილ ინტერვიუ-დისკზე Led Zeppelin Profiled (1990) პეიჯმა ახსენა, რომ ალბომის ჩაწერას დასჭირდა სტუდიური დროის 36 საათი (ხმის მიქსთან ერთად). ამასთან, იგი კარგად იყო ამაში დარწმუნებული, რადგანაც იცოდა, რა თანხა დაჯდა სტუდიის ქირაობა. პიტერ გრანტის თქმით, ალბომის პროდიუსირებას 1.750 ფუნტი დასჭირდა (ყდის შექმნასთან ერთად). 1975 წლისათვის ალბომის გაყიდული ასლების რაოდენობა 7.000.000-ს გასცდა.
Led Zeppelin-ის ყდამ საპროტესტო მიმართვები გამოიწვია, როდესაც 1970 წლის 28 თებერვალს, ჯგუფის კოპენჰაგენის კონცერტის შემდეგ, ოთხეული გაეხვია სკანდალში ევა ფონ ზეპელინთან (დაღუპული ჰინდენბურგის დირიჟაბლის შექმნელის ნათესავთან), რომელსაც არ ესიამოვნა ალბომის ყდაზე დირიჟაბლის კატასტროფის ხილვა.
არსებობის პირველი წელიწადის განმავლობაში, ლედ ზეპელინმა იმოგზაურა ოთხი აშშ და ოთხი ბრიტანული ტურით, აგრეთვე გამონახა მეორე ალბომის Led Zeppelin II ჩაწერის დრო . იგი ჩაწერილი იქნა ჩრდილო ამერიკულ სტუდიებში და გამოსვლისთანავე უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად, ვიდრე პირველს. ორივე ქვეყნის რეიტინგებში მან მიაღწია პირველ ადგილს. აქ ჯგუფმა განავრცო პირველ ალბომზე გამოტანილი იდეები და შექმნა ჩანაწერი, რომელიც კრიტიკოსებმა უფრო პოზიტიურად მიიღეს, ხოლო ჯგუფმა მოყვარულების ახალი ტალღა შეიძინა. აგრეთვე მიიჩნევენ, რომ Led Zeppelin II იქცა 70-იანების მძიმე როკის მთავარი გავლენად.
ალბომის გამოსვლის შემდეგ ამერიკაში კიდევ რამდენიმე ტური მოეწყო. ჯგუფი უფრო უკრავდა კლუბებში, ვიდრე დიდ დარბაზებსა და სტადიონებში. კონცერტი სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მასზე იმპროვიზაციით სრულდებოდა ჯგუფის იმ დროისათვის ცნობილი სიმღერები . ამ ჩანაწერების ნაწილი მხოლოდ ბუტლეგების სახით არსებობს.
1969 წლის ივლისში ჯგუფი გამოვიდა ნიუ-იორკში, შეფერის მუსიკალურ ფესტივალზე, მთავარი სტუმრის ამპულით.
მესამე ალბომის დასაწერად პეიჯი და პლანტი განმარტოვდნენ უელსში მდებარე ერთ-ერთი კოტეჯში, ბრონ-ი-ავრში. შედეგად მიღებული იქნა უფრო მეტად აკუსტიკური ჟღერადობა. ხალხური და კელტური მუსიკის გავლენის გამო, ალბომმა ჯგუფი განვითარების კიდევ ერთ ეტაპზე გადაიყვანა.
ალბომის აკუსტიკურმა ჟღერადობამ ერთმანეთისგან განსხვავებული შეფასებები გამოიწვია. უამრავი მოყვარული გაკვირვებული იყო, რომ ლედ ზეპელინმა პრინციპულად უარი თქვა პირველი ორი ალბომის ნახევრად ელექტრონულ ჟღერადობაზე. დროთა განმავლობაში მსმენელებმა უფრო დადებითად მიიღეს ეს დისკი. პირველ გამოცემას აგრეთვე ჰქონდა ყდა, რომელშიც ამოჭრილი იყო ნახვრეტები. მათში კარგად ჩანდა ბუკლეტის გვერდებზე გამოსახული კოლაჟები.
პირველი სიმღერა „Immigrant Song" 1970 წლის ნოემბერში გამოიცა სინგლის სახით. სინგლში შეტანილი იყო „Hey Hey What Can I Do", ჯგუფის ერთადერთი სიმღერა, რომელიც არც ერთ ალბომში არ შესულა. საგულისხმოა, რომ ჯგუფი თავად სინგლების გამოცემის წინააღმდეგი იყო და იგივე პოზიცია შერჩა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ პიტერ გრანტის მოთხოვნით, გამოცემული იქნა რამდენიმე სინგლი.
ალბომის უკანასკნელი სიმღერაა „Hats Off To (Roy) Harper", რომელიც ეძღვნება იმ დროის კიდევ ერთ პოპულარულ მუსიკოსს, როი ჰარპერს. იგი ჯგუფის წევრებისათვის ერთ-ერთი საყვარელი მუსიკოსი იყო და მათ აკუსტიკური მუსიკისადმი დიდი ინტერესი გაუჩინა.
ლედ ზეპელინის არსებობის პირველი წლები დაჩრდილა 1971-1975 წლებში ჯგუფის წარმატებამ. ამ პერიოდშივე გამოიცა მათი საუკეთესო ალბომები. მათ იმიჯში გამოჩნდა ფერადი ტონები. მაგრამ ჯგუფი არა მხოლოდ მუსიკით, არამედ სცენის მიღმა მიმდინარე შეშლილი ცხოვრებით იყო ცნობილი. ლედ ზეპელინი იმ პერიოდში საკუთარი თვითმფრინავით მოგზაურობდა, სახელად The Starship.). ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ერთდროულად სასტუმროს რამდენიმე ნომერს - განსაკუთრებით აღსანიშნავია კონტინენტალ ჰაიატი, ლოს ანჯელესში. ბევრი ჟურნალისტი თვალს ადევნებდა მათ ცხოვრებას, შემდეგ კი სტატიებს წერდა ჯგუფის მიერ მოწყობილ დებოშებზე. ბენდი ცნობილი იყო იმით, რომ ამტვრევდა სასტუმროში განლაგებულ ავეჯს და აგდებდა ტელევიზორებს ფანჯრებიდან. უფრო მეტიც - ერთ-ერთი ასეთი „ზეიმის" დროს ჯონ ბონემი მოტოციკლით დარბოდა დაქირავებულ სართულზე.
1976 წლისათვის ლედ ზეპელინი მსოფლიო მასშტაბით უფრო პოპულარული და ცნობილი იყო, გაყიდა უფრო მეტი ალბომი, ვიდრე სხვა ჯგუფებმა, მათ შორის, როლინგ სტოუნზმაც. მათი კონცერტები უკვე შეიცავდა თეატრალურ ელემენტებსა და განათების ახალ საშუალებებს. მიუხედავად დიდი წარმატებისა, ჯგუფის წევრების ცხოვრებაში ადგილი ჰქონდა უარყოფით მოვლენებს - 1977 წელს გარდაიცვალა რობერტ პლანტის შვილი, ჯიმი პეიჯი ჰეროინს ეტანებოდა, ხოლო 1980 წელს, ჯონ ბონემის დაღუპვამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.

1980 წლის 24 სექტემბერს ლედ ზეპელინის ტექნიკურმა ასისტენტმა რექს კინგმა ბონემი წაიყვანა სტუდიაში ბრეი. იქ ჯგუფი რეპეტიციებს გადიოდა, რადგანაც წინ იყო აშშ ტური, მათი პირველი ამერიკული ტური 1977 წლის შემდეგ. მგზავრობისას ბონემმა კინგს სთხოვა გაჩერება. რესტორანში შესულმა ბონემმა დალია თექვსმეტი 400 მილილიტრიანი ჭიქა არაყი და დააყოლა ხორცის დიდი ნაჭერი. ამ ყველაფრის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო საუზმის მირთმევა. სტუდიაში მისული ბონემი კვლავ სვამდა. გვიან საღამოს ყველამ გადაინაცვლა პეიჯის სახლში, უინდზორში. შუაღამისას ბონემს ჩაეძინა. იგი ასწიეს და გადაიტანეს საწოლში. მეორე დილით იგი მკვდარი იპოვეს ბენჯი ლეფევრმა (რომელიც ლედ ზეპელინის ტურ მენეჯერი იყო) და ჯონ პოლ ჯონსმა. ბონემი 32 წლის ასაკში დაიღუპა.
სიკვდილის მიზეზად დასახელდა ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსია. სხეულის გაკვეთის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები ბონემის სხეულში არ აღმოჩნდა. დაღუპვის მთავარი მიზეზი იყო ალკოჰოლიზმი, რომელიც მუსიკოსს ჯგუფის დაარსების დღიდან მოჰყვებოდა. 1980 წლის 10 ოქტომბერს მის სხეულს ჩაუტარდა კრემაცია.
გავრცელდა ჭორები, თითქოს მის მაგივრად ჯგუფს შეუერთდებიან კოუზი პაუელი, კერმინ ეპისი, ბერიმორ ბარლოუ, საიმონ კირკი ან ბევ ბევანი, მაგრამ დარჩენილმა სამმა წევრმა ოფიციალურად განაცხადეს ჯგუფის დაშლაზე. 1980 წლის 4 დეკემბერს მათ გამოსცეს ოფიციალური პრეს რელიზი, სადაც ითქვა, რომ ბონემის გარეშე ჯგუფი არ იარსებებს. გვსურს ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი საყვარელი მეგობრის დაკარგვამ და ჩვენსა და მენეჯერს შორის არსებულმა უწყვეტმა ჰარმონიამ, მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც ეს ადრე იყო.

Led Zeppelin
Led Zeppelin
Led Zeppelin
Led Zeppelin
Led Zeppelin
Led Zeppelin
Led Zeppelin
შემდეგი ვინ იყოს ? :პპ
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1042 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3

(2013-06-16 7:20 PM)
deep purple chemia :33 vgijdebi zepelineebzee <3 <3