მთავარი » 2013 » იანვარი » 18 » ლექსები
3:25 PM
ლექსები
 ჩემი ოცნება!

ძილში ნანახი სიზმრების გჯერა?
მე მაგალითად ოცნების მჯერა
სიზმარი ნატვრაა ცაში გამქრალი
შენ კი ვარსკვლავი დილით ჩამქრალი!

ოცნება მქონდა ფრთები მქონოდა
- შენს თვალში ყველა ასე მონობდა?!
დილით ბალახზე ნამი ომობდა
ჩემი მზერა კი შენზე ლომობდა!

ასეთი ვიყავ მუდამ მე ტუზი
აკვიატება არა ხარ ურჩი!

Problems?....Shhh Just Come In

 მწვანეთვალებავ !

ალბათ არ გინდა, რომ გამაბრაზო,
შენ გეუბნები ყველაზე ანცო.
არ მიფიქრია,არ მიმსჯელია
რომ ხარ ასეთი კარგი, და რატომ?

,,მწვანეთვალებავ"_მე რომ გიწოდე,
არ გათამამდე შენ ეს იცოდე.
ვინატრებ მუდამ ღვთისკენ იღვწოდე,
მინდა შენ ჩემზე მუდამ ფიქრობდე.

შენზე კეთილი,შენზე სათუთი,
დაიარება ვინმე ამ გულში?!
ყველაზე ფიქრობ,ყველაზე დარდობ
და მაინც ყველას რისხვა შენ გათოვს...

,,მწვანეთვალებავ"_ მე რომ გიწოდე
შენ არ იფიქრო ცხრა მთა გიბოძე,
მუდამ გახსოვდეს,მუდამ ფიქრობდე 
ჩემზე მეტი ხარ ჩემში იცოდე .


Problems?....Shhh Just Come In


             heaven’s got a plan for you

თუ სიყვარული არსებობს სადმე

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
ეს შენ იქნები, უთუოდ ვიცი,
აჩრდილი შენი მუდამ თან დამდევს
სათნოების გაქვს უკვდავი ნიჭი

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
ალბათ უცეცხლოდ ძალიან იწვის,
მას მხოლოდ ძნელად შესწვდება ვინმე,
და არ იქნება არც ცის, არც მიწის

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
დაე მეც გავხდე ამისთვის გიჟი,
მიუწვდომელი მიწიდან ცამდე,
თანაც მაოცებ თან ნერვებს მიშლი

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
მინდა დღეს შევსვა მისი სასმისი,
ნუ გაჩუმდები, მითხარი რამე,
თორემ ჩამოწვა ჩვენს ირგვლივ ნისლი,

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
შენ გამოცდილ გექნება ვიცი,
გამიზიარე პატივი დამდე ,
ჩემი არა ხარ შენ გახდი სხვისი

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
ქმნილი ხარ როგორც ოცნება მისი,
თუნდაც ვიპოვო სიკვდილის გზამდე,
გრძნობა სათუთი ამავდროს ხისტი

თუ სიყვარული არსებობს სადმე,
მანათობელი ვთარც მზის სხივი,
მითხარი ქვეყნად ვიყო სადამდე,
შლეგად გცეული ამ გრძნობის ღირსი.
 

❤ ♡ ❤

მე რომ შემეძლოს

მე რომ შემეძლოს
მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.
სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილის მინდორივით იცვარებოდნენ.
მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის უნაკლო.
ერთადერთი წუნი – უჩემობა…
და ამ სამყაროს მე ნაფერი ალერსი მინდა…
საუბრით ყველაფერზე.
ერთადერთი თემა – უთემობა…
მე გამოვიმეტებ შენთვის
ყველაზე თბილ ფერს
ჩემი თვალებით
და დაგანახებ მზის თეთრ სხივებს
ფერისცვალებით…
მხოლოდ მაშინ მიხვდები რა მშვენიერია ეს სამყარო -
მრავალფეროვანი.
რა ბედნიერია შენი სახის ყველა ნაკვთი -
ათასფეროვანი.
გარდა სიმორცხვის ფერისა,
რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაირბინა შენი ლოყები,
როცა ჩამხედე თვალებში.
სწორედ მაშინ დაიწვა,
სულ რამოდენი წამის წინ დაბადებული, მონატრების ყველა ეშელონი
გრძნობააფეთქებულ ალებში.
და ახლა
სანატრელი გაგვიხდება არა წარსული,
არამედ ხვალინდელი დღე.
და მოგვენატრება ყველა დრო – უჩვენობით წასული.
მე შენთვის არაფერი მემეტება -
ყველაფრის გარდა.
მე ჩემთვის არაფერი მინდა -
შენს გარდა,
არა! – გატყუებ.
ჩემთვის ხომ ყველაფერი მხოლოდ შენ ხარ…
ყველაფერი მდომებია…
არადა მეგონა ეგოისტი არ ვიყავი..
არადა მეგონა შენ ყოველთვის აქ იყავი,
ჩემს გვერდით
და თურმე მე ვყოფილვარ შენთან.
ახლა კი
გზააბნეული წრეებს ვარტყავ შენს ერთადერთ ოთახს,
ვერა და ვერ მივაგენი გამოსასვლელს.
ვერც კარებს…
არადა შემოვედი,
მახსოვს შემოვედი…
არადა შემომიშვი,
მახსოვს შემომიშვი…
მახსოვს…
და სწორედ მაშინ გავიგე შენი ხმა:
– დარჩი!..

.მე ისევ გეტყვი ამ ლამაზ სიტყვებს - შენ აღელვდები, მეტყვი ვინა ხარ? მაგრამ მე გეტყვი ჩემო სიცოცხლევ - შენ დაგავიწყდი მე კი მიყვარხარ...
 



Problems?....Shhh Just Come In


               
 



კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1116 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2013-01-18 5:17 PM)
* 4 xmxaxgxdxax   [Entry]
kargiaaa