მთავარი » 2013 » მაისი » 24 » ლექსები...♥
4:32 PM
ლექსები...♥
Tumblr_mk859rjxu11s1f0tao1_500_large


როცა ...

როცა აღმართზე მიეყინა აპრილს კვირტები, 

როცა ზამთარში უშენობა ჩახერგავს წყაროს.

მე წარსულიდან დაფიქრებით დაგაკვირდები,

და მაინც ვეჭვობ ჩემზე მეტად სხვამ შეგიყვაროს. 

როცა კოცნისგან გეთბილება ქარში თითები, 

შენი ღიმილი ვინც არ უნდა ათასჯერ თვალოს,

და მე კი ჩუმად მონატრებით გავიცვითები, 

არ გეტყვი, მაგრამ უფრო მეტად ვინ შეგიყვაროს.

როცა სამკაულს დააბნევენ გულზე ფერიას, 
და შ
ლეგმა სატრფომ მზის ამოსვლას რომ შეგადაროს, 

მათ არ იციან, ჩუმი სწრაფვა რა ოხერია, 

და უფრო, უფრო არ მგონია სხვამ შეგიყვაროს.

მერე შემთხვევით ამტკივდება შენი თვალები, 

როცა ზამთარში მივიწყება ჩახერგავს წყაროს,

მერე რა მოხდა, გაგიჟებით ბევრს ეყვარები,

და მაინც ვეჭვობ, ჩემზე მეტად სხვამ

შეგიყვაროს...


Tumblr_mjc4yoztht1s7xb6ao1_500_large

 მიუწვდომელი სიყვარული



იცი რა ჰქვია ჩემში მყოფ გრძნობას?

იცი რად მიღირს ამ გრძნობის ქონა? 

თუმცა რას ვამბობ?! სულ ახლოს მყავხარ,

მაგრამ ვერ ვბედავ მე ამის ახსნას.

გრძნობა მაქვს ენით აუწერელი,

ლექსსაც არ ძალუძს მისი გამხელა,

ალბათ ასეთი გრძნობა მხატვრული,

ამდენად არსად გინახავს სხვაგან,

ლექსის კითხვისას ბოლოში ჩახვალ,

და ვერც მიხვდები რომ გულში მყავხარ!!!!
 

Tumblr_mjawcf5hzq1r0i9t4o1_500_large


***

ზოგჯერ ზღვის ტალღებს მომაგონებს

შენი თვალები,

ზოგჯერ მზის ცრემლებს მომაგონებს

შენი ალერსი,

რომ გითხრა მიყვარხარო 

არ დამიჯერებ,

რომ გითხრა შენზე ვდარდობ ვერ გამიმეტებ.

შემოდგომისფერ წლებად მექცა

ეს მონატრება,

ზამთღ
ს ფიფქებად დამათოვა 

შენმა თვალებმა.

გული ჩავწერე კალმით სიტყვა

მე შენ მიყვარხარ"

მე კი რძისფერი თოვლის ფიფქმა გადამიარა,

ეკლესიაში ხატის წინ მე დავღვარე ცრემლი,

თურმე იმ გამეს იესოც კი ტიროდა ჩვენთვის,

ის დღე შენ გზებზე მოელვარე ალმასე ეგდო

ისე მათოვდა ვით ზამთრში 

მე მათოვს ეს დრო...
 


Tumblr_mizsryoovu1r0i9t4o1_500_large


კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1003 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2013-05-25 10:56 AM)
* 4 SoPii))   [Entry]
aiiii sityvebii ar myoplisss <3
imagresiaaa da yochaghhh <3