მთავარი » 2013 » მაისი » 25 » ლექსები...♥ (2)
2:13 PM
ლექსები...♥ (2)

 ზღვა.....


შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?მოგისმენია გრიგალი ზღვისა?

იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,როვა სიხარულს უყურებს სხვისას,

იცი?რად არის გაბრაზებული,რად ახლის ტალღებს ნაპირს ქაფიანს?

ზღვასაც ჰყოლია შეყვარებული,და მერე რწმენა დაუკარგია.

საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,საკუთარ გულში ჩაუმარხია,

და ახლა როცა ბინდდება ზღვაზე,როცა სიხარულს უვქერის სხვისას

საკუთარ სატრფოს იგონებს სევდით,და ეს გრიგალი დარდია ზღვისა!!!


 საღგაც ქუჩაში


სადღაც ქუჩაში ღამე ჩამოწვა...

სადღაც ქუჩაში ლანდი გამოჩნდა...

ფეხს უჩქარებდა,ალბათ სციოდა...

ლოყაზე ცრემლი ჩამოსდიოდა...

პატარა გულში ტკივილს მალავდა,

გული კი უკვე ძლიერ ღელავდა...

სიცივისაგან სულ კანკალებდა,

ხე
ლებს კი პატარა ჯიბეში მალავდა...

სანაპიროსკენ გზას რომ ჩაუყვა,

იქვე შეჩერდა,კიდევ ჩაფიქრდა...

მწარე უარი რომ გაახსენდა

თავი დახარა და ისევ ატირდა...

დასრულდა უკვე მისთვის ყოველი...

მის ბოლო წუთებს ითვლიდა...

არ ადარდებდა მას არაფერი
ა ნაპირთანაც ახლოს მივიდა...

სადღაც ქუჩაში ბიჭი გამოჩნდა...

ალბათ გოგონას პოვნას ჩქარობდა...

გოგონას გული უკვე არ ცემდა 

და ყველაფერი გვიან აღმოჩდა...
 


***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .

ნიკო გომელაური.





კატეგორია: ლექსები | ნანახია: 856 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-05-25 4:12 PM)
რა მაგარიაა 3 ბოლო ანიმაცინა ♥ =დდდდდ