მთავარი » 2013 » დეკემბერი » 18 » letter for santa♥
3:35 PM
letter for santa♥
                                               

   ბავშვობა ყველაზე კარგი მოგონებაა, რომელიც შეგიძლია გაიხსენო და გაბედნიერდე. ^.^

                        

                            


                     მოკლედ პირდაპირ დავიწყებ :დდ 

                                      წერილი სანტას♥ 

       ძვირფასო სანტა, პატარა რომ ვიყავი მჯეროდა, რომ შენ რომელიღაც ქვეყანაში ცხოვრობდი, სადაც მუდამ თოვდა, სულ აკვირდებოდი ჩვენს საქციელს და მოუთმენლად ელოდი ახალ წელს, რომ ჩვენთან მოსულიყავი და საჩუქრები დაგერიგებინა.. 31-ში დილით ნაძვის ხის ქვეშ რო მხვდებოდა ლამაზად შეფუთული ყუთი, რომელსაც ეწერა 'მარის' ჭკუაზე არ ვიყავი. (:დდ) ^^ და ამ დროს ძალიან ამაყი ვიყავი, რადგან ჩემი თავი ძაან ჭკვიანი და მაგარი მეგონა, იმიტომ რომ შენი საჩუქარი დავიმსახურე.. :დ როგორ მიხაროდა ხოლმე :დ . იმის შიშით რო შენ საჩუქარს არ მომიტანდი სულ კარგად ვიქცეოდი ხოლმე :დ 

         

                მახსოვს პირველად რომ გთხოვე ბევრი 'საპრანჭაოები' მომიტანე მეთქი (:დდდდ) (ჩემზე პრანჭია  ბავშვი არ არსებობდა:დ)  მერე გთხოვე, რომ შენი ჯადოსნური ჯოხით ჩემი ჯადოსნური ჯოხიც შეგექმნა და  ფერია ვყოფილიყავი (ფერიების დედოფალი :დ) 

                                  

                მერე მინდოდა ვარდისფერი ლიმუზინი :დ რო ყველას შეშურებოდა, განსაკუთრებით ჩემს ბაღელ გოგოებს :დდ 

             

მეტი აღარ მახსოვს :დდ ეხლა კი უკვე 14 წლის ვარ და მაინც მჯერა შენი. მინდა ისევ ისეთი მიამიტი ბავშვი ვიყო, რომელიც შენ გელოდებოდა ყოველ ახალ წელს♥ მინდა ისევ ისეთ წერილებს ვწერდე როგორსაც ადრე ^.^ ეხლა გამახსენდა, ერთხელ გთხოვე ჯადოსნური ჯოხი დამადე რო დიდი გავხდე მეთქი (მეგონა ჯადოსნური ჯოხი გქონდა:დ) და ეს სურვილი როარ შემისრულე შენზე გაბუტული ვიყავი, მაგრამ როდესაც გავიზარდე მადლობა გადაგიხადე რო არ შემისრულე და კიდევ ცოტა ხნით დამტოვე ბავშვი. არც ახლა არ ვარ დიდი, მაგრამ მაინც რა შეედრება იმ წლებს? არაფერი. ნაძვის ხის თავს რომ ვერ ვწვდებოდი და კიბეს რო ვიდგავდი ხოლმე იმისთვის, რომ მის თავზე ვარსკვლავი ჩამომეკიდა :დ და რაც კი ეკიდა ისინიც რო თავიდან დასაკიდებელი მიხდებოდა ხოლმე ♥ დედა რო აკეთებდა ნამცხვარს და სანამ გამოიხედებოდა კრემი უკვე შეჭმული რომ ხვდებოდა:დ ამას ჯობია რამე? არც არაფერი. ადრე გთხოვე დიდი გამხადე მეთქი, ეხლა კი გთხოვ ისევ ისეთი პატარა მამყოფე, როგორიც ვიყავი.. 





                                    

                       

                             

          ჰოო....... რავიცი აბა :დ დიდი მადლობა ყურადღებისთვის♥


                      


Alice
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1344 | დაამატა: MarRi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-12-20 12:49 PM)
* 7 salo   [Entry]
au dzaan mgari temaa.a
wramtebebii ♥