მთავარი » 2013 » დეკემბერი » 22 » letter for santa claus
5:55 PM
letter for santa claus

Letter For Santa Claus
 ჩემი საკონკურსო თემა HonestBitch♥-ის კონკურსისათვის.


ძვირფასო სანტა!
 მე სხვებისგან განსვავებული სურვილი მაქვს რომლის შესრულებაც არცისე იოლია.
დარწმუნებული არ ვარ რომ შენ ამის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ მაინც მოგიყვები ჩემს სურვილზე.

  შეგიძლია მისცე ხალხს ისეთი თვისება რომ სხვისი კარგი უხაროდეს?
რომ ცდილობდეს წარმატების მიღწევაში დაეხმარონ და ყოველ სიხარულს შურით არ უყურებდნენ?
შეგიძლია ხალხს მისცე თანადგომის თვისება?
გაჭირვებულ ხალხს რომ დაეხმარონ და მერე ამითი ბედნიერები იყვნენ?
შეგიძლია რომ ხალხს სიყვარულის თვისება მისცე?
რომ არ ლანძღონ ის ხალხი ვისაც მათზე მეტი შეუძლია?
არ დახოცონ ერთმანეთი ფულის გულისთვის?
მათი კეთილი საქმეები გულიდან წამოსული იყოს და არა სხვის დასანახად გაკეთებული?
შეგიძლია მისცე ხალხს მიტევების უნარი?
უაზროდ დაშვებული შეცდომები რომ აპატიონ ერთმანეთს ?
შეგიცლია ხალხს მისცე თავიანთ შეცდომებზე სწავლის უნარი?
შეგიძლია გააქრო შური,ბოღმა,ბოროტება?
   მოკლედ შეგიძლია ხალხს მისცე ისეთი გრძნობა რომელსაც სიკეთე ჰქვია?
ამის შემდეგ მაინც დავინახავ ქუჩაში გაღიმებულ სახეებს და ჩემს  სურვილს ასრულებულად ჩავთვლი.
შენი იმედი მაქვს! ♥
                                                                მარიამი,13 წლის.
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 998 | დაამატა: Diva♔ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

(2013-12-26 11:08 AM)
* 6 SoPii))   [Entry]
imenaa dzaan magariaa yochagh <3