მთავარი » 2013 » მარტი » 20 » Love never dies
8:45 PM
Love never dies
Love never dies 
►ზუსტად ვიცი,რომ მოგეწონებათ და დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე 
ასე რომ სრულიადში
A-walk-to-remember-movie-quotes-2_large A-walk-to-remember-movie-quotes-3_large

❥ ზუსტად 50 წლის წინ, მე და ჩემმა ქმარმა ვიქორწინეთ. დღეს იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა :ვნანობ, რომ უფრო ადრე არ შეგხვდი.

❥ დღეს, კაფეში გეი წყვილი შემოვიდა. ხალხის ყურადღება მაშინვე მიიპყრეს. ისინი ხელ-ჩაკიდულნი დადიოდნენ. ჩემს გვერდზე მაგიდასთან მჯდომმა პატარა გოგონამ დედამისს ჰკითხა: "ეს ბიჭები რატომ დადიან ხელჩაკიდებულები?" დედამ უპასუხა: "იმიტომ, რომ მათ ერთმანეთი უყვართ."

❥ დღეს, მე გამომაღვიძა ქალიშვილს ხმამ. საავადმყოფოს პალატის სავარძელში ჩამძინებია. თვალების გახელისას დავინახე მისი საოცარი ღიმილი. დღეს, ჩემმა გოგონამ 98 დღიანი კომის შემდეგ, თვალები გაახილა.

❥ დღეს, სიმსივნესთან მრავალწლიანი ომის შემდეგ, დედაჩემი გარდაიცვალა. ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, რომელიც 2000 მილის მოშორებით ცხოვრობს დამირეკა და მკითხა :"რას იზამ, თუ მე შენთან მოვალ და ძალიან ძლიერად ჩაგეხუტები?" მე ვუპასუხე, რომ გავიღიმებდი. ცოტა ხანში, კარზე ზარის ხმა გაისმა..

Tumblr_mjdpduko0l1qhk43yo1_500_large

Tumblr_mjypuijdic1ri2e2ko1_500_large

Tumblr_mjxlz4jptl1s5sx6wo1_500_large

Tumblr_mjgjrbwncx1s2gh2ko1_500_large

❥ დღეს, ჩემმა აუტიზმით დაავადებულმა 6 წლის უმცროსმა დამ პირველი სიტყვა თქვა - ჩემი სახელი.

❥ დღეს, 6 თვის გასვლის შემდეგ, რაც ვუთხარი რომ გეი ვარ, ჩემს სახლში მამაჩემი მოვიდა. მას თვალები ცრემლიანი ჰქონდა. იგი მომიახლოვდა, ძლიერად ჩამეხუტა და მითხრა: "მაპატიე ჯეისონ."

❥ დღეს ბაბუაჩემი და ბებიაჩემი, რომლებიც 90 წლისანი გახლდნენ და ერთად 72 წლის განმავლობაში იყვნენ, ერთი საათის დაშორებებით გარდაიცვალნენ. 

❥ მე 17 წლის ვარ და ჩემ შეყვარებულთან, ჯეიკთან 3 წელია რაც ვარ. ამ ხნის განმავლობაში, პირველად წუხელ გავატარეთ ღამე ერთად. ჩვენ არასდროს გვქონია სექსი, არც იმ ღამეს. ამის ნაცვლად, გამოვაცხვეთ ნამცხვარი, ვუყურეთ კინოს, ვიცინეთ, ვითამაშეთ "xbox"-ზე და ერთმანეთის მკლავებში ჩაგვეძინა. ის უდიდესი ჯენტლმენი აღმოჩნდა.

Tumblr_mj7chflske1rvdj81o1_500_large

Tumblr_mjxkpirjey1rnus2io1_500_large

Tumblr_mjo5slw5lo1s8nvfxo1_500_large

Tumblr_mjx482aq3u1rarmf2o1_500_large

❥ დღეს, ჩემი გოგონა მის შეყვარებულს ცოლობაზე დათანხმდა. მათ შეხვედრა მაშინ დაიწყეს, როცა ჩემი ქალიშვილი 14 წლის იყო, მარტინი კი 17-ის. არასდროს მომწონდა ამხელა ასაკობრივი განსხვავება. როდესაც ელენა 15 წლის გახდა, მარტინი კი შესაბამისად 18-ის, ჩემმა ქმარმა ისინი დააშორა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროის განმავლობაში ისინი ხვდებოდნენ სხვა ადამიანებს, მათ შეინარჩუნეს მეგობრობა. და დღეს, როცა ისინი 24-ის და 27-ის არიან, მე შემიძლია თამამად ვთქვა - არასდროს არ მინახავს ასეთი შეყვარებული ადამიანები. 

❥ დღეს მე მცირე ავტო-ავარიაში მოვყევი, ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დამისვეს და მითხრეს, რომ თავზე ბინტი 2 კვირის განმავლობაში უნდა მქონოდა მოხვეული. ვერ ვიტან მის ტარებას.. ცოტა ხნის შემდეგ, პალატაში შემოვიდა ჩემი უმცროსი ძმა, რომელსაც თავზე ჩემსავით ბინტი ქონდა შემოხვეული. დედამ მითხრა, რომ ბავშვმა მოითხოვა ბინტით თავის შეხვევა, რათა თავი მარტო არ მეგრძნო.

❥ 2 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენ გავშორდით..ამ დროის შემდეგ, დღეს პირველად, მე ჩემს ყოფილ მეუღლეს შევხვდი. ჩვენ თითქმის 4 საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, ვიცინეთ, გავიხენეთ მოგონებები. სანამ წავიდოდა, ქეითმა დიდი პაკეტი მომაწოდა. სახლში მისვლისას ვნახე, რომ პაკეტში უამრავი წერილი იდო, იქვე იყო წარწერაც : აქ არის წერილები, რომლებიც დავწერე ამ 2 წლის განმავლობაში, მაგრამ ზედმეტად სუსტი აღმოვჩნდი გამოსაგზავნად.

Screen_shot_2013-03-19_at_20.33.38_large

253746_445367815540656_254066496_n_large

Tumblr_mgy0lisr9d1qjd8xvo1_500_large

Tumblr_mjt6v4yzkv1qz4d4bo1_500_large
წყარო:Angel.ge
კატეგორია: სტატუსები <3 | ნანახია: 1089 | დაამატა: Dona♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

(2013-04-10 3:53 PM)
* 6 salo   [Entry]
ui shemeshala gwerebiaaaaaa