მთავარი » 2013 » მარტი » 22 » Love never dies(2)
8:33 PM
Love never dies(2)
Love never dies 
►ზუსტად ვიცი,რომ მოგეწონებათ და დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე 
ასე რომ სრულიადში
✽ნაწილი მეორე
Tumblr_mijoviyceq1s02ovpo1_500_large Tumblr_mhik733kno1rmvn5qo1_500_large

❥ დღეს, ჩემმა 75 წლის ბაბუამ, რომელიც უსინათლოა უკვე 15 წელია, მითხრა : "შენი ბებია ყველაზე ლამაზი ადამიანია. ხომ მეთანხმები?" მე ვუპასუხე : "ის ნამდვილად არის. ალბათ გენატრება მისი სილამაზის დანახვა..". ბაბუამ გასაოცარი პასუხი გამცა..:"მე მის სილამაზეს ისევ ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს ვხედავ. და მეტიც, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკეთ ვხედავ, ვიდრე მაშინ, როცა ახალგაზრდები ვიყავით. "

❥ დღეს, ჩემი ქალიშვილი საკურთხეველთან მივიყვანე. ზუსტად 10 წლის წინ, კი 14 წლის ბიჭი ამოვიყვანე ცეცხლ-მოკიდებული მანქანიდან. ექიმებმა თქვეს, რომ ის ვეღარასდროს გაივლიდა. ჩემ გოგონა, ელენასთან ერთად რამდენჯერმე ვეწვიე ბიჭს საავადმყოფოში. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს, 24 წლის მაქსი ორივე ფეხზე დგას და ელენას ხელზე საქორწინო ბეჭედს არგებს.

❥ დღეს, 11 თვიანი კომის შემდეგ, მან თვალები გაახილა, მაკოცა და მითხრა : "მადლობ, რომ მთელი დროის განმავლობაში აქ იყავი. მადლობ, რომ არ დანებდი. მადლობ ყველა ლამაზი ისტორიისთვის რაც მომიყევი. და დიახ, მე გამოგყვები ცოლად" 

❥ დღეს, საავადმყოფოში მოიყვანეს პატარა გოგონა. მას ესაჭიროებოდა მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი. არავის არ აღმოაჩნდა შესაბამისი, გარდა მისი ტყუპი ძმისა. მას ავუხსენით, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ბიჭი დაემშვიდობა მშობებს და გაჰყვა ექიმებს. როდესაც სისხლი აუღეს, მან იკითხა : "როდის მოვკვდები?" პატარას ეგონა, რომ სისხლის გადასხმით იგი გარდაიცვლეობდა, მაგრამ შეუნარჩუნებდა დას სიცოცხლეს, და მან ეს მაინც გააკეთა. მადლობა ღმერთს, დღეს ორივენი ჯანმრთელები არიან.

Tumblr_mk18pljvcb1re6ar6o1_500_large

Tumblr_mk1fud1vzt1rikzqto1_500_large

Tumblr_mk1y8bvz0k1qm04xro1_500_large

Tumblr_mk20qzs8gr1rist53o1_500_large

❥ დღეს, ჩემი 8 წლის ვაჟიშვილი ჩამეხუტა და მითხრა :"შენ ყველაზე კარგი დედა ხარ მთელი მსოფლიოს დედებში!" მე გავიღიმე და ვკითხე:"რა იცი? შენ არ შეხვედრილხარ მსოფლიოს ყველა დედას." მან მიპასუხა : "კი, მე შევხვედრილვარ. შენ ხარ ჩემი მსოფლიო." 

❥ ჩემი 21 წლის ლაბრადორი ფეხზე ვერ დგება, ვერ ხედავს, არ ესმის და იმდენიც ძალაც არ აქვს, რომ დაიყეფოს. მაგრამ, როცა მე ოთახში შევდივარ, ის დღემდე აქიცინებს კუდს რამდენიმე წუთით.

❥ დღეს, მე ჩემი შეყვარებული 8-წლიანი განშორების შემდეგ ისევ ვნახე. მან მანახა ჩვენი ერთად გადაღებული ფოტოები, რომლებსაც იგი სამხედრო ქუდში ინახავდა მთელი დროის განმავლობაში.

❥ ჩემი 88 წლის ბებია, და მისი 17 წლის კატა უსინათლოები არიან. ჩვენი ძაღლი, ბებიას სახლში დაატარებს. მაგრამ, ბოლო დროს, მან კატის ტარებაც დაიწყო. როდესაც კატა დაიკნავლებს, ძაღლი მასთან მიდის, კისერში კიდებს პირს და მიჰყავს საჭმელთან; ტუალეტთან, საწოლთან და ა.შ.

Tumblr_mk2jttnjau1rluvvfo1_500_large

Tumblr_mk241cqgd71rist53o1_500_large

Tumblr_mk2a6ugjz21rist53o1_500_large

8911022690aa11e287d022000a9f12ab_7_large

❥ დღეს დავინახე, როგორ გადავარდა ჩემი 2 წლის ქალიშვილი აუზში. სწრაფად გავიქეცი მისკენ, მაგრამ დავინახე, რომ ლაბრადორს იგი ჰაერში ყავდა დაჭერილი. ბავშვი სრულიად უვნებელი იყო. 

❥ ჩემმა უფროსმა ძმამ ჩემტვის გაიღო ძვლის ტვინი, რათა დამხმარებოდა სიმსივნესთან გამკლავებაში. ყველასთვის მოულოდნელად, ექიმმა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გვითხრა, რომ სიმსივნის ყველა უჯრედი ორგანიზმიდან გამქრალია. 

❥ დღეს, მე წავიკითხე 1996 წელს, ჩემს მიერ დაწერილი სუიციდის წერილი. მე თავის მოკვლას ვაპირებდი და წერილში ჩემს განცდებს ვწერდი.. მაშინ, ჩემს კარზე ზარის ხმა გაისმა. სახლში შეყვარებული შემოვიდა და მითხრა : "მე ორსულად ვარ." უცებ, ვიგრძენი რომ მე ისევ მქონდა მიზეზი სიცოცხლის, რომ მე ისევ ვჭირდებოდი ვიღაცას. დღეს, ის ჩემი ცოლია. მას შემდეგ კი 14 წელიწადი გავიდა. 15 წლის ქალიშვილს, 2 უმცროსი ძმა ჰყავს. 

❥ მე ვამაყობ ჩემი 17 წლის ბრმა ვაჟით. ის დაიბადა უსინათლო, მაგრამ ამას არ შეუფერხებია. იგი არის წარმატებული სტუდენტი, გიტარისტი (მისი ბენდის პირველი ალბომი 25,000ჯერ იქნა გადმოწერილი) და მოსიყვარულე შეყვარებული ვალერიასი. დღეს, უმცროსმა დამ მას ჰკითხა "ყველაზე მეტად რა მოგწონს ვალერიაში?" მან კი უპასუხა:"ყველაფერი. ის ულამაზესია." 

Tumblr_maryuqtdza1qm2f03o1_500_large

Tumblr_mjthw9ce1d1s75aqlo1_500_large

61434_395447103863052_1294126470_n_large

487746_382482175201048_318381000_n_large

❥ დღეს, მამაჩემმა ცოცხალი იპოვა ჩემი უმცროსი და, რომელიც 5 თვის წინ უკვალოდ გაქრა. დამხმარე კომპანიებმა მისი ძებნა რამდენიმე კვირის წინ შეწვიტეს. მე და დედაჩემმა კი პატარას პანაშვიდი გადავუხადეთ, რადგან თითქმის 100% ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ის დაღუპული იყო. პანაშვიდს ესწრებოდა ყველა ნაცნობი თუ მეგობარი, გარდა მამაჩემისა. მან თქვა : "მე მარია ზედმეტად მიყვარდა იმისთვის, რომ დავნებდე." და ახლა, მარია ისევ სახლშია, იმიტომ რომ, მამა არ დანებდა. 

❥ მე და ჩემი და, ქეითი საშინელ ავტო ავარიაში მოვყევით. ჩემი და ყველაზე პოპულარული გოგონაა სკოლაში - იცნობს ყველას. მე კი, მუდამ ორ, ერთი და იგივე მეგობართან დავდივარ. ქეითმა "Facebook"-ზე დაწერა ავარიის შესახებ. უამრავმა ადამიანმა დატოვა კომენტარი, მაშინ, როცა ჩემი 2 მეგობარი ავარიის ადგილზე მოვიდნენ, მანამ სანამ ექიმები მოვიდოდნენ. 

❥ დღეს, მე ვარ დედა ორი ბიჭის და მყავს 4 შვილიშვილი. 17 წლის ასაკში დავორსულდი. როცა ჩემმა შეყვარებულმა და მეგობრებმა გაიგეს, რომ აბორტის გაკეთებას არ ვაპირებდი, ზურგი შემაქციეს. მაგრამ, მე არ დავნებდი. წარმატებით დავასრულე სკოლა და კოლეჯი. შევხვდი ბიჭს, რომელმაც ჩემი შვილები საკუთარივით შეიყვარა, და რომელიც 50 წელია ჩემს გვერდით დგას. 

Tumblr_mk14zw9zxg1rmhhn6o1_500_large

Tumblr_mf3si0yyq11rbt9j7o1_500_large

Tumblr_mjensqak3e1s40x10o1_400_large

Tumblr_mk111wb8ir1rxdewso1_500_large
წყარო:Angel.ge
კატეგორია: სტატუსები <3 | ნანახია: 1458 | დაამატა: Dona♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6

(2013-03-23 1:13 PM)
* 6 leluka   [Entry]
❥ დღეს, საავადმყოფოში მოიყვანეს პატარა გოგონა. მას ესაჭიროებოდა მესამე დადებითი ჯგუფის სისხლი. არავის არ აღმოაჩნდა შესაბამისი, გარდა მისი ტყუპი ძმისა. მას ავუხსენით, რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ბიჭი დაემშვიდობა მშობებს და გაჰყვა ექიმებს. როდესაც სისხლი აუღეს, მან იკითხა : "როდის მოვკვდები?" პატარას ეგონა, რომ სისხლის გადასხმით იგი გარდაიცვლეობდა, მაგრამ შეუნარჩუნებდა დას სიცოცხლეს, და მან ეს მაინც გააკეთა. მადლობა ღმერთს, დღეს ორივენი ჯანმრთელები არიან. <3333 dzaan kaia <3