მთავარი » 2013 » სექტემბერი » 28 » Lovely ფრაზები
2:41 PM
Lovely ფრაზები
-ეს პასტა ჩემია
-ჰმმ,კარგი
-ეს წიგნიც ჩემია
-ჰო,კი
-ეს რვეულიც ჩემია
-...
-და ეს გოგოც ჩემია
(და მაგრად ჩამიკრა)
^^^ 
 
ერთხელ როცა ჩვეულებრივ მოგადე მკერდზე თავი, დავიმახსოვრე შენი გულის ცემა...
 
სიყვარული ხანდახან შეიძლება ჯადოსნური იყოს, მაგრამ ჯადოსნობა ხანდახან შეიძლება უბრალოდ ილუზია იყოს.
 
მე ის მიყვარდა სანამ ვნახავდი, დიახ მიყვარდა ჯერ უნახავი მიყვარდა ისე როგორც ნახატი მხატვრისგან ჯერაც დაუხატავი,მე ის მიყვარდა უფლის ნებართვით ვით სახარება ანუ განგება,მე ის მიყვარდა დაბადებამდე,სიკვდილის მერეც ის მეყვარება..
 
დამიჯექი..მოდი გვერდით დამიჯექი..

და დილამდე ვისაუბროთ `არაფერზე` 
 
მე არ მომკვდარვარ - გარდავიცვალე..

უსასრულობის გავცურე ზღვაში..

მე მხოლოდ ბინა გამოვიცვალე...

დედამიწიდან გავფრინდი ცაში..

"ყველა ჭრილობა ხდება იარა, რომელსაც აწერია " მე გადავრჩი და გავძლიერდი..
რა ძვირფასია შენთვის ის სახლი, სადაც შენი საყვარელი ადამიანი სუნთქავს.
სინათლე.. მზე.. ლამაზი დღე.. ხელები.. თმები.. მე შენით ვთბები !

 

ზამთარია სიცივე შემოდგომა მიდის, მეშინია სიცივის, რო, ზამთარში რომ იცის, შარშან უფრო საშინელი ცივი ქარი ქროდა მაგრამ მაშინ ჩემთან იყო სულ არ მეშინოდა 
 
ყოველი ადამიანის მოქმედებას ამ შვიდიდან ერთი ან რამდენიმე თვისება განსაზღვრავს:შანსი,ბუნება,იძულება,ჩვევა,მიზეზი,ვნება და სურვილი.
 
არასდროს იქნება გვიან იბრძოლო იმისთვის, რაც შენთვის ძვირფასია"
ესეთი ჩახუტება ♥ მთლიანი სხეულით რომ გრძნობთ ერთმანეთს რომ იიციი რომ მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია ერთმანეთის შორის და იციან რომ მხოლოდ ერთმანეთს ეკუთვნიან ♥
თითოეული ადამიანის ცხოვრება – ლაბირინთია, რომლის ცენტრშიც მდებარეობს სიკვდილი. სანამ საბოლოოდ შეწყვეტს არსებობას, ადამიანი გადის თავის ბოლო ლაიბირინთს
არც ერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისეთი უცხო, როგორც ის, ვინც უწინ გიყვარდა…წყდება ის იდუმალი ძაფი, რაც შენი სიყვარულის საგანს შენს წარმოსახვასთან აკავშირებდა. შენსა და მას შორის ისევ რაღაც გაიელვებს, როგორც მიმქრალი, მოჩვენებითი ვარსკვლავები, მაგრამ ეს მხოლოდ მკვდარი შუქია. იგი აღელვებს ადამიანს, მაგრამ არ აღანთებს – გრძნობათა უხილავი დენი უკვე გაწყვეტილია.
 
მე რა გზითაც უნდა მევლო ამქვეყნად, იმ გზას აუცილებლად შენთან მოვყავდი.
 
ერთ მშვენიერ დღეს, თუკი ადამიანი ნამდვილ სიყვარულს ამოფრქვევის საშუალებას მისცემს, დალაგებულ-მოწესრიგებული საგნებიც კი ქაოსში გაეხვევა. სამყარო კი მხოლოდ მაშინ გახდება ნამდვილი, როცა ადამიანი სიყვარულს ისწავლის. მანამდე კი მხოლოდ ერთი რწმენით შეგვიძლია ცხოვრება-რწმენით, თითქოს სიყვარულისა რამე გაგვეგებოდეს, არადა, მისი დაფასება ჯერაც ვერ გვისწავლია...
 
ორნაირი თანაგრძნობა არსებობს:ერთია სულმოკლე და სენტიმენტალური,იგი არსებითად სხვა არა არის რა,თუ არა მოუთმენლობა გულისა,რომელიც ისწრაფვის რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეს სხვისი უბედურებით მოგვრილი სიმძიმისაგან.ეს თანაგრძნობა კი არა სხვისი უბედურებისგან ინსტიქტური თავდაცვაა.მეორეა ჭეშმარიტი,არასენტიმენტალური მაგრამ ქმედითი თანაგრძნობა,რომელმაც იცის რაც სურს და მზად არის უტეხი თანადგომით და თანაგრძნობით ყველაფერს გაუძლოს,ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და თვით მის შემდეგაც კი
 
ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა 
 
არ არსებობს ცუდი და კარგი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ შევხედავთ ამა თუ იმ საგანს 
 
სიყვარული თავისი ჭეშმარიტი სახით სულიერ სამოთხეა. ეს არის თბილი, მშვიდი, კეთილმოსურნე, ცოცხალი, მარად მოძრავი და სიხარულისმომგვრელი მდგომარეობა, რომელიც სულს ჩვენსას ეწვევა არა დროებით, როგორც სტუმარი, არამედ იგია მდგომარეობა მუდმივი, მყარი, ღრმად ფესვგადგმული, არსებითად განუყრელი, როგორც, მაგალითად, სუნთქვა ან გულისცემა. და ვისშიც ეს ძალაა შთანერგილი, იგი ნეტარებს ღრმა, აღუშფოთებელი ნეტარებით. დაე, თუნდაც მუდმივად შრომობდეს, - ვერც შრომას, ვერც მწუხარებას, ვერც წინააღმდეგობებს ვერ ხედავს და ვერ გრძნობს; რამეთუ თავად სიძნელეები ამ სიყვარულის გზაზე კი არ ამცირებენ, არამედ ამაღლებენ მას, როგორც ქარი კი არ აქრობს, არამედ მეტად და მეტად აძლიერებს და აგიზგიზებს ცეცხლის ალს.

და როდისაც იხსენებ როდის დაიწყო ეს ყველაფერი, აცნობიერებ რომ ეს იმაზე უფრო ადრე დაიწყო ვიდრე გეგონა, ბევრად უფრო ადრე და ამ მომენტში ხვდები, რომ ზოგიერთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება.. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ეცდები ამ გრძნობის დაბრუნებას, შენ მინც აღარ იქნები ციდან სამ მეტრზე ..
ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელსაც ეყვარები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არსებობ !  ის სიამოვნებას მიიღებს იმითი, რომ შენ იღიმები; მოგიტანს თბილ ჩასაცმელს, როდესაც გცივა  ის იდარდებს შენს ჯანმრთელობაზე, დაგირეკავთ ხშირად და გკითხავთ თუ როგორა ხარ  ის გულით ყოველთვის შენთან იქნება  ის ადამიანი ახლაც არსებობს, უბრალოდ დაელოდე, რომ შენს ცხოვრებაში გამოჩნდეს 
უვარხართ იმას კი არა ვინც მთელ მსოფლიოს აგებინებს მის გრძნობებს,არამედ იმას ვინც იცის რამდენი კოვზი შაქარი ჩაგიყაროთ ჩაიში.. 
თუ შენს გვერდით მყოფ ქალს აგრძნობინებ,
რომ დედოფალია.... მხოლოდ მაშინ 
შეიძლება საკუთარ თავს მეფე უწოდო...!
 
ყოველდღე გული -დან სიყვარულს გიგზავნი ..."
 
რა მსურს მივხვდი_ 
იტალიური ცხოვრება, 
ამერიკული ხელფასი, 
ფრანგული სიყვარული, 
გერმანული მანქანა და ჰავაის ზაფხული!
 
-შენ რა ყურზე ხალი გაქვს?
-ხო,რავი
-აა,ანუ გიტაცებ
^^^
 
სიყვარულისგან მიტოვებული, პლატონურ გრძნობას ქადაგებს ბრძენი: "ხომ შეიძლება გიყვარდეს ძლიერ და არასოდეს არ იყოს შენი" 

კატეგორია: სტატუსები <3 | ნანახია: 1990 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

(2013-10-02 8:16 PM)
ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელსაც ეყვარები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არსებობ ! ის სიამოვნებას მიიღებს იმითი, რომ შენ იღიმები; მოგიტანს თბილ ჩასაცმელს, როდესაც გცივა ის იდარდებს შენს ჯანმრთელობაზე, დაგირეკავთ ხშირად და გკითხავთ თუ როგორა ხარ ის გულით ყოველთვის შენთან იქნება ის ადამიანი ახლაც არსებობს, უბრალოდ დაელოდე, რომ შენს ცხოვრებაში გამოჩნდეს