მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » ლუკა
7:59 PM
ლუკა
ყველანი სრულიადში სასაფოდ  შედით ----->
ძალიან საინტერესოა )) 
ინტერვიუ ლუკა რაზიკაშვილთან ))
კომენტარები არ დაგავიწყდეთ


ლუკა :დ 

ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !


"საქართველოს ვარსკვლავის" ტრიუმფატორი ბათუმელი 19 წლის ლუკა ზაქარიაძე გახლავთ. კონკურსის ყველა ტურზე ჟიურის ფავორიტია და თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავს. საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობს. ემოციებს აკონტროლებს, მაგრამ ქართული ესტრადის კრიტიკასაც არ ერიდება. 

- ბავშვობიდან ვმღერი, რვა წლის ვიყავი, ფორტეპიანოსა და ხალხური სიმღერების წრეზე რომ შევედი. რამდენიმე წელი ვსწავლობდი ხალხურ მუსიკას და შემდეგ მძიმე მუსიკის მოსმენა დავიწყე. 

- თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ საკმაოდ სერიოზული პროფესია აირჩიე.
- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. პარალელურად მუსიკას ვსწავლობდი. საქართველოს მასშტაბით კონცერტებზე გამოვდიოდი, მაგრამ კონკურსში მონაწილეობა აქამდე არ მიმიღია. არ მომწონდა კონ­კურსები, სადაც, ჩემი აზრით, მუსიკა იჩაგრებოდა. "საქართველოს ვარსკვლავში" უფრო სხვა მიდგომაა.


ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !


- მუსიკალური ნიჭით ვის დაემსგავსე?
- მამა კარგად მღერის. 70-იანი წლების თაობაა. მაგ დროს წამოვიდა მძიმე მუსიკა და ყველაფერი გავლილი აქვს. დღეს უფრო ქალაქური მუსიკა მოსწონს.

- მითხარი, მძიმე მუსიკას ვუსმენდიო, ალბათ მეზობლები ამის გამო ხშირად წუხდებოდნენ. 
- შეიძლება, მაგრამ პრეტენზია რომც გამოეთქვათ, ყურადღებას არ მივაქცევდი. ყველას თავისი საქმე აქვს, ნაკლებად მაინტერესებს სხვების აზრი. დარბაზიდან რომ შემაგინონ, ჩემზე მაინც არ იმოქმედებს. შეიძლება, კონცერტის მერე ვნახო ის ადამიანი და... 

- სკოლაში როგორ სწავლობდი?
- ათებზე დავამთავრე, ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. 

- იმ წლებში პოპულარობაზე თუ ოცნებობდი?
- დიახ, ვფიქრობდი, რომ ხალხი ტაშს დამიკრავდა და ჩემი ნამღერი მოეწონებოდათ. ვოცნებობდი, ჩემი ნიჭი მათთვის მეჩუქებინა. საკონცერტო გამოსვლები, ჩემი ემოციები, შესაძლებლობები მათი ყოფილიყო. ქვეყანას, მასშტაბებს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მუსიკოსისთვის ხომ მთავარი სტუდია, აპარატურა, კარგი კოლექტივი და პროდიუსერია. 

- ბათუმში როგორც მუსიკოსს, თუ გიცნობდნენ?
- დიახ, იცოდნენ, რომ კარგად ვმღეროდი, მაგრამ ხანდახან იუმორში ატარებდნენ. მეგობრები მირჩევდნენ, რომ კონკურსებზე გავსულიყავი, მაგრამ, როგორც გითხარით, არ მომწონდა მაშინდელი სიტუაცია. საკუთარ თავშიც ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ისე წარვდგებოდი აუდიტორიის წინაშე, როგორც მსურდა. ასაკთან ერთად შინაგანი ძალა გემატება და უფრო ყალიბდები. ახლა უფრო მიზანდასახული ვარ, ვიცი, რა მსურს ცხოვრებაში.



ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !


- რამ იქონია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გავლენა?
- იყო ასეთი წამი... როდესაც Slipknot-ის 2002 წლის საკონცერტო ჩანაწერს მოვუსმინე, სადაც spit it out-ს მღერიან. მთელ დარბაზს იმას აკეთებინებენ, რაც მათ სურთ და საოცარი ადრენალინი მოდის. გაოგნებული ვუყურებდი, პირი ღია დამრჩა, ვფიქრობდი, შეიძლება, ასე მოხდეს? მეც მომინდა, მაგარია-მეთქი...

- ლუკა, საკმაოდ ჩაკეტილი ჩანხარ...
- იმდენი რაღაც არის ჩემში, ხანდახან საკუთარი თავის გაკონტროლება მიჭირს. ყველაფერი რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ, შეიძლება, ცუდი შთაბეჭდილება დავტოვო. ჩემში მუდამ არის პროტესტი. შევარდნაძის პერიოდი იყო და ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურებდით, მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი. უცებ შუქი ჩაქრა, მამამ შეიგინა და მეც შევიგინე (იცინის). ალბათ მამამ ვერც გაიგო, მაგრამ ეს იყო ჩემი პირველი მცირე მასშტაბის პროტესტი. ბევრი რაღაც არ მომწონდა სკოლაშიც, მაგრამ ეს დიდი თემაა. არის მომენტები, როდესაც გეკითხებიან, რატომ აკეთებ ამას, დაანებე თავიო. 
მინდა და ვაკეთებ, მერე ადამიანები სხვადასხვა გზას ირჩევენ და შორდები.



- სახლში დამჯერი იყავი?
- შეიძლება, რადგან მშვიდი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, თავი გავაკონტროლო. ახლაც ასე წყნარად რომ ვზივარ, დამჯერი ვარ (იღიმება). სინამდვილეში "მეტალიკის" კონცერტზე ვარ... საერთოდ, ადამიანი თავისი ბედით მუდამ უკმაყოფილოა, მაგრამ რეალობასთან ადაპტირებას ახერხებს. როდესაც ქუჩაში მწოლიარე ადამიანს ვხედავ, მიკვირს, ასე როგორ ძლებს, ვფიქრობ, სად ვცხოვრობთ, მაგრამ ყველაფერში ახერხებ პატარა ბედნიერების პოვნას. ჩვენი ერის მაგალითიც კმარა.



ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !



- შენი ბედნიერება რა არის?
- ბევრი რაღაც, ბედნიერება ყველაფერშია. ამ წუთას ყველაზე ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ ვარსებობ, ხალხს ვუყვარვარ, ჩემი საყვარელი მუსიკალური ფლეიერი მაქვს და ქუჩაში სიარულისას მუსიკას ვუსმენ. ბედნიერი ვარ...

- ლუკა, შენს გულშემატკივ­რებში საკმაოდ დიდი უკმაყოფ­ილება გამოიწვია სტატუსმა, სა­დაც წერდი, რომ "ბითლზის" ტ­უ­რში პროექტს დატოვებდი, რა­დგან გეი სიმღერას მღეროდი და მასში ქათმობის მეტი არაფერი იყო.
- ეს სტატუსი ყველამ ჰომოფობიურად აღიქვა. "ბითლზს" ბავშვობიდან ვუსმენ, მაგრამ კონცერტზეც დავამტკიცე, რომ მათი მუსიკა ჩემში არ ზის. სიმღერა გადავაკეთე, მელოდია ჩაჯდა, მაგრამ სახეზე უკმაყოფილება მეტყობოდა. როდესაც ზაზა მარჯანიშვილს სარეპეტიციოში ჩემთვის სიმღერა მოაქვს, ხანდახან ვაპროტესტებ. ის ძალიან მშვიდი, წყნარი ადამიანია. გადის ორი საათი და მაინც ვასრულებ, მაგრამ შედეგი ის არის, რომ ეს სტატუსი დავწერე. შემდეგ მაინც წავშალე. 


- და იმ ტურშიც პროექტი არ დაგიტოვებია. 
- კარგია, რომ არ გავვარდი, რადგან, ოთხშაბათის ტურში "სუპერსტარიდან" "გეთსმენი" ვიმღერე. გენიალური ტექსტი და საოცარი სიმფონიაა. ყველაფერია მასში ჩადებული. ამ სიმღერას ყოველთვის შეუძლია აგატიროს, დაგაფიქროს მაინც. 

- ქართულ ესტრადას თუ უსმენ?
- ვუსმენ, მაგრამ არ მომწონს. მარაზმია... ეგ ჩემთვის მუსიკა არ არის, გადასაგდებია. ცალი ხელით რომ დაუკრავ და იმღერებ, ისეთია. საერთოდ, ქართული ფოლკლორი განსაკუთრებულად მიყვარს, მსოფლიოში ბადალი არ აქვს, მაგრამ ქართული ესტრადის მოსმენას, ჯობია, კარების ჯახუნს უსმინო.




ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !



- როგორ წარმოგიდგენია საქართველოში მომღერლობა, ვი­სი დაწერილი სიმღერები უნდა შე­ასრულო?
- თავად დავწერ, ხმაც მაქვს და სმენაც, მთავარია, სტუდია მქონდეს. ამ პერიოდში რამდენიმე მელოდიის მონახაზი გავაკეთე. ჩემს ჯგუფს ვაყალიბებ ბათუმში. ბიჭები უნივერსიტეტში შევიკრიბეთ. ჩემი იდეაა, ბენდს Fuck დავარქვა. 

- თამამი ბიჭი ხარ, ბათუმში არ უჭირთ შენი გაგება?
- რა ვიცი, მისმენენ ან რამეს მეუბნებიან, ან უბრალოდ ფიქრობენ. მე, რა? გავიკეთებ ყურსასმენებს, მუსიკალურ ფლეიერში სიმღერას ჩავრთავ და გავივლი ან მათ ჩავეხუტები. 

- პროექტის განმავლობაში ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა შეიძინე.
- ძალიან გაიზარდა მათი რიცხვი "ფეისბუქის" ჩემს გვერდზე. გოგონები ხშირად მწერენ. ხანდახან მსაყვედურობენ, მეუბნებიან, თავში გაქვს ავარდნილიო. იცით, რატომ მეუბნებიან? ალბათ ძალიან დავაინტერესე. სხედან ტელევიზორთან, ხელი მგოსანივით აქვთ სახეზე შემოდებული, მიყურებენ და ფიქრობენ, ამას თავში აქვს ავარდნილიო (იღიმება). საერთოდ, შეუძლებელია, გოგონების გული ადვილად დაიპყრო.

- კარგი სიმღერით, მგონი, მოახერხე. 
- მითოლოგიური არსებები სირინოზები მეკობრეებსა და მეზღვაურებს სიმღერით აჯადოებენ, მეც მათ ხომ არ ვგავარ (იცინის). არ მივიღებ კომპლიმენტად, რომ იმიტომ ვარ მაგარი, რომ ვმღერი. ამავე დროს ადამიანი ვარ და ადამიანი წერს მუსიკას. მე ახლა სხვების დაწერილ მუსიკას ვასრულებ...


ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !


- შეყვარებული არ ხარ?
- ეს კითხვა გამოვტოვოთ... ამაზე არ ვსაუბრობ.

- დეპრესიული ხარ?
- დეპრესიულიც ვარ, მხიარულიც. საერთოდ, მორწმუნე ვარ და რადგან მძიმე მუსიკას ვუსმენ, იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის არ მწამს. ცოტა ხნის წინ ძალიან შემეშინდა. ბიბლიაში ეშმაკი ასეთ ფრაზას ამბობს - "ჩვენი სახელი არის ლეგიონი, იმიტომ რომ ჩვენში არის ბევრი". ეს ფრაზა ამომიტივტივდა და ვიფიქრე, მეც ხომ არ ვიყავი ამით შეპყრობილი. ჩემში ზის როკ-ენ-როლშიკი, მეტალისტი, ფოლკის მომღერალი, ჩვეულებრივი ადამიანი, მომავალი იურისტი, ადამიანი, რომელიც გოგონას ყავაზე ეპატიჟება.

- გაინტერესებს იურისპრუდენცია?
- კი, საინტერესოა, მაგრამ მშრალი ქაღალდები ნაკლებად, სული რომ არ არის ჩადებული. კანონს რომ ვკითხულობ, ვფიქრობ, როგორ მიდიან ადამიანები კანონდარღვევამდე. 


ლუკა ზაქარიაძე _ ინტერვიუ !





 იმედია მოგეწონათ <3 მართალია ძველი ინტერვიუა მაგრამ მაინც დავდე )) 
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1067 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-01-14 9:34 PM)
wyaro miawere xolme ra