მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » მალინა გახდომაში გვეხმარება?!
9:34 PM
მალინა გახდომაში გვეხმარება?!

არომატული და განსაცვიფრებელი ხილი მალინა. გაგიკვიდებათ, მაგრამ ეს რეალობაა, ეს პატარა და ლამაზი ხილი შეიცავს ისეთ შემცველობებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი ზედმეტი მავნე ნივთიერებების გამოყოფას. მალინა ხელს უწყობს ორგანიზმში სისიხლის მიმოქცევას.


ნაყოფი შეიცავს10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცეტამდე ორგანულ მჟავას, C, A, და B ვიტამინებს. დადგინდა, რომ ყოველდღიურად ამ ხილის 100 გრამის უზმოზე მიღება უწყობს გახდომას.ეს ხილი სეზონურად იყიდება, თუმცა შეუძლებელი არაფერია, რადგან დიდ სუპერმარკეტებსა თუ მარკეტებში მისი ყიდვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ გასაოცარი ხილის არომატს ბევრი შემცველობისათვის იყენებენ, როგორიცაა პარფიუმერია, ჰიგიენური საშუალებები, მედიკამენტები და თქვენ წარმოიდგინეთ სუნამოებშიც კი.


პატარა ხილს ნამდვილად, რომ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მილიონობით ამერიკელი დარწმუნდა ამ ხილის გასაოცარ ძალაში, როდესაც ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანის Oprah Show-ში ცნობილ დიეტოლგს ექიმ მაჰმეტ ოზზს ჰქონდა ამ თემაზე საუბარი. მისი თქმით მალინას კეროტინები შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც წვავს ორგანიზმში არსებულ ცხიმებს. ძედმეტი წონის მოშორება ყველას ძალიან სწრაფად უნდა და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. ეს ხომ მანდილოსნების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ასე, რომ ქალბატონებო თუ არ იცოდით ამ პატარა სასწაულ მოქმედი ხილის შესახებ, რომ თურმე მას შეუძლია თქვენში არსებული ცხიმის დაწვა, მაშინ მხოლოდ ისღა დაგჩენიათ, რომ იყიდოთ ეს ლამაზი ხილი და ყოველ დილით უზმოზე 100 გრამი მიირთვათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ გსურთ, სასურველი შედეგის მიღება თავი შეიკავეთ, რომ 6-ის მერე არ ჭამოთ. გისურვებთ წარმატებებს.



კატეგორია: სხვა | ნანახია: 2440 | დაამატა: -AnAnO♡ | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 3

(2013-06-06 7:14 PM)
au tiii ra pontshi wedavs kompii ?!