მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » Marilyn Monroe ♥
11:12 AM
Marilyn Monroe ♥
♥ Marilyn Monroe ♥

მერილინ მონრო (ინგლ. Marilyn Monroe) (დაბადების სახელი: ნორმა ჯინ მორტენსონი, ინგლ. Norma Jeane Mortenson) (დ. 1 ივნისი, 1926 – გ. 5 აგვისტო, 1962) იყო ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი, მოდელი, ჰოლივუდის ერთგვარი „ხატი", კულტისა და ყველა დროის სიმბოლო, მშვენიერებისა და მოდის იდეალი, ასევე სექს-სიმბოლო.

♥ Marilyn Monroe ♥

ის იყო ცნობილი თავისი კომედიური ხასიათის როლებითა და ეკრანებზე ხშირი გამოჩენით. მონრო გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი 1950-იანი და ადრეული 1960-იანი წლებისა. თავისი კარიერის შედარებით გვიან „საფეხურებზე" ის სერიოზულ როლებზე მუშაობდადა მისი წარმატება მისივე დროის ყველა დანარჩენი მსახიობისას აღემატებოდა.

♥ Marilyn Monroe ♥

ერილინის ნაადრევი სიკვდილი შესაძლო თვითმკვლელობად იქნა მიჩნეული. უამრავ პიროვნებას, ჯეკ კლემონსის (Jack Clemmons, პოლიციის ოფიცერი, რომელიც ყველაზე პირველი მივიდა მერილინის გარდაცვალების ადგილზე) ჩათვლით სჯეროდათ, რომ მონრო მოკლეს.

მერილინ მონრო არის ერთადერთი ქალი წარმომადგენელი ჟურნალ ფორბსის „ყველაზე შემოსავლიანი გარდაცვლილი გამოჩენილი ადამიანების" სიაში.

♥ Marilyn Monroe ♥

მერილინ მონრო დაიბადა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოს საქველმოქმედო პალატაში. ბიოგრაფ ფრედ ლავრენს გილზის თანახმად, მისმა ბებიამ დელა მონრო გრეინჯერმა ის აიმე სემპლ მაკფერსონს მოანათვლინა როგორც ნორმა ჯინ ბეიკერი. მიუხედავად იმისა რომ 1946-ში მან სასცენო სახელად მერილინ მონრო აიღო, მას მაინც არ შეუცვლია ლეგალურად თავისი სახელი 1956 წლის 23 თებერვლამდე. მონროს დედა გლედის პირლ მონრო ბეიკერი იყო. წლების მანძილზე სჯეროდათ, რომ გლედისის მეორე ქმარი მარტინ ედვარდ მორტენსენი (დ. 1897 - გ. 1981)იყო მერილინის მამა. ასევე, მონროს დაბადების მოწმობაშიც სწორედ მისი სახელი და გვარი ეწერა.

♥ Marilyn Monroe ♥

საინტერესო ფაქტები:

მერლინი იყო პირველი ქალი რომელიც ჟურნალ ფლეიბოის გარეკანზე მოხვდა

ბავშვობაში იყო ქერა თუმცა რომ წამოიზარდა თმა გაუმუქდა

როდესაც მერლინი გარდაცვლილი იპოვეს მას ხელში ტელეფონი ეჭირა

სამოდელო კარიერის დასაწყისში ის იღებდა მხოლოდ ხუთ დოლარს

გამონაყარის შიშით სახეს დღეში თხუთმეტჯერ იბანდა

მას შესთავაზეს მონაკოს პრინცის ცოლობა 

ფიქრობდა რომ მისი საუკეთესო მხარე იყო მარჯვენა პროფილი 

ატარებდა სათვალეს

უქმე დღეებში მხოლოდ ხალათს იცვამდა

როდესაც დაჯილდოვებაზე კაბა გაეხა მერლინი ცრემლებად იღვრებოდა და ტირილს ვერ იკავებდა

მისი ნამდვილი მამა იყო ჩარლს სტენლი გიფორდი

იყო ჯეიმს ჰასპიელის კარგი მეგობარი

ფილმში საუზმე ტიფანისთან მერლინის გადაღებას აპირებდნენ მაგრამ შემდეგ როლზე ოდრი ჰეპბერნი დაამტკიცეს

მან ცხრა სხვადასხვა ტონალობის ქერად შეიღება თმა სანამ თავის საბოლოო ფერს მიიღებდა


მის შესახებ 600 წიგნი დაიწერა

დედის მხრიდან ორი ძმა ყავდა. ერთ-ერთი 14 წლის ასაკში დაიღუპა


♥ Marilyn Monroe ♥

მისი რამოდენიმე გამონათქვამი:

მე ვიყავი კალენდარზე მაგრამ არასდროს ვყოფილვარ დროში

მე კარგად გამოვიყურები მაგრამ არ ვარ ლამაზი,
მე ვცოდავ მაგრამ არ ვარ ეშმაკი,
მე კარგი ვარ,მაგრამ არ ვარ ანგელოზი

როდესაც პატარა ვიყავი არავინ მეუბნებოდა რომ ლამაზი ვარ,პატარებს ეს უნდა უთხრათ,თუნდაც არ იყვნენ ლამაზები მაინც

ძაღლები არასდროს მკბენდნენ,მხოლოდ ადამიანები

სექსი ბუნების ნაწილია,მე ბუნებას მივყვები

მე ნამდვილი ქალი ვარ და ეს მსიამოვნებს

მე არ მინდა ფულის კეთება,მე უბრალოდ მინდა ვიყო გასაოცარი


მე ძალიან ბევრი ფანტაზია მქონდა დიასახლისობასთან დაკავშირებით,მგონი თვითონ ვარ ფანტაზია


უკეთესია უბედური იყო მარტო ვიდრე სხვასთან ერთად


მსახიობი არ არის მანქანა,მაგრამ მათ ამუშავებენ როგორც მანქანებს,ფულის მანქანებს..

სიცრუეა ის რომ მე არაფერი გამაჩნდა,მე რადიო მქონდა ჩართული

თუ მე ვთამაშობ სულელ გოგოს და კითხვასაც სულელურს ვსვამ ეს გამართლებულია,აბა რა უნდა ვაკეთო,ინტელიგენტივით მოვიქცე?

მე საკუთარ თავს აღვადგენ,როდესაც მარტო ვარ


ჰოლივუდი ის ადგილია სადაც კოცნისთვის ათას დოლარს გიხდიან ხოლო სულისთვის ორმოცდაათ ცენტს

♥ Marilyn Monroe ♥

♥ Marilyn Monroe ♥

♥ Marilyn Monroe ♥

♥ Marilyn Monroe ♥

♥ Marilyn Monroe ♥
ნანახია: 1063 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2012-12-30 11:26 AM)
* 1 BitchyBekah   [Entry]
Zaan lamazi qali ikomagram me audrey mirchevnia ;D
kargi siaxlea yochag