მთავარი » 2013 » მაისი » 31 » მე მინდა...
2:29 PM
მე მინდა...
მე მინდა?
იცით რა მინდა ყველაზე მეტად?იცით?
არამგონია იცოდეთ.
რატომღაც ყველაზე დიდი მინდა არ არის ის რომ დავისვენო საზღვარგარეთ და ვნახო დისნეილენდი და ეგეთი უაზრობები.

ჩემი ყველაზე დიდი მინდა არის ის,ის,ის არის,რომ დავბრუნდე იმ დროში,როდესაც ჩემი ბაბუა იყო ცოცხალია,მიჭირს ამის თქმა,მონატრება მოდის,სევდა მაწევს გულზე,ცრემლებს ვერ ვიკავებბ,ეხლა და ამ დროს უცბათ გული გამისკდება,ეს მონატრება ისეთი ძლიერიაა.
ზოგჯერ ჩემთვის დამჯდარვარ და მიფიქრია,რატომ დავკარგე დროს გარეთ ეზოში თამაშით,კომპიუტერთან გართობით აი იმ წუთებით შემეძლო ვყოფილიყავი ჩემს გამზრდელ ბაბუასთან ერთად,მინდა ისევ დამხვდეს სკოლის კარებთან,მინდა ისევ ვთქხოვდე 50 თეთრს ნაყინისთვის,მინდა ისევ ერთად დავდიოდეთ ჩემს ცეკვაზე,მინდა,რომ ის დამიბრუნდეს ან თუნდაც 1 წამით ვნახო მაგრად ჩავეხუტო და გავუშვა,ეს ჩემი მინდა იმდენად დიდი და სასურველია,რომ არც კი ვიცი მოვა თუ არა ის დროს,რომ ყველაზე დიდი მინდა სხვა რამ გახდება?ხდება ასეთი მოვლენები?ხდება ის რაც არ გინდა?ვიცი,ვიცი მის სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია,არასოდეს მიფიქრია,რომ შემი ულვაშებიანი(სინდისიაო ეგრე მითხრა) ბაბუა დამტოვებდა,ღამე ვფიქრობდი ხალხი კვდება,მაგრამ ჩემი ბაბუა ჯერ პატარაა და არ მოკვდებათქო,ბაბუაჩემის ცოლი(ბებიაჩემი) ადრეულ ასაკში გარდაიცვალა და თქვენ გგონიათ მან ეს მაგრძნობინა?ვინმეს გონია,რომ მან დამაკლო ბებიის სიყვარული?გგონიათ ბებიას მოვალეობას არ ასრულებდა?ასრულებდა დიახ ყველაფერს ასრულებდა:საჭმელსაც მიკეთებდა,ჩემზე ზრუნდავდა და სახლსაც კი მილაგებდა.თქვენ გგონიათ მისი ამაგი და შრომა ოდესმე დამავიწყდება?ნურას უკაცრავად ასე არავის გეგონო!
მისმევენ კითხვას: ''გახსოვს ბაბუა?'' ნუთუ როგორ არ უნდა მახსოვდეს ჩემი ბაბუა ? ჩემი სიცოცხლე?4-5 წელია რაც აღარ მყავს და თქვენ გგონიათ ამ ხნის მანძილზე გავიაზრე,რომ ის ცოცხალი აღარაა? ეს ხომ სასაცილოაა?დღემდე მგონია,რომ ის ცოცხალია უბრალოდ წასულია სოფელში(იქ ხშირად დადიოდა ხოლმე) განა არის ადამიანი ისეთი ვინც მას იცნობდა და მისი სიკვდილი არ ეწყინა?არ არის.ყოველთვის მასწავლიდა გამეკეთებინა სიკეთე და ვყოფილიყავი კარგი გოგო.

მახსოვს,როგორ დავდიოდით ერთად სკოლაში,მახსოვს მისი ის ღიმილი,როდესაც ვეტყოდი,რომ სკოლაში კარგი ნიშანი მივიღე,მახსოვს დღეები როდესაც კრებაზე ჩემზე ცუდი რამ უთხრეს მაგრამ დედაჩემისთვის არაფერი უთქვამს,მახსოვს დღეები როდესაც რამეს დავაშავებდი,ბოდიშს ვუხდიდი და ცრემლებს წამოსვლას არ აცდიდა ისე მომიწმინდავდა ხოლმე.მახსოვს ის დღე,ის ყველაზეე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში,ყველაზე ყველაზე ტრაგიკული რაც კი თავს გადამხდენია,ის კვნესა,რომელიც ყურში ჩამესმოდა და ის ცხელი ცრემლები,რომლებსაც მე ვღვრიდი,მახსოვს თავიდან არაფერი მითრეს და სახლი,რომ მივედი მამაჩემი მოვიდა და მითხრა ბაბუაც აღარ გყავს შვილოო და ჩამეხუტაა,ეს სიტყვები,მისი სახე და ცრემლები რომ მახსენდება,როგორ შემიძლია არ ვიტირო?ცრემლები არ ვღვარო,როგორ შეიძლება ვიჯდე ასე უგულოდ და ვუცქირო სხვათა კვნესას,ბაბუაჩემი(მამაჩემის მამა იყო)როცა წავიდა,მახსოვს მამაჩემი როგორ მოვიდა და მითხრა არ იტიროო მაშინ როდესაც თვითონ ტირილი უნდოდა მაგრამ ცრემლებს იკავებდა და მე მამშვიდებდა.ვიცი ახლა ის ჩემი მფარველი ანგელოზიაა ვიციი ეს კარგად ვიცი,მაგრამ არ მინდა იყოს ანგელოზი,მინდა იყოს ისევ ის ყველასთვის საყვარელი ბაბუა,რომლსაც არავისთვის არაფერი არ ენანებოდა 

და მაინც რაც არ უნდა მოხდეს
ჩემი ყველაზე დიდი მინდაა არის,რომ ის ჩემს გვერდით,ცოცხალი და ჯანმრთელი იყოს.


კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 971 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9

(2013-06-02 1:01 PM)
შემეშალაა სმაილიი clap clap clap