მთავარი » 2013 » აპრილი » 29 » Meet Your Aged Famous People
10:20 AM
Meet Your Aged Famous People

ბოდიში, რომ გალოდინეთ <3
პროექტის პირველი ნაწილი ... ძალიან საინტერესო..
3 თანატოლი, რომლებმაც მწვერვალი დაიპყრეს..!
ყველანი სრულად და გაიგეთ მათ შესახებ..!
P.s ერთი უცხოელია, ორი ქართველი

ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება, ბოლომდე წაიკითხოთ <3

გოგონა,რომელიც ცაშია…
არის ერთი ამბავი,რომელიც ალბათ ყველა მკითხველს გულს აუჩუყებს და ჩააფიქრებს,ეს ამბავი კი პატარა გოგონას ეხება,რომელიც უკვე გარდაიცვალა,მაგრამ შემდეგ სახელი გაითქვა და მასზე უამრავი სტატია არსებობს უცხოურ პრესაში.
ელენა დესერიქი 5 წლის იყო,როდესაც ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ვარაუდობდნენ,რომ ბავშვი მხოლოდ 135 დღეს თუ გაძლებდა. ამის მერე ელენამ თითქოს იცოდა,რომ თითოეული დღე მისთვის საჩუქარი იყო და უნდა გამოეყენებინა,ამიტომაც შეადგინა სურვილების სია,რომელშიც საპატიო ადგილს იკავებდა :დელფინებთან ცურვა, მანქანის ტარების სწავლა და ა.შ. ეს ყველაფერი მშობლებმა შეუსრულეს რა თქმა უნდა და გოგონა ბედნიერად ატარებდა დარჩენილ დღეებს.
თუმცა კიბოს უჯრედები განუწყვეტლივ აგრძელებდნენ გამრავლებას და ბავშვის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, ბოლოს მას უკვე ლაპარაკი აღარ შეეძლო,რადგან თავის ფორმა საგრძნობლად შეეცვალა და გაუსივდა. გოგონა ხატვას მიეძალა,მას ყოველთვის უყვარდა ეს საქმიანობა, საყვარელი მხატვარი კი მისთვის პაბლო პიკასო იყო,ამიტომაც სიურპრიზი გაუკეთეს და ელენას ერთ–ერთი ნახატი მუზეუმში პიკასოს ნახატის გვერდზე ჩამოაკიდებინეს, შემდეგ კი გოგონა მუზეუმის დასათვალიერებლად წაიყვანეს.
პატარა ელენამ სასიყვარულო მესიჯების წერა დაიწყო,ის ხატავდა ბარათებს და შემდეგ ტექსტს წერდა: მე თქვენ მიყვარხართ დედიკო,მამიკო და გრეისი. გრეისი მისი პატარა და იყო. ასევე ბებიებსა და ბაბუებსაც მიუძღვნა რამდენიმე ბარათი. მაგრამ ეს არ იყო უბრალო გატაცება,ბავშვი თურმე რაღაც სიურპრიზს უმზადებდა ოჯახს.
ელენა დიაგნოზის დასმიდან 255 დღეში გარდაიცვალა, ეს 2007 წელს მოხდა. შემდეგ მშობლებმა უცნაური რამ შენიშნეს, ელენას ბარათებს სახლში ყველგან პოულობდნენ. ზოგი წიგნის თაროზე იდო,ზოგი კარადებში მიმალული, ზოგი ჩანთებში. იმდენ ადგილას აღმოჩნდა პატარ–პატარა ბარათები დამალული,რომ ყველასთვის ცხადი გახდა,ეს ყველაფერი განზრახ იყო გაკეთებული და პატარა ელენა ნამდვილად ყველაზე ჭკვიანი და საყვარელი ბავშვი გახლდათ.
მშობლებმა ონლაინ ჟურნალის შექმნა გადაწყვიტეს,სადაც ელენას ამბავი იქნებოდა აღწერილი,მისი პორტრეტი გამოჩნდებოდა,თუმცა სულაც არ ფიქრობდნენ რომ აქ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი კიბოიანი ბავშვის ამბავი… ონლაინ ჟურნალმა გაამართლა,უამრავი ადამიანი კითხულობდა ყოველდღიურად პატარას ამბებს და ბოლოს,როცა ყველაფერი დამთავრდა,ოჯახმა გადაწყვიტა წიგნად გამოეცა ისტორია ელენას შესახებ. მართლაც წიგნი ძალიან პოპულარული გახდა და ბავშვს სახელი გაუთქვა.
მამა: ,,ის პატარა,არაჩვეულებრივი გოგო იყო. უყვარდა წიგნები,კითხვა მისი გატაცება იყო. ამბობდა,როცა გავიზრდები მასწავლებელი და დედა უნდა გამოვიდეო. მე არ მინდა,რომ მისი ყველა ბარათი უკვე აღმოჩენილი გვქონდეს, იმედი მაქვს ეს სიურპრიზები წლების განმავლობაში გაგრძელდება.”
წყარო: ucnauri.com

როგორ გახდნენ ყველაზე პოპულარული ბავშვები – ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე
სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები” ყოველ შაბათს უქმნის მაყურებელს სასიამოვნო განწყობას. მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალის ყველაზე პატარა მსახიობები შეიყვარა, რომლებიც საქმეს პროფესიონალურად უდგებიან. ქეთა ორბელაძე და გიორგი ბარბაქაძე, მართალია, გადასაღებ მოედანზე დიდ დროს ატარებენ, მაგრამ თითქმის არასდროს იღლებიან და ჩვეული ენერგიით განაგრძობენ საქმეს. 
– მოგწონთ აქ ყოფნა?
გიორგი: კი, ძალიან. 
ქეთა: მოგვწონს და კარგად ვერთობით. 
– რამდენი წლის ხართ?
ქეთა: მე 5 წლის ვარ. 
გიორგი: მე 10 წლის ვარ და მეოთხე კლასში ვსწავლობ. 
– მერე აქ რომ ამდენ დროს ატარებ, სკოლაში როგორ ასწრებ სიარულს. სწავლაში ხელი არ გეშლება? 
გიორგი: ცოტა-ცოტა. 
– ქეთა, შენ, ალბათ, ბაღში დადიხარ. 
ქეთა: კი. 
– დარწმუნებული ვარ, თქვენი ბაღისა და სკოლის მეგობრებში ძალიან პოპულარულები ხართ. უკვე ყველა გიცნობთ და ძალიან უყვარხართ მაყურებელს. 
გიორგი: გარეთ რომ გავდივართ, გვცნობენ ხოლმე. დღეს მაღაზიაში შევედი, გამყიდველმა მიცნო და კევი მაჩუქა. 
ქეთა: მეც მცნობენ. სულ მეუბნებიან, შენ ის არ ხარ სერიალში რომ თამაშობო? „ენკი-ბენკიში" რომ ვიყავი, იქაც მიცნეს. 
– მოგწონთ პოპულარობა? 
გიორგი: კი, ძალიან. 
– ისეთივე ცელქი ბავშვები ხართ ცხოვრებაში, როგორიც სერიალში ხართ? 
გიორგი: სერიალში ასეთი როლი გვაქვს, ბებიასაც ვაბრაზებთ, მაგრამ ცხოვრებაში ასეთები არ ვართ. 
– აბა, როგორები ხართ? 
გიორგი: ცხოვრებაში მე ცოტა ცელქი ვარ. 
ქეთა: კარგები ვართ, ცოტა-ცოტა ცელქებიც. ნამდვილ ბებიას არ ვაბრაზებ, მარტო სერიალში ვიქცევი ასე. ერთხელ დედიკოს ვაბრაზებდი, მერე ბოლო ხმაზე მიყვირა და გავჩერდი. ბარემ დედიკო ჩაწერეთ და ის გეტყვით. 
– რა ლამაზი ბეჭედი გიკეთია. იპრანჭები ალბათ, არა? 
ქეთა: საბავშვო ბეჭედია. გაპრანჭვა მიყვარს, დედიკოს პომადის წასმას შევეჩვიე. მამიკოს „დუხს" ვპარავ და სულ დავუცალე. 
– გიო, შენც თუ გიყვარს გაპრანჭვა? 
გიორგი: არა, რასაც მეტყვიან იმას ვიცვამ. 
ქეთა: გიორგი, გოგონებს მოსწონთ. 
– შეყვარებული ჰყავსო, გავიგე. 
გიორგი: სერიალში კი, მაგრამ ნამდვილი შეყვარებული არ მყავს. 
– გოგონები, ალბათ, გეპრანჭებიან, ასეთი პოპულარული ბიჭი რომ ხარ? 
გიორგი: ჩემი კლასელი გოგოები ჯეკოს მეძახიან. 
ქეთა: მეც არ მყავს შეყვარებული. 
– სერიალში როგორ მოხვდით? 
გიორგი: ქასთინგზე დაგვიბარეს, სცენარი უნდა გვესწავლა. უნდა შევსულიყავით და რეჟისორისთვის გვეთქვა ეს სცენარი. ბიჭებში ყველაზე კარგად მე ვთქვი, გოგოებში – ქეთამ. მოვეწონეთ და აგვირჩიეს. 
ქეთა: ქეთი დევდარიანმა დაწერა ეს სცენარი თვითონ, ჩვენ არ დავხმარებივართ. პირველად რომ მოვედი ამ სერიალში გიორგის არ ვიცნობდი, მერე გავიცანი და დავმეგობრდით. ერთმანეთს სერიალშიც ვეჩხუბებით და ისეც.
– დაიკო ან ძამიკო თუ გყავთ? 
გიორგი: მე დაც მყავს და ძმაც. 
ქეთა: მე ბევრი დეიდაშვილები მყავს. 
გიორგი: ჩემი ძმაც მსახიობია, ვიქტორ ბარბაქაძე, ხომ იცით? „ანა-ბანაში” რომ გამოდიოდა, კიდევ „რენე მიდის ჰოლივუდში,” „მირზას დაბადების დღეშიც” თამაშობს. კიდევ რაღაც რუსულ ფილმშიც თამაშობს, აღარ მახსოვს რომელში. მეც მინდა, მსახიობი ვიყო, რომ გავიზრდები. 
ქეთა: მეც მინდა. 
გიორგი: რეჟისორი გვეუბნება, თქვენ უკვე მსახიობები ხართო. სერიალში ხომ ვთამაშობთ, „ვანოს შოუშიც” ვიყავით, „დღის შოუშიც.” 
– სახლში რითი ერთობით? 
გიორგი: კომპიუტერს ვთამაშობ. ყველაზე მაგრა მიყვარს კარგშინაარსიანი თამაშები, „გონკებიც" მიყვარს. 
ქეთა: მე თოვლის ბაბუ მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ, ბევრ საჩუქრებს მჩუქნის ხოლმე. 
გიორგი: ხო, თოვლის ბაბუა!.. დედა შემოვა და დაგვიდებს საჩუქრებს. 
– ქეთა, შენ როგორ ერთობი სახლში? 
ქეთა: სახლი მაქვს ერთი ძალიან კარგი, რომელიც ჩემმა ნათლიამ მომიტანა და იმით ვთამაშობ. 
– დედიკოს შენც უხატავ კაბებს, როგორც სერიალში? 
ქეთა: ცოტა-ცოტა, კი. 
გიორგი: მე ბავშვობიდან მაქვს ხატვის ნიჭი. აი, ამ კედელზეც ჩემი დახატულია. ახლა თოვლის ბაბუა უნდა დავხატო, ვითომ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს. კიდევ, კარგად ვმღერი. 
ქეთა: მე დავდივარ სიმღერაზე. მალე რუსთავში მექნება კონცერტი თიკა მახალდიანთან და ნიცა ხუციშვილთან ერთად. ერთად უნდა ვიმღეროთ „თეთრი ციდან ფიფქი ცვივა.” 
– კიდევ რა გიყვართ, აბა, მითხარით? 
გიორგი: მე ფეხბურთი მიყვარს და დავდივარ. „რეალს" „ვბალერშიკობ" და ყველაზე მეტად კრისტიანო რონალდო მიყვარს. 
– რა არის თქვენი ოცნება? 
გიორგი: მინდა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდეს. 
ქეთა: თოვლის ბაბუ არსებობს და ჩემთან ყოველ ახალ წელს მოდის. 
– გადაღებაზე ბევრ დროს ატარებთ, არ იღლებით? 
ქეთა: ვაიმე, ეგ არ გამახსენოთ. 
გიორგი: ერთი საათი რომ გავა, სულ გავიძახით საჭმელი გვინდა, საჭმელიო. მერე გიორგი ჟორიძეს, ამოაქვს ხოლმე და ვჭამთ. 
ქეთა: ჟორიძე კი არა, ჟორიკა ლაზარიშვილი. 
– მსახიობებს ხომ არ აბრაზებთ გადაღების დროს? 
ქეთა: არა. 
– გიორგი ლიფონავა როგორ გექცევათ? რეჟისორს ხომ არ აბრაზებთ? 
გიორგი: არა, გიორგის არ ვაბრაზებთ და თვითონაც ძალიან კარგად გვექცევა. გიორგის იმიტომ ვეძახი უფროსს, ტელეფონი რომ მათხოვოს.
წყარო: tbiliselebi.ge

პირველი ნაწილი ინტერნეტიდან ავიღე, შემდეგში ჩემი დაწერილები იქნება აუცილებლად <3
კომენტარებში დაწერეთ, ვისზე გინდათ დავდოთ შემდეგში <3
კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 1479 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 121 2 »

(2013-05-01 12:56 PM)
* 12 marriami   [Entry]
Meet Your Aged Famous People mokle agwerashi rogor gaaforme??