მთავარი » 2013 » მაისი » 1 » მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
10:11 PM
მერლინ მონროს ცხოვრება: ფაქტები და უცნობი ფოტოები
Marilyn Monroe 
ინფორმაცია მერლინ მონროზე. 
ძალიან საინტერესოა , 
იმედია მოგეწონებათ <33 
  



მერლინ მონრო (ნორმა ჯინ მორტერსონი) 1926 წლის 1 ივნისს დაიბადა ლოს-ანჯელესში.
 მას იმ პერიოდში ცნობილი მსახიობის ნორმა ტალმაჯის სახელი დაარქვეს. მერლინის დედა ჰოლივუდის
კინოლაბორატორიაში მუშაობდა და გაოცებული იყო ნორმას სილამაზითა და თამაშით, და როდესაც
თავად შეეძინა გოგონა, გადაწყვიტა საყვარელი მსახიობის სახელი ეწოდებინა. მას სჯეროდა, რომ
თავისი შვილიც კინოვარსკვლავი გახდებოდა.


ნორმა/მერლინის ბავშვობას ბედნიერს ვერ ვუწოდებთ. მამა არ ჰყოლია, დედა კი უცნაური და
გაუწონასწორებელი იყო. ის ფიქრობდა, რომ შვილის აღზრდას მარტო ვერ შეძლებდა და დაბადებიდან
2 კვირის თავზე სხვა ოჯახს გადასცა გასაზრდელად.

 გოგონამ ოჯახში 7 წელი გაატარა და იშვიათად
ნახულობდა დედას. 7 წლის ასაკში გლედისმა(დედამისმა) უკან დაიბრუნა შვილი, მაგრამ ცოტა ხნით.
მალე მას ფსიქიკური მოშლა დაემართა და გაგზავნეს ფსიქიატრიულში. ბავშვობის დარჩენილი ნაწილი კი
მერლინმა უპატრონო ბავშვთა სახლში და ოჯახებში გაატარა.


ბავშვობაში მერლინის გაუპატიურება ორჯერ სცადეს, ერთხელ, ოჯახში მამინაცვალმა, მეორეჯერ კი
ბიჭმა, რომელიც ბიძაშვილად ეკუთვნოდა, ესეც ერთ-ერთ ოჯახში ყოფნისას. თვითონ მოგვიანებით ამბობდა:
"პირადად ჩემთვის, სექსი და სექსუალური პრობლემები არ იკავებენ უფრო დიდ ადგილს, ვიდრე ფეხსაცმელების
გაწმენდაო". 19 წლადე მერლინმა ორჯერ სცადა თვითმკვლელობა.

პირველი ნამდვილი გამარჯვება მან თანდაყოლილ ენაბლუობაზე შეძლო. ენის ბორძიკის გარეშე ის
ვერ აბავდა ორ სიტყვას. 3 წლის განმავლობაში ცდილობდა გამოსწორებას და შეძლო კიდეც: 16 წლის
ასაკში ლოგოპედების დაუხმარებლად ნორმალური მეტყველება დაიწყო.

ირველად, მერლინი გათხოვდა 16 წლის ასაკში, მიატოვა სკოლა და ქმართან, ჯიმ დოგერტისთან დაიწყო
ცხოვრება. ეს უბრალოდ იყო თავის დაღწევა, რადგან სურდა სასწრაფოდ მოშორებოდა ბავშვთა სახლს.
1 წლის ქორწინების შემდეგ, ჯიმი ფლოტზე წავიდა, ნორმა კი საავიაციო ქარხანაში.

ემოდგომაზე ქარხანას რეჟისორები და ფოტოგრაფები ეწვივნენ. მათი გადასაღები თემა იყო: ამერიკელი
ქალბატონები ნაციზმთან ჭიდილში. ფოტოგრაფმა დევიდ კონოვერმა შეამჩნია რა ნორმა ჯინი, შესთავაზა
პოზირება და 5 $ საათში. ასე დაიწყო მისი ვარსკვლავური კარიერა.

მალე მან მიატოვა ქარხანა
და დაიწყო ფოტომოდელად მუშაობა. ომიდან დაბრუნებულ ქმარს ეს არ მოეწონა და მას ულტიმატუმი
დაუყენა: ან სამსახური ან ოჯახი. 

მაგრამ მას ამბიციები ჰქონდა, უნდოდა თამაში, კინოვარსკვლავობა, თან გაგებული ჰქონდა, რომ
პროდუდერები გაუთხოვარ გოგონებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ამიტომაც ქორწინების ფინალიც ნათელი გახდა!
 20 წლის მერლინს არ ჰქონია კლასიკური სილამაზე, მაგრამ: გაცისკროვნებული ღიმილი ჟურნალის
ფურცლებზე, კალენდრებსა თუ მისალოცებზე, მალავდა მისი ბავშვობის ტკივილს, კომპლექსებსა და
დეპრეიულობას. 

მოგვიანებით ერთ-ერთი კრიტიკოსი წერდა: "არ უყვარდეთ 25-35-45 ასაკში ასატანია თუ უყვარდით 5 წლის
ასაკში. თუ ვიტყვით როგორ ეფერებოდნენ მერლინს ბავშვობაში, არაფრის თქმა არ მოგვიწევს!"
თვითონ ვარსკვლავიც ხომ იხსენებდა: "არავინ მეძახდა შვილს, არავინ მეხუტებოდა, არავინ მკოცნიდა"
როდესაც პატარა გოგონა თავს მარტოსულად გრძნობს, როდესაც ის არავის სჭირდება, ამას ვერასოდეს
დაივიწყებს!"


1946 წელს მას კონტრაქტი გაუფორმეს და სტატისტიკოსად დანიშნეს. სთავაზობდნენ სხვადასხვა სახელებს,
მაგრამ საბოლოო არჩევანი ვარსკვლავმა მერლინ მონროზე გააკეთა. 

მონრო მისი ბებიის გვარი გახლდათ.
1951 წელს, კვირაში ის უკვე 2-3ათას წერილს იღებდა თაყვანისმცემლებისგან. 1954 წელს მიიღო
ტიტული "ყველაზე პოპულარული მსახიობი ქალი".

ყველა დროის გამოჩენილი ქერა ქალბატონი" დაიბადა ღია ყავისფერი თმით, ფსევდონიმის შეცვლასთან
ერთად მან თმა სუფთა ქერად გადაიღება და ჩაიტარა რამოდენიმე პლასტიკური ოპერაცია, მათ შორის
ცხვირის ფორმა.

 კარიერის დასაწყისში, მერლინი პოზირებდა კალენდრებისთვის და ამაში მას საათში 50 $ს უხდიდნენ.
ის ფლეიბოისთვისაც იქნა გადაღებული, პორნო ფოტოსესიებთან დაკავშირებით მასზე უამრავი ჭორი და
სკანდალი დადიოდა, მაგრამ ყველაფერი ეს მას უფრო დიდ პოპულარობას სძენდა.
მერლინ მონროს გამოსახულება შეგხვდებოდათ აბსოლიტურად ყველგან: ჭიქებზე, კარტზე, ბარებსა
თუ ბალიშის პირებზე.

 1954 წელს ის ცოლად გაჰყვა ცნობილ ბეიზბოლისტს ჯო დიმაჯოს. მათმა ქორწინებამ 9 თვეს
გასტანა. თუმცაღა, ჯო კვლავინდებურად აგრძელებდა მორალურ თანადგომას მერლინისადმი მის
კარიერაში.

ქორწინების პერიოდში, მათ თაფლობის თვე იაპონიაში გაატარეს, სადაც მერლინ მონროს საშუალება
მოეცა გამოსულიყო ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც კორეელების წინააღმდეგ ომში
მონაწილეობდნენ. მათთვის ცნობილი "გოგონა ყდიდან"- ცოცხლად ნახვა უბრალოდ სასწაული იყო.
მერლინმა სცენაზე იყვირა: "არასოდეს მინახავს ამდენი მამაკაცი ერთად!" მან რამოდენიმე სიმღერა
შეასრულა.
 


LadyVampire


კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 796 | დაამატა: nana_directioner | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3

(2013-05-02 11:04 AM)
* 3 ekoo♡   [Entry]
magari siaxleeaa dzaaan <3 magram me odri mirchveniia ♥