12:13 PM მეტირები. :) | |
New Sketch = ) თქვენთვის ახალი ჩემთვის ძველი ჩანახატი! :) მეტირები. მე ხვალ წავალ დ მარტო დარჩები,ძალიან მარტო. სიტყვებს ვადა გაუვიდათ. ‘ჩვენ’ აღარაფრად ვღირვართ. აღარავის ვჭირდებით ‘ჩვენ’. ‘ჩვენ’ უკვე ერთნი აღარ და ვეღარ ვართ. თუმცა, უკვე ვეგუებით.. ისე ვგლოვობ შენს წასვლას, როგორც სიცხიანი ორსული ქალი დასტირის მის გარდაცვლილ ქმარს,რომელმაც უკვე დიდი ხანია დასტოვა. ‘ჩვენს’ სახლში, დიდი სიცარიელის სუნი დადგა. წამლების სუნით ყარს ‘ჩვენი’ ოთახი. და. შენ ჩემთან აღარ ხარ. მე ვცდილობ: დავივიწყო შენი თბილი თვალები. დავივიწყო შენი ძალიან ღრმა გრძნობები. დავივიწყო შენი სხეული. ვცდილობ,რომ დაგვიწიყო, გესმის?! მაგრამ მოსვენებას ვერ ვპოულობ.. გულში ვერავინ ავსებს დაკარგულ ადგილს. ვერავინ იგებს. ვერავინ ხედავს. ერავინ ხვდება. არავის არ აინტერესებს. არავინ არ დარდობს. მე მოვალ შენთან, ჰო მოვალ.. იმიტომ,რომ დაგტოვო. ‘ჩვენ’ აღარაფერი გვაქვს სალაპარაკო. დავდივარ ხიდზე და მახსენდები. მახსენდები. მახსენდებ. მახსენდე. მახსენდ. მახსენ. მახსე. მახს. მახ. მა. [მ.] | |
|
სულ კომენტარები: 6 | |
|