მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 13 » Michael Jackson
5:38 PM
Michael Jackson

 Michael Jackson  
სიმღერები ონლაინში 
ფოტოები,ანიმაციები
ბიოგრაფია 
I Hope U Like It ♥ 





 







პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო სკანდალებით, მომღერალს საშინლად არ მოსწონდა საკუთარი ცხვირი და აფრო-ამერიკული გარეგნობა.. მას ხშირად დასცინოდნენ, საკუთარი ნათესავებიც კი, ამიტომაც როგორც კი შემოსავლის წყარო გაუჩნდა, მაშინვე დაიწყო გარეგნობის შეცვლა, მისთვის სულ ერთი იყო საკუთარი კანის ფერი, ის მხოლოდ იმისკენ მიისწარვოდა, რომ მსოფლიოს ის ეცნო და მისი მუსიკა და შემოქმედება ხალხისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი ყოფილიყო.
ჯექსონმა თავის მიზანს მიაღწია და საკუთარი თავი მსოპლიოს გააცნო. და ლეგენდაც გახდა. პირველ რიგში მან თავი საკუთარი შემოქმედებით დაგვამახსოვრა. მისი ყოველი ნაბიჯი მას-მედიის ინტერესის ობიექტი ხდებოდა. 1983 წელს, ხმის ჩამწერი სტუდიის „Motown" 25 წლის იუბილეზე, მაიკლმა მსოფლიოს სიმღერის 14 წუთიანი ვიდეორგოლი წარუდგინა. ჯექსონის რევოლიციური კლიპები მიმზიდველი იყო „MTV"–თვის. 1985 წელს, ალბომი „Thriller" გინესის რეკორდების წიგნში, გაყიდული ეგზემპლარების რეკორდული მაჩვენებლით განათავსეს. 2001 წლის ივლისამდე მთელ მსოფლიოში 51 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. მას მერე მან დიდი პოპულარობა მოიპპოვა და ის დღეს ლეგენდა.. ქორწინება 2 წელში დასრულდა ელვის პრესლის შვილთან, ლიზა მარია პრესლისთან. მესამე ქორწინებაზე მას ორი შვილი ეყოლა, თუმცა ამაზეც მიტქმა მოტქმა არ წყდებოდა. თუმცა ის ყოველთვის ყველაფრისდა მიუხედავად სამაგალითო მამად ითვლებოდა.
2008 წელს გამოვიდა ჯექსონის ბოლო ალბომი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფების „Black Eyed Peas " და „will.i.am" სოლისტები, აგრეთვე რეპერები „Akon" და „Kanye West". 2009 წლის აპრილში ექიმებმა ჯეკსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო. 2009 წლის 25 ივნისს ლოს-ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლიდან ნომერზე – 911, ადგილობრივი დროით, 12:21 წუთზე დაირეკა, როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯეკსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა, მას სწრაფად ჩაუტარეს გულის ოპერაცია, მაგრამ კომაში ჩავარდა და კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო. ოჯახის ადვოკატი – ბრაიან ოკსმანი კი ირწმუნებოდა, რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას. დღემდე არ არის დადგენილი, თუ რა გახდა 50 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი ანესტეტიკი „პროპოფოლი" გახდა. 50 წლის მომღერლისთვის პროპოფილის მოქმედება სასიკვდილო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამო გახდა. მაიკლ ჯექსონი 26 ივნისს გარდაიცვალა. მას სურდა, რომ შეხვედროდა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს. 29 აგვისტოს პოპის მეფეს 50 წელი უსრულდებოდა…
დაკრძალვის ცერემონია რამდენჯერმე გადაიდო. ოჯახის ადვოკატი – ბრაიან ოკსმანი კი ირწმუნებოდა, რომ მომღერლის სხეული 6 აგვისტოს მიაბარეს მიწას. დღემდე არ არის დადგენილი, თუ რა გახდა 50 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი ანესტეტიკი „პროპოფოლი" გახდა. 50 წლის მომღერლისთვის პროპოფილის მოქმედება სასიკვდილო სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების გამო გახდა. მაიკლ ჯექსონი 26 ივნისს გარდაიცვალა. მას სურდა, რომ შეხვედროდა ნახევარსაუკუნოვან იუბილეს. 29 აგვისტოს პოპის მეფეს 50 წელი უსრულდებოდა…


Michael Jackson In Our Heart

Michael Jackson In Our Heart

Michael Jackson In Our Heart



მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, (დ. 29 აგვისტო, 1958 – გ. 25 ივნისი, 2009), ასევე ცნობილი როგორც MJ ან პოპის მეფე — ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ-კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.
1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში. მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა, განსაკუთრებით „Beat It", „Billie Jean" და „Thriller" მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში, რამაც ტელეარხ MTV-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. 1990-იან წლებში მაიკლი ასევე იყო ტელეეთერის მუდმივი მონაწილე, მაგალითად, კლიპებით „Black or White" და „Scream". სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყო „რობოტის ცეკვა" და „გასეირნება მთვარეზე". მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ-მუსიკაზე.
ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსერებად. ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის - ’საუკუნის შემსრულებლის’ კატეგორიაში); 13 სინგლი, მოხვედრილი #1 პოზიციაზე აშშ-ს ჩარტებში მისი სოლო-კარიერის მანძილზე და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი. ჯექსონს ასევე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.
მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. დევიდ უინტერსის თანახმად, მაიკლი ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას. საავადმყოფოებში ვიზიტის დასრულებისთანავე იგი ინტერესდებოდა, თუ რა იყო აუცილებელი ამა თუ იმ ბავშვისათვის და ასევე ანონიმურ გადარიცხვებს აწარმოებდა, რათა საავადმყოფოებს შეეძინათ შესაბამისი საშუალებები.[4]
ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცენს.
კონცერტების სერიის This Is It მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა, რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.
2010 წლის მარტში კომპანიამ Sony Music Entertainment ხელი მოაწერა სპეციალურ კონტრაქტს ჯექსონის მემკვიდრეებთან, რითაც მას 2017 წლამდე გაუხანგრძლივდა მაიკლის ჩანაწერების გამოყენების უფლება. შესაბამისად, კომპანის უფლება მიეცა, ამ ვადაში გამოეცა შვიდი ალბომი მუსიკოსის გამოუცემელი მასალით.







კატეგორია: ფოტო Art <3 | ნანახია: 1213 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-10-14 11:55 AM)
* 5 YoungGal❤   [Entry]
arr vgijdebi michaelze,magram pativs namdvilad vcem:))
siaxle dsalianmomewona<3