მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » Miley Cyrus
1:54 PM
Miley Cyrus
ბიოგრაფია

ნამდვილი სახელი:დესტენი ჰოუპ საირუსი (Destiny Hope Cyrus)
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი 1992
დაბადების ადგილი:ნეშვილი, ტენესი, აშშ
პროფესია:მსახიობი, მომღერალი
სიმაღლე:1.65 მ
პირველი ფილმი:2001


მაილი რეი საირუსი (ინგლ. Miley Ray Cyrus; დ. 23 ნოემბერი 1992 წელი, ნეშვილი) ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი და მსახიობია.მან მიაღწია საოცარ პოპულარობას Disney Channel-ის სერიალ ჰანა მონტანაში,სადაც მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლს ასრულებდა.
მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.
თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.
მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.
მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. .ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.


2008 წლის 5 აპრილს კი მან ჯილდო მიიღო ბავშვთა არჩევნების კომიტეტისაგან, როგორც საუკეთესო გოგონა მომღერალმა. მაილიმ 2008 წლის 22 ივლისს გამოუშვა ალბომი-"Breakout ასევე ეს ალბომიც მოხვდა ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე",აღსანიშნავია რომ 2010 წლის ივლისში გაიყიდა ამ ალბომის 1.5 მილიონი ასლი აშშ-ში  .2009 წლის 31 აგვისტოს- "The Time Of Our Lives",ეს ალბომი კი მოხვდა მე-2 ადგილზე ბილბორდში,ასევე ბილბორდში ოღონდ პირველ ადგილზე მოხვდა ფილმ ჰანა მონტანას საუნდტრეკი 2009 წელს და სერიალის ჰანა მონტანა 3-ის მე-2-ეზე.2010 წლის 18 ივნისს-"Can't Be Tamed",ასევე ესეც მოხვდა ბილბორდ 200-ში,მაგრამ მე-3 ადგილზე,ალბომმა გაამართლა და მას უკვე აქვს "ოქროს ალბომის" წოდება,ამ ალბომმა გაყიდვების რაოდენობით მაილის ალბომების ისტორიაში რეკორდი მოხსნა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მან მიიღო ჯილდო წლის საუკეთესო სიმღერისათვის "The Climb", ეს სიმღერა არის ამერიკული კონკურსების ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა."American Idol"-ის ისტორიაში ამ სიმღერამ რეკორდი მოხსნა,შესარჩევ ტურებზე ძალიან ბევრი მღეროდა.ასევე დასახელებული იყო გრემზეც 2010 წელს. მისმა გამოსვლამ "Teen Choice Awards 2009"-ზე წლის საუკეთესო გამოსვლებში მე-3 ადგილი დაიკავა სადაც მან შეასრულა სიმღერა "Party in the U.S.A.".
მაილის ჰქონდა ტური, რომელიც იმ წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით პირველი იყო თავის კომერციული მოგებით - "Wonder World" (2009, 14 სექტემბრიდან - 29 დეკემბრამდე), ტურის მთლიანი მოგება $67,159,793 იყო.მაილის კი აქედან მხოლოდ 21 მილიონი ერგო. აღსანიშნავია რომ,ამ ტურის დროს,როცა მაილი იმყოფებოდა ლონდონში,მან რეკორდი მოხსნა, London 02 არენა ხალხლმრავლობას არ უჩივის,მაგრამ მაილის კონცერტის დროს დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი ამ დარბაზში,ასევე ლონდონში მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
ხოლო ტურმა "Best of Both Worlds" (2007/2008, 18 ოქტომბრიდან - 31 იანვრამდე, ),რომელიც დისნეის მიერ იყო ორგანიზებული რეკორდი მოხსნა ბილეთების გაყიდვის ტემპების მხრივ. მან ასევე გაიმარჯვა "ბილბორდის საკონცერტო ტურების დაჯილდოებაზე".ტურის დროს სულ 71 შოუ ჩატარდა და დისნეიმ $54 მილიონი მოგება ნახა.კონცერტები ტარდებოდა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე და ამიტომ ფანების მცირე რაოდენობამ შეძლო კონცერტებზე დასწრება, ამიტომ დისნეიმ გადაიღო ფილმი, რომელიც ამ ტურზე იყო დაფუძვნებული.ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ 7 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ საბოლოოდ მან $70,642,036 მილიონი გამოიმუშავა.
2010 წელს გამოვიდა ფილმი "უკანასკნელი სიმღერა" ,რომელიც გადაღებულია ნიკოლას სპარკსის ნოველის მიხედვით. 2011 წელს ფილმი Lol:Laughing Out Load, ეს არის რიმეიქი 2008 წლის ფრანგული ფილმისა სადაც მაილი არის მთავარ როლში,ასევე ამ ფილმში მონაწილეობენ მსახიობები დემი მური და ეშლი გრინი.
მაილიმ ასევე 2009 წლის მარტში გამოუშვა ავტობიოგრაფიული წიგნი Miles to Go,სადაც აღწერს თავის ბავშვობას და გზას წარმატებისკენ,ასევე რა სურს მომავალში.მაილი დაასახელა ნიუ-იორკ ტაიმზმა ყველაზე გაყიდვად ავტორად.ეს წიგნი საბავშვო ბესტსელერების სიაში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
ფორბსმა მაილი დაასახელა მე-13 ადგილას მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ცნობილ ფიგურებში 2010 წელს,შემოსავალი 48 მილიონი, 2009 წელს 29-ე ადგილზე,შემოსავალი 25 მილიონი, ხოლო 2008 წელს 35-ე ,შემოსავალი ისევ 25 მილიონი. 2010 წელს კი გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სელებრითების სია 30 წელს ქვემოთ და ამ სიაში მაილიმ მე-4 ადგილს დაიკავა.,ხოლო ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალბატონებში მე–8 ადგილი,მდიდარი ქალ მომღერლებში კი მე-19.
Billboard Magazine/ჯურნალმა ბილბორდმა 2009 წელს დაასახელა მე-4 ადგილას ყველაზე გაყიდვად ქალ მომღერლად.
2008 წლის აპრილში ფორბსმა დაასახელა ათ უმდიდრეს ბავშვებში და მოზარდებში 8 დან 16 წლამდე პირველ ადგილზე.
2011 წელს კი მაილიმ დაიკავა პირველი ადგილი "ჰოლივუდის ათ ყველაზე მდიდარ თინეიჯერებში",120 მილიონით.
2011 წელს ამერიკულმა ჟურნალმა როლინგ სტოუნმა გამოაქვეყნა "პოპის დედოფალთა სია",სია 16 მომღერლისგან შედგება და მათ თანმიმდევრობას 2009-2011 წლების რეიტინგი განსაზღვრავს.მაილიმ ამ სიაში მე–8 ადგილი დაიკვა.
2007 წელს დაშორდა ნიკ ჯონასს, ჯგუფ ძმებ ჯონასებიდან,მაილიმ მას მიუძღვნა სიმღერა 7 Things,სადაც ხშირად არის ნახსენები სიტყვა-სიძულვილი,თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ და ერთად დაწერეს სიმღერა Before the Storm,მაგრამ ისინი კიდევ ერთხელ დაშორდნენ.
შემდეგ ხვდებოდა ჯასტინ გასტონს რომელსაც დაშორდა 2009 წლის ივნისში,სანამ წავიდოდა ფილმის უკანასკნელი სიმღერის გადაღებებზე.შემდეგ მან დაიწყო ურთიერთობა ლიამ ჰემსვორტთან (ამავე ფილმის მსახიობთან).2010 წლის აგვისტოში დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,თუმცა მას შემდეგ მალევე შერიგდნენ.ნოემბრის დასაწყისში კი გაირკვა რომ კვლავ დაშორდნენ.



ფილმოგრაფია

2003--->დიდი თევზი--->რუთი
2007--->მაგარი მიუზიკლი 2
--->გოგონა აუზზე
2008--->Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert--->3D საკონცერტო ფილმი
2008--->ვოლტი--->პენი
2009--->ჰანა მონტანა: ფილმი--->მაილი სტიუარტი /ჰანა მონტან
2010--->უკანასკნელი სიმღერა--->ვერონიკა "რონი" მილერი
2010--->სექსი დიდ ქალაქში 2--->ასახიერებს საკუთარ თავს
2011--->ჯასტინ ბიბერი: არასოდეს თქვა არასოდეს--->ასახიერებს საკუთარ თავს
2012--->LOL:Laughing Out Loud--->ლოლა
2012---> So Undercover--->მოლი


ფაქტები

# მაილი საირუსის ოცნების მამაკაცი კურტ კობეინია, ჯგუფი ნირვანას გარდაცვლილი სოლისტი.
# მაილი არსად არ გადის ბეჭედის გარეშე წარწერით "LOVE” რომელიც ადრე მამამისმა აჩუქა დედამისს.
# მაილი კათოლიკე ქრისტიანია და აპირებს მისიონერობას ინდონეზიაში, ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.

# მაილი თვლის რომ სრულყოფილი სილამაზე ნაკლებით განისაზღვრეა.
# მაილიი საირუსი დღეს ყველაზე მდიდარი თინეიჯერია მსოფლიოში, მისი ბიუჯეტი 120მილიონ დოლლარს შეადგენს.
# მისი ავტობიუგრაფიული წიგნი "Miles To Go” გაიყიდა ორ მილიონიანი ტირაჟით, მოიპოვა ბესცელერის ტიტული და დასახელდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ლიტერატურე 2010წელს.

# ფლობს საკუთარ საქველმოქმედო ორგანიზაციას და ყოვეწლიურად ურიცხავს ბავშთა საავოდმყოფოებს სოლიდურ თანხას.
# მაილის აქვს 7სვირინგი, აქედან 2წარწერა რომლებიც დედამისის კალიგრაფიითაა შესრულებული.
# მსახიობობა გადაწყვიტა მას შემდეგ რაც უყურა მიუზიკლს ”მამა მია”

# თავისი ტურით რამოდენიმე რეკორდი დაამყარა. ლონდონის ყველა წარმატებულ საკონცერტო დარბაზში დღემდე ყველაზე მეტი მაყურებელი მაილი კონცერტის დროსაა დაფიქსირებული, ასევე ლონდონში მეორე რეკორდი დაამყარა როცა მაილის კონცერტისთვის ყველა ბილეთი გაიყიდა ზუსტად 10 წთ-ში შემოტანისთანავე.
# მაილი დისნეის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე წარმატებული და მომგებიანი ვარსკვლავია.
# სწავლობდა ერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას, ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში

# ფილმ "LOL”-ის გადაღებებზე მაილი და დემი მური იმდენად დამეგობრდნენ რომ მაილი მას ხუმრობით უძახის "დედა 2”.
# მაილის უნდა გახსნას ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა ორსულებს გააცნობირებინებს მათ მოვალეობებს.
# მაილი საირუსი შესუალია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე ჩარტირებადი ახალგაზრდა ვარსკვლავი.

# მისი ჰობია ფოტოგრაფია, სახლში პატარა სტიდიაც კი აქვს მოწყობილი.
# მაილის კუმირი ლეგენდარული როკ მომღერალი ჯოან ჯეტია.
# მისი ნამდვილი თვალის ფერი რუხი-მწვანეა, თუმცა ეკრანებზე ხშირად ცისფერი ჩანს.



გამონათქვამები

# "როცა გყავს, გულში უნდა ჩაიკრა... დაკარგულს ხომ ვეღარ მოეფერები..."
# მოგონებები ძალიან ძვირფასია. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცვლება, ისინი
მაინც უცვლელნი რჩებიან.მენატრება ძველი ცხოვრება"

# "მე არ ვნანობ ჩემს წარსულს. მე ვნანობ იმ დროს, რომელიც რამდენიმე ადამიანზე დავკარგე"
# "მოგონებები ძალიან ძვირფასია. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცვლება,
ისინი მაინც უცვლელნი რჩებიან.მენატრება ძველი ცხოვრება"
# "მე არ ვნანობ ჩემს წარსულს. მე ვნანობ იმ დროს, რომელიც რამდენიმე ადამიანზე დავკარგე"


|სურათები|ანიმაციები|




 

 

 



   

   

   











 

 





 

 



 

 





 









კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 858 | დაამატა: Marriiee♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2013-02-09 4:57 PM)
ძაან ძაან მააგრი სიახლეაა