7:32 PM Miley Cyrus | |
ბიოგრაფია მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი),რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის. მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი.ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი. თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში. ფაქტები 2011 წელს მაილი გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი თინეიჯერი ვარსკვლავი ჰოლივუდში, $54 მილიონით. ახალგაზრდა მომღერლის საყვარელი მულტფილმია "Sponge Bob Square Pants." საირუსს 14 ტატუ აქვს. პირველი მან 17 წლის ასაკში გაიკეთა. მისი ყველაზე გამორჩეული ტატუა «Love» ყურში და«Just Breathe» მკერდზე. მოგვიანებით მან გაიკეთა ტატუ ღუზა თავის მაჯაზე, სამი ტატუ თითებზე, ერთი ტერფზე და რამდენიმე ხელზე. მაილის ძალიან უყვარს ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები მაილი არსად არ გადის ბეჭედის გარეშე წარწერით "LOVE” რომელიც ადრე მამამისმა აჩუქა დედამისს. მსახიობობა გადაწყვიტა მას შემდეგ რაც უყურა მიუზიკლს ”მამა მია” მაილი ცაციაა, მაგრამ იგი ხშირად ცდილობს გამოიყენოს მარჯვენა ხელი მისი ჰობია ფოტოგრაფია, სახლში პატარა სტუდიაც კი აქვს მოწყობილი. სურათები | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|