მთავარი » 2013 » ნოემბერი » 19 » Miley Cyrus-ი MTV EMA-ზე გამოსვლის შესახებ საუბრობს
5:18 PM
Miley Cyrus-ი MTV EMA-ზე გამოსვლის შესახებ საუბრობს

Miley Cyrus-ი აღიარებს, რომ მის შესახებ უფრო სკანდალების გამო საუბრობენ, ვიდრე მისი მუსიკისადმი ინტერესისა... შემსრულებელი MTV-ის ევროპული მუსიკის დაჯილდოვების შემდეგ სცენაზე მარიხუანას მოწევის შესახებ მედიასთან პირველად ალაპარაკდა. მომღერალი სტუმრად ერთ-ერთ ცენტრალურ რადიო სადგურს ეწვია, სადაც რა გასაკვირია, რომ პირველივე კითხვა ბოლო დროინდელ სკანდალს ეხებოდა.

 
 
 
 
მომღერალმა წამყვანებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ ბევრად უფრო სასიამოვნოა, როცა კითხვებს სიმღერაზე უსვამენ, და არა იმაზე, თუ რა აცვია, ან რა მოწია. ალბათ ბევრი დაგვეთანხმება, რომ მის სიმღერაზე საინტერესო ის იყო, რაც ნახევარი ევროპის თვალწინ გააკეთა...
 
 
 
შეგახსენებთ, რომ MTV EMA-ს სცენაზე ექსცენტრიულმა გოგონამ მარიხუანა მოწია. ამის შესახემ რაღა თქმა უნდა მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, თუმცა რადიოში Miley გამოტყდა, რომ ეს არ დაუგეგმავს, უბრალოდ სასტუმროს ნომრიდან გამოსვლის წინ ნარკოტიკი თავის ჩანთაში აღმოაჩინა და იდეაც მაშინ დაებადა. "უბრალოდ დავინახე და მივხვდი, რომ ამსტერდამელ ფანებს ძალიან გავახარებდი" - ამბობს მომღერალი. გახარების რა გითხრა და ამსტერდამში ამითი ვერავის გააკვირვებ, თუმცა ამსტერდამს მიღმა მსგავსი საქციელის გამო მომღერალს შესაძლოა პრობლემებიც შეექმნას. ჰოლანდიაში მარიხუანას მომხმარებლებს ვერ ასამართლებენ, თუმცა ერთ დღესაც Miley-ს იგივეს ჩადენა ნიუ იორკში რომ მოუნდეს, დიდი შანსია მომღერალი ქუჩაში მენაგვის როლში ან ციხის საკანში მომღერალი აღმოვაჩინოთ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Lanaholic♥ 
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 746 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9

(2013-11-21 10:30 PM)
* 9 YoungGal❤   [Entry]
ramdenjer unda ilaparakos amaze :DDDDdd
momeowna isesiaxle<3