მთავარი » 2013 » ივნისი » 30 » მიპატიებიაა... ))
1:04 AM
მიპატიებიაა... ))

მ ი პ ა ტ ი ე ბ ი ა ....არ გეგონოს რომ 

ყველაფერი მე გაპატიე,არა,

ეს იმ სიყვარულმა,იმ სევდამ და იმ ლამაზად 

გატარებულმა დღეებმა გაპატია ოდესღაც რომ 

იყო...პატიება არასოდეს გითხოვია მაგრამ 

ყოველთვის გპატიობდი,რატომ?არ 

ვიცი...ყველაფერი უჩვეულოდ და ლამაზად 

დაიწყო,სხვებს არ ჰგავდი მეგონა ეს იყო შენი 

დადებითი თვისება,მაგრამ ეს აღმოჩნდა შენი 

ყველაზე დიდი ნაკლი...გული ყველაფერს 

გპატიობდა,ოცნებაში გატარებულ დღეთა 

სიმრავლეს,შენ გამო დაღვრილ 

ცრემლს...გპატიობდი იმიტომ,რომ 

მიყვარდი...ყოველი შენი გამოჩენა ტკივილს 

მაყენებდა და ამასაც გპატიობდი,რადგან ვიცოდი 

რომ გიყვარდი,გიყვარდი შენთვის ჩუმად...დრო 

გადიოდა,მე ვეღარ ვმალავდი ჩემს სიყვარულს და 

ყველას შენზე ველაპარაკებოდი,მათ არ ესმოდათ 

ჩემი,მე კი ბედნიერებით და ცრემლებით 

დაბრმავებულს არ მაღელვებდა 

სხვები...გპატიობდი და ჩუმად ვჩურჩულებდი:" 

შენ მოდი და გული ყველაფერს გაპატიებს"... შენ 

ხან მოდიოდი,ხან კი ისევ ქრებოდი როგორც 

დილის ნამი,როგორც წვიმაში სწრაფი მიმავალი 

მგზავრი...და მე მაინც გპატიობდი,მაგრამ ამბობენ 

ყველაფრის პატიება მხოლოდ ღმერთს შეუძლიაო 

და მე უბრალო მოკვდავმა ვერ შევძელი,ვეღარ 

გაპატიე შენთვის გათენებული ღამეების და 

შენთვის დაღვრილი ცრემლის სიმრავლე,გული 

გაილია ლოდინში და მე ვეღარ შევძელი 

პატიება...მეგონა ყველაფერს შევძლებდი ს

იყვარულისთვის,გპირდებოდი რომ დავიცავდი 

ჩვენს გრძნობას,მაგრამ ვერ 

შევძელი..მაპატიე..შენი იმედი მქონდა,მეგონა 

ჩემზე ძლიერი იყავი....მაპატიე..ალბათ დიდი 

მოვალეობა დაგაკისრე და ჩემი მარტოობის 

გულდახურულობის მიზეზი გაგხადე,ოცნების 

ცისარტყელა დავხატე და მისი გაქრობაც 

გაბრაზებულმა შენ დაგაბრალე...მაპატიე...თუმცა 

შენთვის ყველაფერი მიპატიებია,ის რისი პატიებაც 

მხოლოდ ღმერთს შეუძლია...მიპატიებია...

 

ესეიგი  ეს ჩანახატი  4love.ge ზე ვნახეე და მომეწონაა ამიტომ გადავწყვიტე დამედო )) მიყვარხართ არ გიცნობთ მარა მაინც :დდდ  <333 




Lanaholic♥ 
                    
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 911 | დაამატა: sofiii)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

(2013-06-30 1:16 PM)
* 2 Dona♡   [Entry]
kargi iko mometsona