მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » Miranda Kerr
7:53 PM
Miranda Kerr

 მირანდა მეი კერი დაიბადა 1983 წლის 20 აპრილს. ავსტრალიელი სუპერმოდელი,ცნობილია როგორც - Victoria's Secret Angel.მირანდამ მოდელობა დაიწყო 13 წლის ასაკში,როდესაც გაიმარჯვა 1997 წელს ავსტრალიის ფარგლებში ახალი მოდელების ძიების კონკურსში, რომელიც მოაწყო- Dolly magazine-მა.


კერი დაიბადა სიდნეიში, გაიზარდა გუნედაში - ძალიან პატარა ქალაქში.მირანდას ჰყავს 1 ძმა - მეთიუ, მირანდა სწავლობდა ცხენზე ჯირითს ბებიის ფერმაში და იხსენებს ამ დროს როგორც ყველაზე ლაღ პერიოდს.მისივე თქმით, ეს იყო ადგილი სადაც არავის ადარდებდა რა გეცვა და მისმა ბავშვობამ სწორედ ისე ჩაიარა, რომ ყოველთვის აკვირდებოდა ადამიანებს ხასიათით და არა ჩაცმულობით.

როცა წამოიზარდნენ,მისი ოჯახი გადმოსახლდა ქალაქ ბრიზბენში,რათა მირანდას და მის ძმას მიეღოთ კარგი განათლება და შეგუებოდნენ ქალაქს.


მირანდა იყო დიდ სტრესში,როდესაც სკოლაში სწავლის პერიოდში გარდაეცვალა მისი უფროსკლასელი შეყვარებული.დიდი ხნის სტრესისგან თავის დასაღწევად მირანდამ მიაკითხა სამოდელო სააგენტოს -Chic Management-ს სიდნეიში.მალევე მიიღო უამრავი შემოთავაზება რეკლამებში გადასაღებად.მალე მირანდას სახე საკმაოდ პოპულარული გახდა ავსტრალიაში და აზიის ქვეყნებში და მირანდა გაემგზავნა ნიუ-იორკის დასაპყრობად.



2006 წელს გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან - Maybelline New York და მალე მიიწვიეს Victoria's Secret-ის კატალოგში გადასაღებად და მალევე გახდა ანგელოზი - Victoria's Secret Angel კერს მოიხსენიებენ როგორც - ელ მაკფერსონის შემცვლელს.მასზე ამბობენ რომ, მირანდამ დაიპყრო ამერიკა,ყველას შეუყვარდა ის,რეკლამები მისი მონაწილეობით არის საოცორება, მისი ღიმილი და გაბრწყინებული თვალები ქალებს უჩენს სურვილს დაუმეგობრდნენ მას,ბიჭები კი ცდილობენ გამოელაპრაკონ.მირანდა არის მუდამ მხიარული ყველაზე დატვირთულ ფოტოსესიებზეც კი,თუმცა არის საოცრად ჭკვიანი და მიხვედრილი რითაც ყველას აოცებს - აღნიშნავს ფოტოგრაფი Russell James,მოდელების აგენტი Ursula Hufnagl-კი ამბობს რომ ეს არის შესანიშნავი არჩევანი სარეკლამო პროექტისთვის,თუკი გსურთ პროდუქტი გაიყიდოს.



2008 წელს მისმა წლიურმა შემოსავალმა 3.5 მილიონ დოლარს მიაღწია. კერი გახდა ავსტრალიელი დიზაიდერის დევინ ჯონსის სახე. 2009 წელს კი ჯორჯ მოსკოსთან ერთად შექმნა სახის კრემი Kora Organics , ამავე წელს მან დაწერა წიგნი თინეიჯერებისთვის Treasure Yourself ქალებისთვის და თინეიჯერებისთვის.მე მსურს წიგნის დაწერა და ამით თუკი დავეხმარები თუნდაც 1 მოზარდ გოგონას ვიქნები ბედნიერი.  , რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. მე მსურს წიგნის დაწერა და ამით თუკი დავეხმარები თუნდაც 1 მოზარდ გოგონას ვიქნები ბედნიერი.

იგი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებდი სუპერმოდელი მსოფლიოში.ფორბსის 2010 წლის მონაცემებით ამ მხრივ მირანდა მე-9 ადგილს იკავებს.

დღეს ის გამოდის პარიზის მოდიეს კვირეულზე. მონაწილეობას იღებს: პრადას , ლუის ვიტონის , შანელის , ბალენსიაგას, დიორის , სტელა მაკარტნის , ლენვინის ჩვენებებში.



მირანდა კერი ბუდისტია. ის აქტიურად ვარჯიშობს , დადის იოგაზე და ხალხს მოუწოდებს იკვებონ ბოსტნეულიტა და ხილით. 2007 წლიდან ის ხვდებოდა ბრიტანელ მსახიობს ორლანდო ბლუმს. 2010 წლის 21 ივნის წყვილმა იქორწინა. 2011 წლის 6 იანვარს კი მათ პირველი ვაჟი ფლინ კრისტოფერ ბლუმი. კრისტოფერი მირანდას ყოფილი შეყვარებულის სახელია. ის 1998 წელს გარდაიცვალა 15 წლის ასაკში. მირანდას თქმით ორლანდომ ეს ბუნებრივად მიიღო , რადგან მან იცის რომ კრისტოფერი მირანდას პირველი სიყვარულია.




მირანდა კერს აქვს რამოდენიმე რჩევა სილამაზესთან დაკავშირებით, ის გვიმხელს თუ როგორ ინარჩუნებს სილამაზეს.

მირანდა კერი პირველ რიგში გვირჩევს, რომ ვიკვებოთ ჯანსაღი საკვებით.

ის იყენებს სხვადასხვა ბუნებრივ საშუალებებს კანის გასაუმჯობესებლად. აქედან ერთ-ერთია ქოქოსის ზეთი,
ის ყოველ დღე 4 სუფრის კოვზს ქოქოსის ზეთს სვამს, რომელიც ნამდვილად კარგია თქვენი კანისთვისაც.

ის ასევე ამბობს, რომ მის რაციონში 14 წლის ასაკიდან არის noni-ს წვენები.
ვარჯიშობს იოგას. ასევე მირანდა მწვანე ჩაის მოყვარულია, რომელიც იდეალურია წონის შესანარჩუნებლად.
ჯანსაღი ცხოვრების წესი მას ყველაზე მეტად ეხმარება სილამაზის შენარჩუნებაში



მირანდა კერი
თმის ფერი - ყავისფერი
თვალის ფერი - ცისფერი
პარამეტრები: 81-61-86
სიმაღლე - 1.75

















Miranda Kerr Street Style



























P.S.. იმედი მაქვს სიახლე მოგეწონათ .. შემდეგში სხვაზე  დავდებ  ♥  კომენატრები არ დაგავიწყდეთ .. ♥♥♥





კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1320 | დაამატა: ekoo♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-06-09 10:32 PM)
kargia ♥