მთავარი » 2013 » აპრილი » 14 » Miranda Kerr News ... )))
10:34 PM
Miranda Kerr News ... )))
Miranda Kerr News
თვითერის ახალი პოსტები
 მირანდას ვიქტორია სიკრეტიდან წასვლის შესახებ...
Russell James საუბრობს მირანდაზე
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret







Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

ცნობილი ავსტრალიელი სუპერმოდელი, მირანდა კერი უკვე რამოდენიმე წელია ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Victoria's Secret-ის ანგელოზია და წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას მოდის ინდუსტრიაში. ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელია. 2011 წელს სწორედ მირანდამ მოირგო ვიქტორია სიკრეტის 2,5 მილიონად ღირებული ბიუსჰალტერი. სულ ცოტა ხნის წინ კი, ამერიკელ პრესაში გავრცელდა ხმები, რომ მირანდა კერიმ ვიქტორია სიკრეტთან ერთ მილიონიანი (£652,000) კონტრაქტი გაწყვიტა. ჭორები მოდელის ბრენდიდან წასვლის შესახებ ამერიკული ჟურნალის, US Weekly–ის სტატიამ განამტკიცა, რომელიც წერდა, რომ მირანდა კერი აღარ იმუშავებდა ალესანდრა ამბროსიოს, ადრიანა ლიმას, ქენდის სვეინპოლის და სხვა ცნობილი მოდელების გვერდით, რადგან მასთან მუშაობა რთული იყო, ხშირად აგვიანებდა გადაღებებზე და რომ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მირანდამ ვერ შეძლო დიდი რაოდენობით გაეყიდა კომპანიის მიერ წარმოებული საქონელი: "მირანდამ ვერ შეძლო ბრენდისთვის დიდი შემოსავლის მოტანა."– წერს ჟურნალი.

ეს ჭორები უმალვე უარყო ვიქტორია სიკრეტის მარკეტინგის მენეჯერმა, Ed Razek–მა და განაცხადა, რომ მას მშვენივრად ესმის თუ რა ვალდებულებები ეკისრება მირანდას საკუთარი ოჯახისადმი. "მირანდა კერი არის ერთ–ერთი საუკეთესო და პოპულარული მოდელი მოდის ისტორიაში. გავრცელებული ჭორები, მირანდას ვიქტორია სიკრეტიდან წასვლის შესახებ უბრალოდ ტყუილია. ჩვენ არ გვსურს შევწყვიტოთ თანამშრომლობა მასთან. ფაქტობრივად, მე უკვე გავუგზავნე მას მოწვევა Victoria's Secret Fashion Show-ზე გამოსასვლელად, რაზეც ის უკვე დაგვთანხმდა." - განაცხადა Ed Razek–მა. ასე, რომ მირანდა კერი კვლავ რჩება ბრენდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახედ და სავარაუდოდ სულ მალე წარადგენს Victoria's Secret-ის ახალ კატალოგს.

გადავხედოთ მირანდა კერის ლუქებს Victoria's Secret Fashion Show-ზე 2006-დან 2012-წლამდე.

2006


2007



2008

2009

2011

2012



თვითერის პოსტი



 მირანდას ვიქტორია სიკრეტიდან წასვლის შესახებ...

"მირანდა კერი არის ერთ–ერთი საუკეთესო და პოპულარული მოდელი მოდის ისტორიაში. გავრცელებული ჭორები, მირანდას ვიქტორია სიკრეტიდან წასვლის შესახებ უბრალოდ ტყუილია. ჩვენ არ გვსურს შევწყვიტოთ თანამშრომლობა მასთან. ფაქტობრივად, მე უკვე გავუგზავნე მას მოწვევა Victoria's Secret Fashion Show-ზე გამოსასვლელად, რაზეც ის უკვე დაგვთანხმდა." - განაცხადა Ed Razek–მა. ასე, რომ მირანდა კერი კვლავ რჩება ბრენდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახედ და სავარაუდოდ სულ მალე წარადგენს Victoria's Secret-ის ახალ კატალოგს.


Russell James საუბრობს მირანდაზე

მირანდა არის მუდამ მხიარული ყველაზე დატვირთულ ფოტოსესიებზეც კი,თუმცა არის საოცრად ჭკვიანი და მიხვედრილი რითაც ყველას აოცებს - აღნიშნავს ფოტოგრაფი Russell James.


იმედია მოგეწონებათ..... )))


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 902 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-04-15 3:39 PM)
ოხ ეს ჭორები რაა
მიხარია რომ რჩებააა