მთავარი » 2013 » თებერვალი » 3 » მთვარე
6:20 PM
მთვარე

მთვარე
მთვარეზე ინფორმაცია
სრულიადში--->
+სიუპრიზი


მთვარე

მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.

მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა" ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.

პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2" (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3"-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11" (აშშ1969).

                                                    მთვარის ფაზები


როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს. ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა: ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 დღე-ღამეს მოიცავს.



სიუპრიზი )) 
მაპატიეთ რომ პატარა ფოტოებია :( 
მართლა გეუბნებით სახლიდან მივდიოდი ამხანაგთან
საღამო იყო და აი ესეთი მთვარე დავინახე :)

Free image hosting powered by PicZ.Ge Free image hosting powered by PicZ.Ge

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1370 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6

(2013-02-25 11:49 PM)
* 6 marriami   [Entry]
kargi mchirdeboda da gamoviteneeb