მთავარი » 2014 » იანვარი » 17 » musT date the playboy
4:17 PM
musT date the playboy

MUST DATE THE PLAYBOY
CHAPTER 5: THE PLAN 
TO GET JEALOUS
ZACH'S POV(აჯაჯაჯ:33:დ)
საერთოდ,რატომ დავთანმხდი იმას,რომ ტორი ჩემი შეყვარებული ყოფილიყო?
გონებაჩლუნგი და მომაბეზრებელი,რომ არაფერი ვთქვათ იმაზე,რომ წიგნებზე გადარეული გიჟია,ჩემს ხასიათებთან ახლოსაც ვერ მოვა.
მაგრამ,სხვა თვალსაზრისით რომ შევხედოთ,ის..გარკვეულწილად..ასე ვთქვათ,დამაკმაყოფილებელია.
საწოლზე წამოვწექი და გრძელი დღით დაღლილმა,სამედიცინო ოთახის ჭერს დავუწყე თვალიერება.
არა,მაინც ვერ ვხვდები,რა უნდა ამ გოგოს.
გუშინ ნამდვილად ვძულდი,დღეს კი მიმტკიცებს რომ მოვწონვარ.
'ეს ჩვენი პატარა თამაში იქნება,ვიქტორია.
ამ ბოლო დროს,ცოტა არ იყოს,მოწყენილობაა და ახლა გართობა მინდა.'
ისე,ტორი მართალია იმაში,რომ წყნარ,წიგნის ჭია და ჯოჯხეთურად მომაბეზრებელ გოგოს არასდროს ვხვდებოდი.
საინტერესოა,თვითონ რამდენხანს გასტანს,როგორ წარიმართება ეს თამაში და საერთოდ,
გაუმკლავდება თუ არა ჩემნაირ მიმზიდველ ბიჭს.
ჩემს ფიქრებზე ჩამეცინა და ხელით თმა ავიჩეჩე. მაგარია.
მეორე მხრივ,იმის მზიეზი,თუ რატომ დავთანხმდი ტორის,ჩემი შეყვარებული გამხდარიყო,ისაა,რომ
ქლოისთან ისევ,ძველებურად ახლოს ვყოფილიყავი. მომენატრა,თანაც ძალიან. 
ერთმანეთისათვის ხმა იმ დღის მერე არ გაგვიცია,რაც ჩემი ათვალწუნება და სიძულვილი დაიწყო.
არადა,მე ერთადერთი ბიჭი ვარ,რომელსაც ქლოი ნამდვილად უყვარს. მაგრამ ის ყოველთვის ისე მიყურებდა,როგორ მეგობარს.
'ჩვენ თავიდანვე ერთად ვიყავით და ერთი უბრალოდ ინციდენტის გამო,ყველაფერი,
რაც ერთმანეთს გვაკავშირებდა ერთი ხელის მოსმით გაანადგურე,ქლოი.'
თანაც,ვერც კი ხვდები,რომ ასე მხოლოდ და მხოლოდ შენი გულისათვის მოვიქეცი.
მაგრამ,შენი მეგობრის წყალობით,მგონი შანსი კიდევ მაქვს.
ერთადერთი,რაც მე უნდა გავაკეთო,ისაა,რომ მის მეგობარს გული ვატკინო.
რათქმაუნდა,ის ატირებული მივა ქლოისთან და ეს უკანასკნელიც,ჩემთან ლაპარაკს მოისურვებს
ჩემსა და ტორის შორის მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ვერაფერი შემაჩერებს,ქლოიზე ხელს ვერაფერი ამაღებინებს და ამისათვის ვიქტორიას გამოვიყენებ.
მაგრამ,მანამდე ცოტა დასვენება მჭირდება.
ეს ნათანი რა უნებისყოფო ვინმეა! მუშტებს გოგოსავით არტყამს.
აი,რა არის იმის შედეგი,რომ წიგნებზე გადარეულთან ბევრ დროს ატარებ.
საერთოდაც,რატომ ღელავს ამდენს ამ გოგოზე? იქნებ მოსწონს?
მაგრამ,მე მეგონა რომ ქლოი უყვარდა.
წინ დიდი მხიარულება მელის.
 მე ქლოი მეყოლება და ეს იქნება ჩემი შურისძიება ნათანზე.
ამის შემდეგ,ვიგრძენი,როგორ დამიმძიმდა თვალები და შემდეგ ჩამეძინა.
******
როცა თვალები გავახილე,მაშინვე სამედიცინო ოთახის საათს შევხედე.
უკვე ექვსის ნახევარია?! ექთანმა რატომ არ გამაღვიძა?! ჯანდაბა!
მაშინვე წამოვჯექი და წერილი,რომელიც ჩემს გვერდით,მერხზე დაგდებული შევნიშნე,გავხსენი.
'მოსული ვიყავი რომ გამეღვიძებინე მაგრამ აღარ შეგაწუხე. გეტყობოდა,რომ კარგად გეძინა ამიტომ მყუდროება აღარ 
დაგირღვიე და სახლში ჩემით წავედი. თავს გაუფრთხილდი.-ტორი.'
მრისხანებისაგან ქაღალი ხელში დავკუჭე.(ნერვოზა-__- ზაკი კიარა ზაქია სუფთა ჯერ სად ხართ:დ)
ხომ ვუთხარი,რომ დამლოდებოდა?! რა სულწასულია! იმედები გამიცრუე,ტორი.
მობილურს ხელი დავავლე და 'კონტაქტების' ჩამონათვალს მივყევი. 
აჰ,ჰო,მაგარია,მისი ნომერი არ მაქვს. აქ მარტო დამტოვა და იმაზეც კი არ უფიქრია,რომ ტელეფონის ნომერი დაეტოვებინა.
ჯ ა ნ დ ა ბ ა! ამის გამო,გადავწყვიტე იმისათვის დამერეკა,რომელიც ამ საქმეში,ზუსტად ვიცი,დამეხმარებოდა.
"გამარჯობა,ბორის? ერთი ვიღაც მინდა რომ იპოვო. ვიქტორია ფეიჯი. ხომ გაიგე? კი,ფ-ე-ი-ჯ-ი. 
იპოვე სად ცხოვორბს და რაც შეიძლება სწრაფად შემატყობინე.გასაგებია? მშვენიერია." ყურმილი დავკიდე.
მოემზადე,ფიეჯ,პატარა ექსპერიმენტების დროა და ხვალ,გულს პირველად გატკენ.
*********
თავდაპირველად მეგონა,რომ ტორი ერთ-ერთ თავის სასტუმროში ცხოვრობდა,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.
შემიძლია ვთქვა,რომ მისისახლი,რომლის წინაც ახლა მე ვარ,ცუდი არ არის და როგორც მემკვიდრემ,
ნამდვილად იცის როგორ უნდა შეარჩიოს კარგი შენობა.
მანქანიდან გადმოსული,შიგნით შევედი და გეზი ლიფტისაკენ ავიღე.
როცა ეს უკანასკნელი იმ სართულზე გაჩერდა,სადაც ტორის ბინაა,გარეთ გამოვედი და კარებზე,ზარის ღილაკს თითი დავაჭირე.
-რით შემიძლია გემსახუროთ,სერ?-მკითხა თვალების ხამხამით მოახლემ,რომელმაც კარების გამიღო.
არც მე დავაკელი,თავმომწონედ გავუღიმე და დავამატე:-გამარჯობა. ტორის წასაყვანად მოვედი.
-მის წასყვანად აქ ყოველთვის ბატონი ნათანი მოდის..-მის ხმაში დაბნეულობა ცხადად გამოიკვეთა.
-მისმინე,-მივუახლოვდი და დავიჩურჩულე,-აქ არ მოვიდოდი ტორის რომ არ ეთქვა. ის მელოდება.თანაც,არმინდა 
რომ გაგიბრაზდეს იმის გამო,რომ აქ მალოდინებ,ამდენხანს.-დავასრულე და თვალი თვალში გავუყარე.
-დ..დიახ,შეგიძლიათ შემოხვიდეთ. მე მას დავუძახებ,კარგით?-მიპასუხა ღიმილით. რა მარტივი გოგოა.
შიგნით შევაბიჯე და გარემო მოვათვალიერე. უახლესი,თანამედროვე მოდელები. როგორც ჩანს,ესაა მისი სტილი.
-ვინ ხარ?-მოულოდნელად შევხტი ამ ხმის გაგონებისას. მისი მიმართულებით გავიხედე და მოახლის ფორმაში გამოწყობილი ქალი დავინახე.
რომელიც,ვფიქრობ,დაახლოებით 30-40 წლის იქნება,ყოველ შემთხვევაში,მოახლეობისათვის,ცოტა არ იყოს,ბებერი ჩანს.
-აქ ტორის მოსაყვანად ვარ.სად არის? დაურეკე,თორემ დამაგვიანდება.-ჩემი ხმა მბრძანებლურად ჟღერდა.
-უკაცრავად,ახალგაზრდავ. ეს არ არის ის გზა,როგორც ქალს უნდა მიმართო.-მაცნო გაღიზიანებულმა.
-საერთოდ,ვინ ხარ?-კითხვისაგან თავი ვერ შევიკავე.
-მე მისი ძიძა ვარ!-მიპასუხა ისე,თითქოს ეს მთელ მსოფილოსათვის ნათელი და ცხადი იყო.
სიცილი ამიტყდა.-აშკარად მეხუმრებით! ძიძა?! ტორი საკმაოდ დიდი ჩანს იმისათვის რომ ძიძა ჰყავდეს.
-თუ ასე უხეშად მოქცევას გააგრძელებ,იძულებული შევიქნები სახლის დატოვება მოგთხოვო. ვინ ხარ?-კითხვა გამიმეორა.
შევეცადე,რომ ჩემი თავი დამეწყნარებინა,სანამ თავმომწონე ღიმილით ვუპასუხებდი.
-არ იცი? ზაკ ანდერსონი ვარ,ტორის შეყვარებული.
-ზაკ? აქ რას აკეთებ?-ვიქტორია აჩქარებით ჩამოვიდა დაბლა.
-შენს წასაყვანად მოვედი,ძვირფასო.-გამაღიზიანებლად ვუპასუხე.
-რაზე ლაპარაკობს ეს ახლგაზრდა,ტორი?-იკითხა მოხუცმა ქალბატონმა,ერთდროულად დაბნეულად და გაბრაზებულად.
-არაფერზე,სონია. მოგვიანებით აგიხსნი. ახლა გვაგვანდება და უნდა წავიდეთ,ნახვამდის!-ხელი ჩამჭიდა და 
აჩქარებით გამათრია სახლიდან.
-სულელი ხარ?! რატომ მოხვედი?
-ვიქტორია...შენი შეყვარებული ვარ,დაგავიწყდა?-შევახსენე,სიტყვა 'შეყვარებულის' ცხადად გამოკვეთით.
-მაპატიე...მაგრამ ასე აღარ გამაკვირვო ხოლმე.ჯერ ყველასთვის არ მითქვამს ჩვენს..ჩვენ შესახებ.-მცირე სიჩუმის შემდეგ ისევ ალაპარაკდა.
-რატომ? ნუთუ,არ ამაყობ იმით,რომ ჩემი შეყვარებული ხარ?-ვკითხე თავმომწონედ და როცა არ მიპასუხა,თემა შევცვალე.
-ჰეი! გუშინ ხომ გითხარი,დამელოდე მეთქი. რატომ დამტოვე?-ამჯერად ჩემს ხმაში გაბრაზება იგრძნობოდა.
-წერილი ხომ დაგიტოვე? გითხარი არმინდოდა რომ გამეღვიძებინე და...
-კარგი,მე ის არ მინახავს. მთელი ღამე სკოლაში ვიყავი და გეძებდი. საშინლად ვნერვიულობდი.-მოვატყუე.
-მაპატიე,ზაკ. არ მეგონა თუ ამას ჩემთვის გააკეთებდი.-მოიბოდიშა და ისე შემომხედა,თითქოს მართლა წუხდა იმის გამო,რაც მოხდა.
სასწრაფოდ განზე გავიხედე,რადგან თავი დამნაშავედ ვიგრძენი მისი მოტყუებისათვის. მისი თვალები ჩემს სინდისს აღრიალებენ!
ლიფტის კარი გაიღო და ორივე გარეთ გამოვედით,როცა ჩემი ტელეფონი გავუწოდე.
-რა არის ეს?
-აიფონი ქვია,ტორი. გაგიგონია მასზე?-კითვა სარკაზმით დავუბრუნე.
-ვიცი რომ აიფონია და მეც მაქვს.მაგრამ რატომ მომეცი?
-შენი ნომერი ჩაწერე.-ვუბრძანე.
-რატომ?-იკითხა.
-for your information,Miss No-boyfriend-since-birth,we should know each other's phone number to communicate.
ახლა გეყოფა სულელური კითხვები და აკრიფე ნომერი. მე კი შენი ტელეფონი მომეცი.-ვუბრძანე.
მანაც სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან მობილური და მე გადმომცა.
-დარწმუნებული უნდა ვიყო რომ ჩემს ყველა ზარს უპასუხებ და ყურმილს არ დამიკიდებ. გასაგებია?
-მოვთხოვე,რაზეც თავის დაქნევით მიპასუხა.
-ანუ,ძიძა გყავს არა? შემახსენე,რამდენი წლის ხარ?-გავეხუმრე გასაღიზიანებლად.
დავინახე,როგორ აუვარდისფრდა ლოყები,შემდეგ კი მე შემომხედა.
-ის დაცვასავით უფროა,ზაკ. და 18 წლის ვარ,გმადლობ რომ მკითხე.
მის სიტყვებზე ჩავიცინე და ჩემი მანქანისაკენ გავაგრძელეთ გზა.
როცა მივუახლოვდით,ტორიმ წინა კარების გახსნა სცადა,მაგრამ შევაჩერე.
"It'stime for your first heartbreak",გულში ჩავიცინე.
-წინ შენ არ დაჯდები. ჩემი მეგობარიდავპატიჟე,რომელიც ჩვენთან ერთად იმგზავრებს.იმედია,პრობლემა არ გაქვს.-ვუთხარი და 
თან ვცდილობდი ისე გამეღიმა,რომ 'თავმომწონე'სიცილში არ გადაზრდილიყო.
-რათქმაუნდა,რა პრობლემაა.-მიპასუხა დაუყოვნებლივ და უკანა სავრძელის კარი გააღო,მე კი მძღოლის ადგილას მოვკალათდი.
-ტორი ეს სამანტაა,ჩემი მეგობარი.-ერთმანეთი გავაცანი. ახლა დაიწყება: ერთი..ორი..სამ..
-გამარჯობა,მიხარია,რომ შეგხვდი.-ტორიმ ხელი წინ გამოიშვირა რომ სამანტასათვის ხელი ჩამოერთმია.
ამან ადგილზევე გამაშეშა. სერიოზულად? ჩვეულებისამებრ,გოგონები კითხვების დასმას და გაგიჟებას 
იწყებენ ხოლმე მაგრამ მან ხელი ჩამოართვა,თანაც ღიმილით. 
იცის,რასაც ვაპირებდი თუ მართლა ასრულებს თავის სიტყვებს,როცა მითხრა,რომ გამგები შეყვარებული იქნებოდა? 
ავტომობილის ტარება დავიწყე და უკანა ხედვის სარკის მეშვეობით ტორის ვუთვალთვალებდი,რომელიც თავის IPad-ში რაღაცას კითხულობდა.
დავიჯერო,მართლა არ აღელვებს ის რაც აქ ხდება?
-ჰეი,ზაკ. ჩვენთან არ მოდიხარ მოგვიანებით?ლიზას ფართი აქვს,აუზზე.-სამანტა ახლოს მოიწია და ჩემი თმით თამაში დაიწყო.
არა,ნამდვილად იცის როგორ უნდა ფლირტი და მეც,მივეცი უფლება რომ ეს გაეგრძელებინა.
უკანა ხედვის სარკეს შევხედე,რომ ტორის რექცია დამენახა.
ის არც კი გვიყურებდა. ვერ გავიგე,ყრუა თუ..?
-არ ვიცი. ახლა შეყვარებული მყავს და მას ვკითხავ.-ამის თქმის შემდეგ ტორის დავუძახე.
-ჰეი,ტორი.გაიგე სამანტამ რაც თქვა?
-მაპატიე,რა თქვა?-შემეკითხა.ანუ,არც კი გვისმენდა.ან გვისმენდა და ისე გვაჩვენებს თავს,თითქოს ვერაფერი გაიგო.
ჯანდაბა! ამ გოგოს ვერაფერი გავუგე.
-არაფერი,დაივიწყე. კარგი,წამოვალ.-ვუპასუხე,რაზეც სამანტამ სიხარულის გამომხატველი წრიპინი ამოუშვა და ლოყაზე მაკოცა.
(ამ წრიპინზე ეწერა samantha shrieked. shriek ნიშნავს წივილს,კივილს ხოდა ასე ქნა ანუ რა:დ
:ddddd vici vici ro boroti var-_-)
დარწმუნებული ვარ,ტორიმ ეს დაინახა,მაგრამ როცა რეაქციის შესამოწმებლად გავხედე,გასხივოსნებული სახით მიმზერდა.
საერთოდ,მიხვდა მაინც რა მოხდა?ღიმილი არ არის ის რასაც მისგან მოველოდი.
მართლა ვუყვარვარ? საერთოდ არ ღელავს იმაზე რო ესესაა გოგომ მაკოცა!
ეს უკვე აღარაა სასაცილო! ახლა იმედგაცრუებული ტორის მაგივრად მე გამოვედი!
********
ბოლოს,როგორც იქნა სკოლის ავტოსადგომამდე მივაღწიეთ და სამანტა ჯერ კიდევ მხარზე მეკვროდა.
-ჰეი,ზაკ,უნდა წავიდე თორემ გაკვეთილზე დამაგვიანდება. გმადლობ რომ მომიყვანე და სასიამოვნოა შენი გაცნობა,სამანტა.
თქვა ტორიმ გულწრფელი ღიმილით. რაც ძალიან განსხვავებულია ჩემი ყოფილი შეყვრებულებისაგან.
რადგან ეს არც 'ძალით' ღიმილია და არც სარკასტული. 
-შენი შეყვარებული წავიდა...ასე რომ,არ გინდა გაკვეთილის დაწყებამდე გავერთოთ?-ხელი ბარძაყზე დამადო,მაგრამ ტორის გამო 
ხასიათზე არ ვიყავი და უცებვე ვუპასუხე,რომ წასულიყო.
-გეშინია,შეყვარებულმა არ გაგიგოს? ნუ გეშინია,ის უცნაურია,დამჯერი და წყნარი.ვერაფერს გაიგებს,დამიჯერე.
-გეყოფა,სამანტა და წადი მეთქი,გაიგე?!-დავუყვირე.
-კარგი! ყვირილი რა საჭიროა!-გარეთ გადავიდა და კარები მოაჯახუნა.
რა საშინელებაა,მისნაირი გოგოები საზიზღრები,ამაზრზენები არიან.
ბოლო ბოლო,ზღვარი მაინც უნდა იცოდე ყველაფრის!
ჯერ კიდევ ტორის რეაქციაზე ვფიქრობდი,რა იყო ეს ღიმილი?
ნამდვილი იყო თუ ტყუილი? იქნებ მალავდა იმ ფაქტს,რომ გული ეტკინა?
რანაირი ხასიათების ხარ,ვიქტორია? 
სამანტა მართალია,შენ უცნაური ხარ.

მოკლედ,პირველ რიგში მააპტიეთ რო ამდენხანს არ ვდებდი :დ
სოფელში ვიყავიდა მთელი გულით ამ მოთხრობაშივეგდე სიმართლე გითხრათ :დ
რავიზეპირად ვიცი უკვე მგონი იმდენჯერ მაქ წაკითხული :დ
უბრალოდ მართლა ძალიან მიყვარს და რატო არ ვიცი :/ :დ
ზაკუნკულა ^_____^ რა ცუდი ბიჭია :დ
ეხლა გადავედი ამ მოთხრობის მეორე ნაწილზე,MUST HATE THE PLAYBOY.
და რო ვკითხულობ ვდნები რასაცქვია :დ
შეცდომებისთვის ბოდიში,მე არ ვარ ინგლისურს ექსპერტი :დ
ქეციანი 14 წლის ღლაპი ვარ :დ ხვალ ვხდები 15ის და სანამ 14ის ვარვგულაობ B)
მოკლედ,ლავ იუ ოლ,ქის იუ ოლ :დ ♥ ♥ ♥
პ.ს მეც მომენატრეთ ♥ "დდდ

 
 

კატეგორია: Book | ნანახია: 1128 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 9

(2015-05-22 6:22 PM)
"ქეციანი 14 წლის ღლაპი ვარ :დ ხვალ ვხდები 15ის და სანამ 14ის ვარვგულაობ B)" gmerto rogor maklda :DDDDD