მთავარი » 2013 » ნოემბერი » 25 » Must Date The PLAYBOY
3:46 PM
Must Date The PLAYBOY


  Must Date The  

PLAYBOY
 შინაარსი/თრეილერი/ქასთი/ნაწყვეტები 





კომპიუტერთან როცა ზიხარ ხშირად ვერ ხვდები რითი გაერთო
 და რა გააკეთო,მეც ასე მემართება ხოლმე 
მაგრამ  აღმოვაჩინე გასართობი,ვკითხულობ უცხოურ 
მოთხრობებს,იხილეთ ჩემი უსაყვრელსი მოთხრობის გარჩევა:
"Must Date The PLAYBOY"
Alena

Cast:
Nina dobrev as Victoria Peige
Alex Pettyfer as Zach Anderson
Blake Lively as Chloe Loise
Chase crawford as James Gregory

ტრეილერი:

შინაარსი:
ეხლა რა ხდება აგიხსნათ :დ
მოკლედ,ვიქტორია ფეიჯი დადის ნიუ-იორკის ყველაზე 'წარმატებულ' სკოლაში
 ანუ სადაც მდიდარი ხალხის შვილები სწავლობენ
ნუ თვითონაც მდიდარია მაგრამ არ გიჟდება ამაზე.
ყავს საუკეთესო მეგობარი ქლოი,რომელიც ყველაზე პოპულარული გოგონაა
 სკოლაში და თითქმის ყველას უყვარს მათ შორის სკოლის მთავარ 'ბაბნიკ' ზაკს :დ
ქლოის რამოდენიმე შეყვარებული ყავდა და ყველა თითქმის უმიზეზოდ დაშორდა და ტორი ნეიტის
 მეშვეობით გაიგებს რომ ამ ყვლაფრის უკან ზაკი დგას,ანუ ზაკი აიძულებს ბიჭებს დაშორდეს ქლოის.
ტორი გადაწყვეტს რომ გადაარჩინოს თავისი მეგობრაი შემდეგი 'გულისტკენისაგან' და გახდება ზაკის შეყვარებული
იმ იმდეით რო ასევთქვათ 'ყურადღებას გადაატანინებს' :დ
ზაკი დასთანხმდება იმიტომ რომ იცის ტორი ქლოის მეგობარი რომაა და უფრო ახლოს იქნება ქლოისთან.
არავინ არ იცი სინამდვილეში რატომ არიან ესენი შეყვარებულები გარდა ჯეიმსისა(ზაკის მეგობარის).
ჯემსიც მოგვინაებით გაიგებს. ნუ ნელ-ნელა როგორ შეუყვარდებათ ერთამნეთი ეგ ისტორიაა
მაგრამ დამიჯერეთ ბანალური არაა,ისეთი რაღაცები ხდებოდა საერთოდ რო არ ველოდი.
მოთხრობა არაა დასრულებული მაგრამ ავტორმა თვქა რამოდენიმე თავიღა დარჩაო.^^
არის ინგლისურად მაგრამ ადვილად წერია და მგონი გაიგებთ,
მე ინგლისურში დებილი ვარ და მე ვიგებ და :დ
Alena
Alena
Alena
Alena

ნაწყვეტები:
ZACH'S POV
"...'რას აკეთებს ამდენხანს?უკვე თითქმის 8 საათია!'
მათი სასტუმრო ოთახის საავრძლიდან წამოვდექი ისე,
რომ საათისთვის თვალი არ მომიშორებია. შევამჩნიე,რომ მისი აუტანელი 
ძიძა მთელი ამ ხნის განმავლობაში მიყურებდა.
-ტორი მზადაა?-ვკითხე.
-თუ მზადაა,მაშინ ჩამოვიდოდა. უკვე მკითხე ეს ათასჯერ!-მიპასუხა საოცრად გაღიზიანებულმა.
უბრალოდ შევხედე და მობილური ამოვიღე რომ ტორისთვის დამერეკა.
-ყველაფერი კარგად აგიხსენი,ხომ ასეა? ამიტომ,მითხარი,რატომ მალოდინებ?
-მე..მე არ ვარ დარწმუნებული რომ ეს კაბა მიხდება ან კარგად მომერგო ზაკ.-მიპასუხა მცირე ყოყმანით.
-თითქმის ერთი საათი გავიდა.შეგიძლია უბრალოდ ჩამოხვიდე  დაბლა!
-კარგი,კარგი! უბრალოდ,არ გაიცინო! და თუ კარგი სათქმელი არაფერი გექნება,
პირი გააჩუმე თუ არადა არ წამოვალ ფართიზე!(როგორ ვთარგმნო ფართი კულტურულად :დ)-დამემუქრა.
-რაც არის არის! უბრალოდ ჩამოდი!
რამოდენიმე წუთის შემდეგ,როცა ისევ სავარძელზე ვიჯექი,ტორი ჩამოვიდა.
-კარგი,რას ფიქრობ?-მკითხა.
ჯერ სახეზე შევხედე,შემდეგ კი თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე.
-თქვი რამე!-მომთხოვა.
-მეგონა გინდოდა რომ ჩუმად ვყოფილიყავი?-ვუპასუხე ღიმილით.
-ოჰ,ყველამ იცის რომ არ შეგიძლია გაჩუმება!-თქვა და ხელები წელზე შემოიწყო.
-საკმაოდ სასაცილოა.-ვუთხარი ღიმილით.
-რა?-მკითხა.
-რა?
-ასე უაზროდ მიყურებ!-თქვა გაბრაზებულმა.
-თავს ვერ ვიკავებ და..ვუყურებ..შენს ლამაზ თმას,-ჩავიბუტბუტე. რა ჯანდაბას ვამბობ?!
-კ..კარგი..-დავამატე.სისულელეებს ვლაპარაკობ.
-მე..მე არ ვგრძნობ ამაში თავს კომფორტულად,ასე მგონია მხოლოდ პირსახოცშემოხვეული დავდივარ-
თქვა და თან ცდილობდა კაბა ფეხებზე,დაბლა ჩამოეწია.
-შესანიშნავად გამოიყურები,ტორი.-ვუთხარი ყოველგვარი ყოყომანის გარეშე.
არ ვიცი რატომ ვღელავდი,ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეთქვა მისთვის.
არ მინდოდა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა,რაგდან ლამაზად გამოიყურებოდა.
მოველოდი,რომ სხვა სექსუალური გოგონებივით იქნებოდა მაგრამ ის განსხვავებული იყო.
უფრო ზუსტად,გასაოცარი.შავი კაბა,რომელიც საკმაოდ უხდებოდა,
მის გრძელ ფეხებს და მაღალქუსლია,ასევე შავ ფეხსაცმელს უფრო გამოკვეთილად აჩენდა.
მისი გრძელი თმა აქა-იქ დაეხვია და არც ზედმეტი მაკიაჟი ესვა სახეზე.
ვცდილობ რომ მასზე კარგად ვიმოქმედო და პირველად ვიგრძენი დიალოგში დაძაბულობა.
შეიძლება უბრალოდ გაოგნეული ვარ იმით,რომ ის ჩვეულებრიუვად არ გამოიყურება.
-ამას უბრალოდ ამბობ.-მითხრა ნერვიულობით.
-არა,სერიოზულად.თვალს ვერ გაცილებ.
'ესეც ასე,მიაჯაჭვე ეს პრობლება. ბოლო ბოლო,ნომალური დიალოგი გაქვს ამჯერად'
მაგრამ ის მაინც განერვიულად გამოიყურებოდა.
-ვფქირობ რომ ეს ძალიან...
დაიწყო,მაგრამ შევაწყვეტინე:
-გიხდება ტორი.ეს ვიგულისხმე.-ისევ მას ვუყურებდი,როცა ჩემს ნათქმავეზე გაეღიმა.
-მეტი რა ვთქვა? შესანიშნავად გამოიყრები,კარგი?და შენ კი დარდობ რომ არ გიხდება.ახლა კი წავიდეთ!-ვთქვი.
-გმადლობ,ზაკ.
-კაბისთვის? არაფერია. როგორც გითხარი,არ გვინდა ყველას თვალწინ სულელებივით გამოვიყურებოდეთ არა?
ახლა კი წავიდეთ.-ვუპასუხე დამაჯერებლად.
-არა,არაფერი სისულელე რომ არ მითხარი იმისთვის-მითხრა ღიმილით."
imageimageimage
image image
image image
******
"შიგნით შევედით,მუსიკა არ იყო ძალიან ხმამაღალი.
შევამჩნიე,რომ რამოდენიმე გოგონა ღიმილით მიყურებდა,მაგრამ უბრალოდ დავაიგნორე,
რადგან ჯეიმსს ვეძებდი,რომელიც არსად ჩანდა. ვივარაუდე,რომ ვინმე გოგოსთან ერთად იქნეობდა ოთახში.
შევამჩნიე,რომ მხოლოდ გოგონები არ მიყურებდნენ და ბიჭებიც ცდილობდნენ გაეგოთ,ტორი ხელმისაწვდომი იყო თუ არა.
ამ უკანასკნელს შევხედე და თავი ვერ შევიკავე,ჩავიცინე,როცა შევამჩნიე როგორი შეშინებული იყურებოდა შიგნით.
ვიცოდი,რომ ვინმე მოვიდოდა მასთან ან უარესი,ისარგებლებდა ტორის უმწეობით.
მე კი რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო არ დავუშვებდი,რომ ეს მომხდარიყო,ამიტომ, 
მარცხენა ხელი ტორის წელზე შემოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე.
ის ჩემი საქციელით გავკვირვებული,მოდუნდა ხოლო მე უბრალოდ ჩავიცინე.
მინდოდა ყველას სცოდნოდა,ამით მათ ვანიშნე,რომ ვერავინ შეეხებოდა ტორის."

TORI'S POV
"-მოიცა!-დავუყვირე. ყურადღება არ მომაქცია მაგრამ მაინც მივსდევდი.
-ზაკ,გითხარი დამელოდე-მეთქი!-ამჯერად გაჩერდა. 
ადგილის უახლოეს  დერეფნის შესასვლელთან ვიყავით და,
საბედნიეროდ იქ არავინ იყო ჩვენს გარდა. ზაკი ჩემსკენ შემობრუნდა 
და გაბრაზებულმა მკაცრად ამოილაპარაკა :
-რა?!
-რა გჭირს? ასე რატომ წამოხვედი?
თავხედურად გაიცინა სანამ ჩემი მიმართულებით წამოვიდოდა.
-ამას სერიოზულად მეკითხები!-თქვა გაბრაზებული ტონით.
-მე ნამდვილად არ ვიცი კარგი? შეგიძლია ამიხსნა?
-არ მჯერა! ბრმა ხარ თუ ჩემს მოთმინებას სცდი?-დამელოდა სანამ ვუპასუხებდი მაგრამ 
მე მხოლოდ ხელები გადავაჯვარედინე და წარბები ავწიე.
-ეს სიგიჟეა! გთხოვ გამახსენე რას აკეთებდი!-მკითხა განრისხებულმა.
-ვცეკვავდი.
-ვისთან ერთად?-ჩამეკითხა.
-ნათანთან.
-დინგ! დინგ! დინგ!-წაიმღერა.-არ მითხრა რომ არ იცი,იმ იდიოტს გრძნობები 
რომ აქვს შენს მიმართ!-შევშფოთდი,რათქმაუნდა არ მჯერა ამის.-ეს ისეთი ცხადია!
როგორ ვერ ამჩნევ? ან იქნებ,რაიმე გეგმა გაქვთ შენ და მას?-პასუხი ისე მოითხოვა თითქოს იცოდა
რას ვფიქრობდი.
-არა,გეშლება. ნათანი უბრალოდ კარგად მექცევა.-ვუპასუხე.
ზაკმა ხელები თმაში შეიცურა.
-კიდევ მეკამათები? მეგობრები? ისე ცეკვავდით თითქოს რაიმე ფილმში იყავით!
ის ისე გიყურებდა და გეხებოდა,შენ არ...
-ის ჩემთან იმიტომ იყო რომ დამინახა,როგორ გიყურებდით შენ და ქლოის შორიდან.-შევაწყვეტინე.
-რა?-ჩამეკითხა მოუთმენლად.ისე მიყურებდა როგორც დეტექტივი,რომელიც აღიარებას ელის.
-ის უბრალოდ ცდილობდა რომ თქვენგან შორს წავეყვანე.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.
რაღაც დავლიე და  მან იფიქრა რომ ვეჭვიანობდი მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო და...ვაი!-გავჩუმდი როცა ზაკმა კუთხეში მომიმწყვდია.
-რას აკეთ...-დავიწყე მაგრამ ისევ გამაჩუმა და სხვა მხარეს გაიხედა.
-შენ არ გინდა რომ პაპარაცებმა დაგაფიქსირონ ხომ ასეა? ხოდა გაჩუმდი და გამომყევი.-
კედლიდან განზე გამომიყვანა და შემდეგ გასავლელისაკენ გავიქეცით.
მას მივყვებოდი და ბოლოს,როდესაც გარეთ გამოვედით,ტაქსი გააჩერა და მიბრძანა,რომ ჩავმჯდარიყავი.
-მოიცა! შენი მანქანა?-ვკითხე.
-ოჰ,მაგაზე ნუ იდარდებ,ჩაჯექი!-მანქანის კარი გამიღო და მანიშნა,რომ შიგნით დამჯდარიყავი.
გაპროტესტება მინდოდა მაგრამ ვიცოდი,შესაფერისი დრო არ იყო.
როდესაც მანქანაში გვერდით მომიჯდა,განზე გავიწიე,მისგან შორს და სწორედ
 ამ დროს მძღოლმა იკითხა,თუ სად ვისურვებდით წასვლას.
-უბრალოდ ატარე,მოხუცო.-მართალია,მინდოდა ჩემი სახლის მისამართი მეთქვა,მაგრამ ზაკმა დამასწრო.
-მბრძანებელი,როგორც ყოველთვის.-გამოვეხმაურე მის სიტყვებს,რადგან,შეიძლება 
ითქვას,მართლა მომერიდა მძღოლის.
-დიდებულია...ახლა რა ?-მკითხა ზაკმა.ვიცოდი რომ მხედველობაში ის დიალოგი ჰქონდა,რომელიც ცოტა ხნის წინ გვქონდა
სანამ პაპარაცები არ ახსენა.
-უბრალოდ სახლში წამიყვანე,ზაკ. მისტერ,წავიდეთ...
-არა,არ წახვალ სანამ არ მეტყვი რას ამბობდი ცოტა ხნის წინ.-შემაწყვეტინა.
გავწითლდი,რადგან მაშნვე გამახსენდა რა სიტყვები დასცდა ჩემს პირს.
-უკვე გითხარი ყველაფერი!-ზურგი ვაქციე და ფანჯარაში გავიხედე.
-ბავშვური,როგორც ყოვლეთვის.-განაგრძობდა ჩემს გაბრაზებას,მაგერამ გავჩუმდი,და მთელი გზა სიჩუმეში გავატარეთ. 
ნიუ-იორკის ქუჩები მაინცდამაინც ნაცნობი არ იყო ჩემთვის,მაგრამ მაინც მივხვდი,
რომ სადღაც ბრუკლინზე ვიყავით რადგან რამოდენიმე წუთის წინ ხიდზე გავიარეთ.
-გააჩერეთ აქ.-თქვა ზაკმა.მანქანა რაღაც შენობასთან გაჩერდა,რომელიც ძველ სახლს ჰგავდა.
ზაკმა ფული გადაიხადა და ავტომობილიდან გადმოვედით.
-სად ჯანდაბაში ვართ?-ვიკითხე.
-უბრალოდ გამომყევი.-ზაკმა ხელი ჩამჭიდა როცა ორ შენობას შორის ვიწრო ბილიკზე გამიყვანა.
მოულოდნელად პირი დავაღე როცა ჩემს წინ ხედს გადავხედე.
პორტზე ვიყავით,რომელიც ნიუ-იორკის შენობებს გადაჰყურებდა. ვფიქრობდი,რომ ეს ხედი მანჰეტენიდან იყო.
როდესაც გარემო მოვათვალიერე,რაღაც კაფე და სხვადასხვა პატარა ჯიხური შევნიშნე.
მართალია,აქა-იქ ცოტაოდენი ხალხიც იყო,რომელიც ხედს გადაჰყურებდა,მაგრამ ადგილი ხალხმარავალი მაინც არ ჩანდა.
ალბათ მიზეზი,რატომაც აქ ზაკმა მომიყვანა,მომხდარი ინციდენტზე საუბარი იყო.
უცებ ვიგრძენი,რაღაც შემომხვიეს მხრებზე.ზაკის პიჯაკი.
მას შევზედე მაგრამ უბრალოდ თვალი ამარიდა.ხელი ჩამჭიდა და სიარული დავიწყეთ.
ამან გამათბო.ვუყურებდი ზაკს და მაინტერესებდა რაზე ფიქრობდა.
ჩვენს გადაჭდობილ ხელებს შევხედე და სულელურად გამეღიმა.
სულ ცოტა ხნის წინ ვკამათოდით და ახლა,როცა მან ასეთი რაღაც გააკეთა,თავი დაცულად ვიგრძენი,
როცა ზღვას მივუახლოვდით.ზაკმა ხელი გამიშვა როცა რელსებს მივუახლოვდი.
ქალაქის ხედს თვალს ვერ ვაშორებდი და ერთადერთი,რისი თქმაც შევძელი,
აღტაცების გამომხატველი შორისდებული იყო.
-ლამაზია არა?-მკითხა ზაკმა.
-კი,-მივუგე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.-ისე,სად ვართ?-დავამატე.
-ზუსტად არ ვიცი,სიმართლე გითხრა. სადღაც ბრუკლინზე.
-ისეთი თვალწარმტაცია...-ჩავიბუტბუტე.
-ჰო..პირველად ხედავ ამას?-ხელი ჰორიზონტისაკენ გაიშვირა.
-კი..ნიუ-იორკი არ დაგვითვალიერებია როგორც ტურისტებს.
-ეს ყველაზე მაგარი ქალაქია დედამიწაზე და შენ არ გინდოდა შეგემოწმებინა რატომ?-მკითხა ინტერესით.
-ცნობისთვის,როცა აქ პირველად მოვედი მეგობრებიც არ მყავდა რომ დრო მეტარებინა.-ვუთხარი,თან ქალაქის განათებებს თვალს არ ვაცილებდი.
-ქლოი ხომ გყავს?
-როცა ჩვენ დავმეგობრდით,უკვე საკამრისად დიდები ვიყავით იმისათვის,რომ ჩვენს
 საკუთარ ქალაქში 'ტურისტობა' დაგვეწყო.-შევხედე.
-დიდი არასდროს ხარ იმისათვის რომ რაღაც ახალი სცადო.-დამარიგა ზაკმა.
ცოტა ხანს ერთმანეთს ვუყურებდით,შემდეგ დავეთანხმე და შენობებს მივუბრუნდი.
შემეძლო მეცქირა ჰორიზონტისათვის მთელი ღამე. კიდევ მქონდა ზაკისათვის შეკითხვები,თუ რატომ მომიყვანა აქ.
ის ძალიან იდუმალია,ყოველთვის რაღაც საიდუმლო აქვს. ვიფიქრე,კარგი იქნებოდა თუ რამეს ვკითხავდი.
-ზა...
-ანუ,შენ მე და ქლოი დაგვინახე ერთად,არა?-სახეზე წამოვწითლდი როცა მისი სიტყვები გავიგე.
-კი,მერე რა?
-ცუდია,რომ ახლოს არ მოხვდეი. შენზე ვლაპარაკობდით.
-მეხუმრები...-მისკენ შევტრიალდი.-რატომ?
-რა,ეს ცუდია? არ შეიძლება შენზე საუაბრი?-მკითხა და ჩვენს შორის დისტანციას შეხედა.
-რას ამბობდით?-ვკითხე.
-ბევრს არაფერს. როგორ ვეშლებით ყველას მე და ქლოი წყვილში და იმაზე,თუ რამდენად ხშირად
 დადის ჩემი შეყვარებული საპირფარეშოში.
როცა 'ჩემი სეყვარებული' ახსენა,თავი ვერ შევიკავე და გავუღიმე.
-არ გცივა?-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ამიტომ თემა შევცვალე.
ზაკმა შემომხედა ისე,თითქოს მიხვდა რას ვცდილობდი ამით.
-რადგან ახსენე,მართლაც ცივა.-თავისი პიჯაკი მომაცილა მხრებიდან და ჩაიცვა.
წარბები ავწიე მის საქციელზე. 'ყველაფრის მიუხედავად,მაინც ისეთივე იდიოტია'
გავიფიქრე და ხედს მივუბრუნდი. შემცივდა და ხელები მხრებზე გავისრიალე.
'როგორი ჯენტლმენია,რატომ არ მიკვირ..' ფიქრი შევწყვიტე,როცა ვიგრძენი როგორ ჩამეხუტა ზაკი ზურგიდან.
-უკეთესია?-მკითხა გაბედულად.
-ა..არა.-თავი სულელურად ვიგრძენი სიცილის შეკავებისას.
-ჰო,მოატყუე შენი თავი.-ჩაიცინა.-ტორი?
ხმა უცებ სერიოზული გაუხდა,რის გამოც თრთოლამ ამიტანა.
-ჰმ?-შევეცადე სიტყვა ჩამელაპარაკა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები."

ვისაც წაკითხვა გინდად ნახეთ აქ.
იგლისურადაა,მაგრამ გაიგებთ.
ეს მე ვთარგმნე რაც აქაა :დ

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 2123 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-11-26 2:53 PM)
maldloba<3