მთავარი » 2013 » დეკემბერი » 5 » Must Date The PLAYBOY
5:15 PM
Must Date The PLAYBOY

  Must Date The  

PLAYBOY
 Chapter 2-The Plan



სკოლის ზარმა მამცნო თუ არა,რომ მხოლოდ ერთი გაკვეთილიღა დამრჩა დღის დამთავრებამდე,
ნათანს მესიჯი მივწერე,სადაც პატიება ვთხოვე კაფეტერიაში მის მარტო დატოვებისათვის.
ზაკზე ჯერ კიდევ გაბრაზებული ვიყავი,ამ ამბავმა მწყობრიდან გამომიყვანა და მისი დანახვაც კი არ მინდოდა.
ვიცი ეს არ არის ჩემი ჩვეულებრივი ხასიათი მაგრამ ზოგჯერ ყველაზე საყვრელი კატაც კი საზიზღარია,არა?
მგონი ქლოის დარიგება იმის შესახებ,რომ ბრაზი გულში არ დავიტოვო და გარეთ გამოვუშვა,ახლა გამოვლინდა
და იმედი მაქვს ამის გაკონტროლება კიდევ შემიძლია.
 კლასიდან გამოვედი და ჩემი კარადიდან ინგლისურის წიგნი ამოვიღე.
როდესაც ზარმა კიდევ ერთხელ გამაფრთხილებლად დარეკა,ნივთები
 აჩქარებულად მოვაგროვე,არ მიყვარს როდესაც ვაგვიანებ
და მაშინაც კი,როცა ცუდად ვარ,ვცდილობ მოვიდე,რადგან განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც ნივთებს ხელი დავავლე და გაქცევა დავაპირე ისე სწრაფად,როგორც კი შემეძლო,ვიღაცამ
მაჯაში ხელი ჩამავლო და შემაჩერა. მოიცა,ვიღაც ჩემს გატაცებას ცდილობს?
ეს ხომ კერძო სკოლაა და კარგად უნდა იყოს დაცული!
სრულიად შოკირებულს და სიტყვებდაკარგულს,შემდეგი რაც მახსოვს ისაა,რომ 
ცარიელ საკლასო ოთახში ვიყავი მაღალ,ქერათმიან და თავხედურად მომღიმარ ბიჭთან ერთად.
ის ჩემს წინ იდგა,ისე ახლოს,რომ მის გამაბრუებელ სურნელსაც კი ვგრძნობდი.
ასე ახლოს ბიჭთან არასდროს ვყოფილვარ და როდესაც კარგად დავაკვირდი 
და გავიაზრე,ვინც იყო,რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე და საჩვენებელი თითი მისი სახისაკენ გავიშვირე.
-შენ!-დავიყვირე გაბრაზებულმა.
-ჰო,მე! გაგიხარდა?-განმიცხადა თავდაჯერებული ტონით.
-რა ჯანდაბას აკეთებ შენი აზრით?! როგორ გაბედე და შემეხე!-საკმაოდ ხმამაღლა მომივიდა.
-ოჰ,მგონი შენ ეს გინდოდა. იმიტომ რომ,მაშინ,კაფეტერიაში ისე მიყურებდი...-მომიახლოვდა თითქოს ჩემს გახელებას ცდილობდა.
-არ მომიახლოვდე! იმიტომ კი არ გიყურებდი,რომ გამოწმებდი ან მაინტერესებდი. სიმართლე თუ გინდა,შენზე ვბრაზობდი ანდერსონ!
ვთქვი თუ არა,ზარმა დარეკა,რაც იმის ნიშანია,რომ გაკვეთილი უკვე დაიწყო.
-ო არა,დავაგვიანე!-ავნერვიულდი და ოთახიდან გამოსვლა დავაპირე,მაგრამ ზაკმა დამიჭირა.
-საით გაგიწევია?-მკითხა.
-მე მეკითხები? გაკვეთილზე,მაგრამ შენი წყალობით უკვე დავაგვიანე.ინგლისური გამოვტოვე!
-ოოჰ,პირიქით,მალდობა უნდა მითხრა რომ მაგ საზიზღარი საგნისაგან გადაგრჩინე.-მომეჩვენა,თითქოს ამით დაიტრაბახა.
თვალები გადავატრიალე და ვუპასუხე.
-პირველი შემთხვევაა,როცა ინგლისურის გაკვეთილი გავცადინე.ეს უკვე აღარაა სასაცილო. უნდა წავიდე.
-არა,არ წახვალ სანამ მე არ გეტყვი.-მითხრა ბრძანების კილოთი,რამაც უფრო მეტად გამაღიზიანა.
-თავი ვინ გგონია ასე რომ მიბრძანებ?! მიშველეთ!-დავიყვირე გაბრაზებულმა.
-თუ არ გაჩუმდები გაკოცებ! თანაც,თუ ეს ისაა რაც შენ გინდოდა...-ჩაიცინა ვითომ მორცხვად.
არა. ოღონდ ჩემი პირველი კოცნა არა. ამას არასოდეს ვაჩუქებ მისნაირ ბიჭს.
ძლიერად ვუბიძგე რომ დისტანცია შემენარჩუნებინა.
-თავი ჩემგან შორს დაიჭირე,ნაბიჭვარო! მეზიზღები!-წარმოვთქვი მტკიცედ,თითქოს დავიფიცე კიდეც.
მერზე ჩამოჯდა ჩემს პირდაპირ,თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ვაუ,შეხედე,ვინ განაცხადა წლის სიტყვა? მის პრანჭია ვიქტორია ფეიჯი,ქალიშვილი მდიდარი და ერთ-ერთი 
ყველაზე პრესტიჟული სასტუმროების მესაკუთრის.მაგრამ ეს არაა საკმარისი,ჩვენი მაინც პირველია.-დაიტრაბახა.
-რაზე ამბობ? უკანასკნელი მონაცემების თანახმად,ჩვენი პირველია სიაში!
 ჩვენმა ათმა სასტუმრომ დაამარცხა თქვენი! გადაასწორე შენი ფაქტები!-შევუსწორე ამაყად მაგრა მან უბრალოდ გაიცინა.
-თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ თქვენი სასტუმროების ბიზნესი,მაგრამ ყველამ იცის 
რომ თუ მოგვინდა,ვიქნებით კიდეც პირველები.-დაასრულა ქედმაღლურად.
-ოჰ,კარგი ერთი.-ავათვალიერე თავიდან ფეხებამდე და გავაგრძელე,-ვერასდროს გვაჯობებთ.შენნაირი ბიჭები გულს მირევენ!
-აბუჩად ავიგდე,რის შედეგადაც ის ფეხე ადგა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ასე რატომ გეზიზღები ვიქტორია? არ მახსოვს რომ შენთვსი რამე დამეშავებინოს. 
ან არის რაიმე მიზეზი თუ რატომ გძულვარ? გინდივარ არა?-რაც უფრო მიხალოვდებოდა,მით 
უფრო უკან მივიწევდი დისტანციის შესანარჩუნებლად.თვალებს არ მაცილებდა და ეს უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა.
-შენ რა,სულ დაკარგე ჭკუა ზაკ? თუ მაგ ქერა თმებში იმალება? გთხოვ,შენს მიმართ მოწყალეს ნუ მხდი.
არ შემეხო და ამაზე მეტი არაფერი გამახარებს. თანაც,შენ არ ხარ ჩემი სტილის.-ზიზღით ავათვალიერე თავიდან ფეხებამდე.
-აბა,ვინ არის? ქათამი ნათანი?-ჩაიფრუტუნა. ღმერთო,მან იცის რომ ნათანის მიმართ გრძნობები მაქვს? 
მაგრამ,როგორ? ნუთუ ასეთი ადვილად ამოსაცნობი ვარ?
ყველანაირად შევეცადე,რომ გაკვირვება და შოკი დამემალა ჩემს სახეზე.
-ოჰ,მაგრამ ნათანს შენი მეგობარი,ქლოი უყვარს არა? რთული სიყვარული. მეცოდები,იყო
ვინმესთან და ის სიყვარულით არ გპასუხობდეს...ეს ალბათ ძალიან რთულია.-გააგრძელა ამპარტავნად.
-შენც იგივე გჭირს.-ჩავილაპარაკე,როცა განზე გავიხედე მისი მზერისათვის თავის ასარიდებლად.
-რა თქვი?
არა. ეს არ უნდა მეთქვა. ამით მიხვდება რომ რაღაც ვიცი და ნათანი ალბათ გაბრაზდება ჩემზე.
რა სულელი ვარ,როგორმე აქედან უნა გავიდე.
-ვთქვი,რომ ნაბიჭვარი ხარ!-ვთქვი და სწრაფად დავტოვე ოთახი.
სწრაფადევ გამოვედი გარეთ და ტაქსი გავაჩერე. არაა საჭირო რომ აქ დავრჩე,თანაც,კლასში უკვე დავაგვიანე.
უნდა წავიდე აქედან რაც შეიძლება მალე.

**********
ბოლოს ჩემს სახლთანაც მივედი,რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთ ულამაზეს შენობებში მდებარეობს.
აქ ჩემს ძიძასთან და მოახლესთან ერთად ვცხოვრობ. ჩემი მშობლები აქ არ არიან რადგან ისინი ძალიან 
დააკვებულები არიან სასტუმროების ბიზნესის გამო,ასე რომ,სახლში მარტო ვარ.
მაგრამ ამაზე ბევრს არ ვდარდობ,შევეგუე ამას,თანაც,ესაა მდიდარი ბავშვის ცხოვრება.
შენ შეგიძლია გქონდეს ყველაფერი,მაგრამ ვერ იქნები ყოველთვის მშობლებთან ერთად.
-ასე ადრე რატომ მოხვედი,ძვირფასო? ნათანი სად არის,ყოველთვის მას არ მოჰყავხარ სკოლიდან?
მკითხა სონიამ,ჩემმა ძიძამ,რომელიც ბავშვობიდან ჩემს გევრდითაა და ზრუნავს.
ოჰ,ნათალი საერთოდ გადამავიწყდა ამ სულელი ზაკის გამო!
უნდა შევატყობინო ნათანს რომ უკვე სახლში ვარ.
-უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს და ამიტომ ადრე წამოსვლა გადავწყვიტე.-მოვატყუე,-ჩემს ოთახში ვიქნები,კარგი?
შეგიძლია ცოტაოდენი შოკოლადის ნამცხვარი მომიტანო? გმადლობ,სონია.საუკეთესო ხარ.-სასწრაფოდ ავირბინე კიბეები რომ 
მისი შეკითხვები ამერიდებინა,რადგან არ შემიძლია მისი მოიტყუება. ჩემს ოთახში შევედი და ნათანს მესიჯი გავუგზავნე.
ვუთხარი,რომ არ მოვეძებნე,რადგან უკვე სახლში ვიყავი და დავარიგე,რომ თავს გაფრთხილებოდა.
ტანსაცმელი გავიხადე და ჩემს თავს აბაზანაში ნებივრობის უფლება მივეცი.
რთული დღე იყო და დასვენებს ვიმსახურებ.
 სანამ შხაპს მივიღებდი,მობილურმა დარეკა და ეკრანზე ქლოის სახელი გამოისახა.
სწრაფადვე ვუპასუხე რადგან ვფიქრობდი რომ მნიშვნელოვან საქმეზე მირეკავდა.
-ჰეი ქლოი,ყველაფერი კარგადაა?-მივესალმე.
-კარგად ვარ. უბრალოდ...დაკავებული ხომ არ ხარ?-მკითხა გაუბედავად.
-არა.-ვუპასუხე.
-კარგი...მოკლედ,საპირფარეშოში ვარ. გრეგს უნდა შევხვდე და ისეთი ბედნიერი ვარ,რომ მეშინია
მანაც სხვებივით არ მიმატოვოს. რა უნდა ვქნა,ტორი? მისით ისეთი გატაცებული ვარ.-მაცნო,მის ხმაში
 მოწყენილობა და აღფრთოვანება ერთდროულად გამოსჭვიოდა.
მან რომ ზაკზე იცოდეს...მაგრამ მე არ უნდა ვუთხრა ეს,ნათანს დავპირდი.
მაგრამ მართლა მინდა რომ მეგობარს დავეხმარო. ვგრძნობ,რომ გრეგი მართლა უყვარს,
თანაც,ასეთი ბედნიერი ჯერ არ მინახავს. ღრმად ჩავისუნთე და ქლოის
ყველაზე გამამხნევებლი სიტყვები ვთხარი რაც კი იმწამს შემეძლო.
-გაჩერდი. არ მგონია რომ გრეგმა გული გატკინოს. ის განსხვავებულია სხვებისგან
 და ვფიქრობ,რომ ისიც გატაცებულია შენით.ნუ ნერვიულობ ამდენს,ეს უბრალოდ გაგიფუჭებს განწყობას.
ქლოის ჩუმად იყო ერთხანს,შემდეგ კი გავიგონე,როგორ ამოიხრა.
-გმადლობ,ტორი. შენ მართლა ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. ახლა უნდა წავიდე. 
მადლობა კიდევ ერთხელ. ნახვამდის.-და შემდეგ გამითიშა.
რა უნდა გავაკეთო? მინდა,რომ ის ბედნიერი იყოს. ეს ეგოისტი ზაკი ანადგურებს ყველაფერს.
იფიქრე ტორი,იფიქრე. შენ ჭკვიანი გოგონა ხარ. შენი ჭკუა ასეთი სიტუაციებისათვის უნდა გამოიყენო.
რატომ ვარ ასეთი გამოუსადეგარი! შხაპის მირებას მოვრჩი და ტანსაცმელი ჩავიცვი.
ოთახში რომ დავბრუნდი,დავინახე,რომ სონიას შოკოლადის ნამცხვრები ჩემს სამცადინო მაგიდაზე დაეწყო.
შევნიშნე,რომ ოთახში მხოლოდ ნამცხრები კი არა,ნათანიც იჯდა ჩემს სავარძელზე,შეწუხებული სახით.
-რა მოგივიდა? სკოლა ადრე დატოვე და ბოლო გაკვეთილი გააცდინე. ცუდად ხარ?-მკითხა მოუთმენლად.
-არაფერი. რაღაც მქონდა დასამთავრებელი და ამიტომ წამოვედი ადრე.-მოვატყუე.
არ შემიძლია ვახსენო,თუ რა მოხდა ცარიელ აკლასო ოთახში ზაკთან ერთად.
ის ნამდვილად გაბრაზდება.
-მაგრამ შენ არასდროს გაგიცდენია გაკვეთილი. ინგლისური,შენი საყვრელი საგანი.-დაიჟინა.
-ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ინგლისური. სხვათაშორის,ქლოიმ დამირკა ცოტა ხნის წინ
და მითხრა,რომ გრეგთან კარგად ატარებს დროს მაგრამ ეშინია,რომ ისიც 
სხვებივით მიატოვებს.-მაპატიე ნათან მაგრამ თემა უნდა შევცვალო.
შევამჩნიე,რომ ნათანი მერყეობდა თემის შეცვლის გამო,რადგან ერთხანს ჩუმად იყო.
მივხვდი,რომ ამ თემას მაინც დაუბრუნდებოდა მოგვიანებით.
-ასეა? ზაკს მართლა უნდა დაველაპარაკო,რაც შეიძლება მალე. მაგრამ ვიცნობ და ვიცი,რომ არ მომისმენს.
მას რომ ნორმალური შეყვარებული ყავდეს,ალბათ თავს დაანებებდა ქლოის.
-რას გულისხმობს? მას ხომ ბერვი შეყვარებული ყავს არა?-ვკითხე.
-მე გითხარი ნორმალური შეყვარებული მეთქი,და არა ვიღაც ქათამი რომელთანაც ყოველდღე წევს.
თანაც,ის ყოველთვის თავს ანებეს მათ როცა ისინი მომთხოვნები ხდებიან.-მიპასუხა ისე,
თითქოს ყველაფერი იცოდა რაც ზაკის ცხოვრებაში ხდებოდა.
ალბათ ისინ ნადვილად იყვენენ მეგობრები ყველაფრის მიუხედავად.
ანუ,იმ იდიოტს სჭირდება ისეთი გოგო რომელიც მას ისეთს მიიღებს როგრიც არის?
ისევ ივლის ქალებში შეყვარბულობის დროსაც? რა ეგოცენტრული ბიჭია!
კარგი...მოიცა! რა მოხდებ მე რომ ვითამაშო მისი 'კარგი' შეყვარებულის როლი?
თუ ეს ერთადერთი გამოსავალია ქლოის ურთიერთობების გადასარჩენად,ამას ნამდვილად გავაკეთებ!
ჩემს თავს არაფერს ვავნებ ამით არა? თანაც,ამ გეგმაში არანაირ გრძნობა და ემოიცა არაა,სიყვარული-მით უმეტეს.
მე უბრალოდ უნდა ვტამაშო,თითქოს მომწონს ის როგორიც არის.დავრჩე მასთან რომ დაკავებული იყოს.
მე დავპირდი ჩემს თავს რომ ქლოისთვის ნებისმიერ რამეს გავაკეთებდი,და ეს საუკეთესო გზაა რომ ის ბედნიერი დარჩეს.
-ჰეი,ტორი. კარაგდ ხარ?-მკითხა ნათანმა შეწუხებული ხმით.
-კარგად ვარ,ნათან. ნუ ნერვიულობ. მე კარგად ვიქნები.-დავარწმუნე ღიმილით.

კატეგორია: Book | ნანახია: 1135 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-12-19 4:21 PM)
madlobt ♥