მთავარი » 2013 » დეკემბერი » 16 » must date the playboy
4:19 PM
must date the playboy

  Must Date The  

PLAYBOY

-რა გინდა?-მკითხა ზაკმა მოუთმენლად,-დრო არ დამაკარგვინო,იმედია
 მნიშვნელოვანი 
საქმე გაქვს.-
ახლა მის ხმაში გაღიზიანებაც გამოსჭვიოდა. 
ცარიელ საკლასო ოთახში ვიყავით,გაკვეთილი უკვე დაიწყო და ვამჩნევდი,რომ ანდერსონი მწყობრიდან გამოდიოდა.
არც ვამტყუნებდი,ავტოსადგომიდან აქამდე ტყუილად წამოვიყვანე?
არა,მაინც როგორ ვაპირებ ამ ყვეალფრის დაწყებას ან როგორ უნდა დავარწმუნო საკუთარი თავი იმაში,
რომ ზაკი მომწონს,ჯერ კიდევ არ ვიცი.
ბიჭთან გრძნობებზე არასდროს მისაუბრია,ეს თავიდანვე უნდა გამეთვალისწინებინა.
-თუ ლაპარაკს არ აპირებ,მივდივარ.-განმიცხადა მკაფიოდ,როცა წამოდგა და კარებისაკენ გაემართა.
'ეს კარგი არაა' გავიფიქრე თუ არა,ხელი მის პერანგს ჩავავლე რომ შემეჩერებინა.
-მოიცა!-გავაპროტესტე.
-რა?!-მიპასუხა ყვირილით.
უკან დავიხიე,თვალებში შევხედე და ჩემი თავი შევაგულიანე,რომ დამეწყო.
-ვიცი,რომ არ ვარ ისეთი მიმზიდველი,მხიარული ან თუნდაც მომხიბვლელი
გოგონა რომელთანაც შენ,ჩვეულებისამებრ,დროს ატარებ. ერთადერთი კარგი ჩემში,
ალბათ ჭკუა-გონებაა,რომელიც ყველასთვის მომაბეზრებელია...
მაგრამ,ეს მაინც უნდა გკითხო...-ღრმად ჩავისუნთე გამბედაობის მოსაკრებად,რადგან
ისეთი სიტყვები უნდა მეთქვა,რომლებსაც,ვერც კი წარმოვიდგენდი,თუ ოდესმე ჩემს პირს დასცდებოდა.
უბრალოდ იმის იმედი მქონდა,რომ რასაც ახლა ვაკეთებდი,უკეთესი იყო ყველასთვის და უამრავ პრობლემას გადაჭრიდა.
-...ზაკ ანდერსონ,შეიძლება შენი შეყვარებული ვიყო?-დავიჩურჩულე მოკრძალებულად.
ირგვლივ სრულმა სიჩუმემ დაისადგურა,რადგან 
ამ უკანასკნელს არათუ ხმა ამოუღია,
არამდეც არც კი გაუცინია და მის სახეზე ღიმილის კვალიც არსად ჩანდა.
როდესაც ჩემი მიმართულებით წამოვიდა,
მექანიკურად უკან დავიხიე,
რადგან შემეშინდა,ერთდროულად შეღონებულად და გაბრაზებულად გამოყურებოდა.
ნუთუ რაიმე შეცდომით ვთქვი?
ჩემსკენ სიარული მანამდე განაგრძო,სანამ კუთხეში არ მიმიმწყვდია და მუშტი 
კედელს ისეთი ძალით მიარტყა,
რომ მოულოდნელობისაგან შევხტი.
ახლა ეჭვი აღარ მეპარებოდა,ბრაზისაგან უდაოდ გაშმაგებული იყო.
-მეხუმრები,არა?! გგონია ეს სასაცილოა?! ჯერ კიდევ გუშინ მეუბნებოდი როგორ გძულდი
დღეს მიცხადებ,რომ ჩემი შეყვარებულობა გინდა?! ჩემთან თამაშს არ გირჩევ,ფეიჯ!
ნათანი სიმართლეს ამბობდა იმასთან დაკავშირებით,რომ გაბრაზებული ზაკი ძალზედ საშიშია.
ახლა რაღა უნდა ვქნა? 
-თქვი რამე!-განრისხებულმა კედელს კიდევ ერთხელ მიარტყა მუშტი,
რითაც უფრო შევშნდი და მეტყველების უნარი დამეკარგა.
ახლა უკან დახევის დრო არ იყო,და თუ ამას გავაკეთებდი,რამეს ნამდვილად დამიშავებდა.
ამიტომ,ხელები ორივე მხარზე დავადე და ვთხოვე,რომ დაწყნარებულიყო.
-რათქმაუნდა არ გეხუმრები და რასაც ვამბობ სრული სიმართლეა.
მომწონხარ,მინდა შენი შეყვარებული ვიყო და ეს ყოველთვის მინდოდა.
-თვალებში შევხედე 
იმ იმედით,რომ ტყუილს და გადაკრულად ნათქვამ სიტყვებს ვერ შეამჩნევდა.
ნელ-ნელა უკან დაიხია,მერხზე შემოჯდა,ჩემზე დაკვირვებას განაგრძობდა,თითქოს
უფრო ზუსტ ახსნა-განმარტებას ელოდა,რაც გაგრძელების ნებართვის ნიშნად აღვიქვი.
-არ მინდა ვაღიარო,მაგრამ მართალი ხარ. შეიძლება შენს მიმართ სიძულვილის მიზეზი ის იყო,
რომ 
ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდი.-ნამდვილი მატყუარა ვარ.
ზაკს შევხედე და დავიანხე,როგორ ჩაიცინა. ანუ დამიჯერა? 
♡ | via Tumblr
-გუშინ ვფიქრობდი ამაზე და მივხვდი,რომ ნამდვილად მომწონხარ. შენით ყოველთვის აღტაცებული ვიყავი 
და იმ გოგნებისაც მშურდა,ვინ შენთან ერთად ატარებდა დროს.-ამჯერად განზე გავიხედე რათა ვერ შეემჩნია,რომ ეს ყველაფერი თამაში იყო.
რათქმაუნდა,ზაკი არ მომწონს და შესაბამისად ვერც იმ ქათმებზე ვიეჭვიანებ.
ანდერსონი ხმას არ იღებდა. შეიძლება უფრო მეტი კომპლიმენტის მოსმენა უნდოდა იმ ადმიანისაგან,რომელიც სინამდვილეში აბუჩად იგდებდა.
-გჯერა იმ გამონათქვამის,რომ სიყვარულსა და სიძულვის შორის თხელი კედელია?-ვკითხე,მისკენ გავემართე,თვალი თვალში 
გავუყარე და განვაგრძე,-რაც უფრო მეტად გძულს ადამიანი,მით უფრო მეტად გინდა მასთან ყოფნა. ალბათ,მეც ეს მჭირს.
ფეხზე წამოდგა,ახლოს მოიწია,ცოტა არ იყოს,საშიში გამომეტყველება ჰქონდა.
-მოგწონვარ,არა? მაშინ,უბრალოდ რატომ არ გვაქვს სექსი?
ამაზრზენი,აი რა ხარ,ზაკ ანდერსონ! რა უნდა ვქნა,ჯანდაბა,ახლა რაღა უნდა ვქნა?!
-მისმინე,-ჩავახველე ყელის ჩასაწმენდად,სანამ ვუპასუხებდი,-მე არ ვარ მასეთი ტიპის ადამიანი. 
თუ ამას ოდესმე გავაკეთებ,მინდა რომ
 ჩემს შეყვარებულთან იყოს და არა ვიღაც 
ალალბედზე შეხვედრილ ბიჭთან.-დავასრულე მხრების აჩეჩვით.
ყველაფერი,რაც ვთქვი სიმართლე იყო,შეყვარებულის გარდა. მინდა,რომ ეს 
ნამდვილ შეყვარებულთან იყოს,რომელსაც 
ვეყვარები და არა ვიღაც ყალბთან.
-მართალი ხარ. შენ უნაკლო ხარ,მიამიტი...მომაბეზრებელი! და როგორ გაქვს იმის
 მოლოდინი,რომ ჩემნაირ ბიჭს შენისთანა 
გოგო მოეწონება?-მისი სიტყვები ჩემთვის შეურაცხყოფაზე მეტი იყო.
უნდა მცოდონდა,რომ ამას ეს დაუჯერებელი,ჭკუასუსტი და ეგოისტი ლაჩარი იტყოდა!
-კი,ვიცი. მაგრამ მინდა რომ უბრალოდ ვცადო. დავიჯერო,არ გაინტერესებს როგორი გრძნობაა,როცა ნამდვილი შეყვარებული გყავს?
და არა ვიღაც კახპა რომელიც მხოლოდ პოპულარობისათვის გხვდება.
ზაკი რამოდენიმე წუთი ჩუმად იდგა და ჩემს მოკლე,ჭკვიანურ პასუხს აკვირდებოდა.
ცოტა ხნის შემდეგ შემომხედა და  თავმომწონედ გაიღიმა.
-რაღაცით მართალი ხარ. მაგრამ ხომ ხედავ,არ ვარ ისეტი ტიპის ბიჭი რომელიც ერთ გოგოზე ჩერდება.
იცი,მე ჩემი მეგობრებისათვის უბრალოდ მოსიყვარულე ვარ. ეს კი,რათქმაუნდა,
ჩემს შეყვარებულებს ვერ გაუგიათ.
ამიტომ ვშორდები მათ,ჩემი არ სჯერათ,არ მენდობიან.
'რა? არ მომესმა? მეგობრული?! შენ ყველაზე საზიზღარი ბიჭი ხარ ამ ქვეყნად!
შენნაირ პიროვნებას ვინ დაუჯერებს?!' გავიფიქრე მაგრამ მალევე გონს მოვეგე,შევეცადე ეს 
იმედგაცრუებები დამემალა და გამომივიდა კიდეც.
-ვიცი,რომ მეგობრული და პოპულარული ხარ. 
სწორედ ამიტომ უნდათ 
გოგონებს შენთან ყოფნა.
თუ იმის უფლებას მომცემ,რომ მე ვიყო შენი შეყვარებული,გპირდები,ყველაზე გამგები  ვიქნები.
თავისუფალი იქნები და რას გინდა იმას გააკეთებ შენს ცხოვრებაში.
ჰო,მე მართლა არ მაღელვებს იქნები თუ არა ხვა ქალთან. 
როგორც გუშინ ვთქვი,არანაირი გრძნობები.
 ეს ყველაფერი ტყუილია და ამას მხოლოდ იმის გამო ვაკეთებ,რომ 
ის დაკავებული და 
ოკუპირებული იყოს. 
მხოლოდ ჩემი ძვირფასი მეგობრის,ქლოის საკეთილდღეოდ.
-რატომ? რა რის იმის მიზეზი,რომ შენ არ გაინტერესებს სხვა გოგონებთან ვიქნები თუ არა?-ჩამეკითხა ინტერესით.
-მისმინე,ჩვენი თინეიჯერობის წლები უკვე თითქმის მთავრდება და ბოლოს და ბოლოს,მინდა ვიცოდე,როგორ 
შეგრძნებაა,როდესაც ხარ ზუსტად იმ ბიჭთან,რომელიც მოგწონს. თაანც,
შეყვარებული არასდროს მყოლია და უბრალოდ,მინდა ვცადო. 
მართლა არ მაღელვებს შენით დაინტერესებული გოგნები იმიტომ რომ ვიცი,მე ვარ შენი შეყვარებული და არა ისინი.
ოფიციალური მაინც მე ვრჩები,შენი შეყვარებულის ტიტული მაინც მე მექნება,ასე არაა?-ყველა ჩემი ენერგია შევაგროვე,რომ თბილად გამეღიმა,
რის შედეგაცად,მისგან პასუხად თავმომწონე ჩაცინება მივიღე.
არ მეგონა,თუ ყველაფერი ასე ადვილად მხოდებოდა და ასე უცებ დამიჯერებდა.
-საკმაოდ სამართლიანი სიტყვებია. მაგრამ,წარმოგიდგენია როგორია ჩემი შეყვარებულობის შედეგი? გოგნები ალბათ რამეს დაგიშავებენ.
-კი,ვიცი და შენ დამიცავ,არა? ბოლოს და ბოლოს,შენი შეყვარებული ვარ.-წარმოვთქვი თითქოს ვარაუდით,როდესაც ისევ 'თბილად' გავუღიმე.
-თანხმობა ჯერ არ განმიცხადებია,ფეიჯ.  და მე ყოველთვის შენთან ვერ ვიქნები ხომ იცი.
-ამ შემთხვევაშ,ქლოი და ნათანი ისევ მყავს,რომ დამიცვან.-დავიცავი ჩემი თავი.
-და თუ ისინიც არ იქნებიან?
-მე ჩემს თავს მიხედავ.ისეთი სუსტიც არ ვარ,შენ რომ გგონია. ჩემს თავს დავიცავ,მეტისმეტად ბევრს ნერვიულობ.
-მართლა გინდა ჩემი შეყვარებულობა?-მკითხა და სასწრაფოდ თავი დავუქნიე.-კარგი,პასუხს მოგვინაებით გეტყვი.-დაასრულა თავისებური,ნაცნობი ღიმილით.
-რა? ახლა რატომ არ შეგიძლია მიპასუხო?-ვკითხე მოუთმენლად.
მომიახლოვდა და ნიკაპზე ხელი შემახო.
-მომთმენი იყავი. დაიმახსოვრე,მე არ მინდა მომთხოვნი და უკმაყოფილო შეყავრებული.-შემახსენა როდესაც ისევ თავმომწონე ღიმილი მაჩუქა.
შემდეგ კარებისაკენ გამერთა და ოთახი დატოვა. რა მოხდება ამის შემდეგ? ამდენხან რატომ უნდა გელოდო,ზაკ?
Untitled

***********
უკვე ლანჩის დრო იყო და ჯერ კდიევ იმაზე ვფიქრობდი,თუ რა მოხდებოდა თუ ზაკი უარს მეტყოდა.
ვნერვიულობდი,საერთოდ როდის მიპასუხებდა,იმიტომ არა,რომ ავღფრთოვანდებოდი,უბრალდო მინდოდა,ჩემი გეგმები 
რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედებულიყო,ზაკი დაკავებული ყოფილიყო და ქლოი აღარ შეეწუხებინა.
-ტორი,-ჩემი ყურადღება ქლოიმ მიიპყრო.
-ქლოი,ბოდიში. რამეს ამბობდი?
-დედამიწაზე ვართ,ტორი. დაბრუნდი? კარგია. შენ გელაპარაკებოდით. ხომ კარგად ხარ?-მკითხა ნათანმა შეწუხებული სახით.
გული ამიჩქარდა,როდესაც ნათანი ჩემზე ანერვიულდა,მაგრამ ვიცოდი,ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდა,რომ მისი მეგობარი ვიყავი.
-კარგად ვარ,ნუ ნევიულობთ. უბრალოდ მეძინება. გუშნ ღამიღ წესივრად ვერ დავიძნე.-ნუ,ეს სიმ
ართლეა.
მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე,თუ რა უნდა მეთქვა ზაკისათვის. მაგრამ ჩემი პრობელმა ახლა მისი პასუხია.
-გამარჯობა,მილედი.-ზურგიდან ნაცნობი ხმა მომესმა. უკან ავიხედე და ზაკი დავინახე. აქ რას აკეთებს?
-აქ რას აკეთებ?-ჰკითხა ნათანმა გაკვირვებული ხმით.
-რა გინდა,ზაკ?-დაამატა ქლოიმაც. მის ხმაშინ გაკვირვებაა.
-თქვენ ორთან არაფერი საქმე არ მაქვს. აქ იმისთვის ვარ,რომ ვიქტორიას ჩემი პასუხი გადავცე.-თვალი ჩამიკრა,როდესაც ჩემი სრული სახელი ახსენა.
მოიცა,არ მითხრათ რომ პასუხის გაცემას ქლოის და ნათანის წინაშე აპირებს. ჯანდაბა!
-რას გულისხმობს,ტორი?-ფრთხილად შემოემხედა ნათანმა.
წამოვდექი და ზაკის პერანგს ხელი ჩავჭიდე. "რას აკეთებ?" ვკითხე ჩურჩულით.
-მშვიდად. აქ იმისთვის ვარ რომ ის პასუხი გაგცე,რომელსაც ამდენხანს ელოდები.-ცბიერად გამიღიმა,სანამ განზე გაიწეოდა.
-ქალბატონებო და ბატონებო,თუ შეიძლება,თქვი ყურადღება მჭირდება!-დაიყვირა ზაკმა,შემდეგ ხელი მხრებზე გადამხვია თავისაკენ მიმიზიდა.
-ეს გოგნა,ვიქტორია ფეიჯი,ცნობილი და პრესტიძჟული სასტუმროების მემკვიდრე,ჩემი ახალი შეყვარებულია.


შეცდმოებისათვის ბოდიშით ვჩარობდი და გავიქეცი ეხლა აბა ჰე :* :დ მიყვარხარტ ♥
5 კომენატრზე ვთარგმნი შემდეგს :დ

კატეგორია: Book | ნანახია: 1147 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 10

(2013-12-18 10:56 AM)
* 10 leluka   [Entry]
hehe rakai tipia :Dd male gaagrdzele