მთავარი » 2014 » იანვარი » 25 » Must Date The Playboy
3:39 PM
Must Date The Playboy

Must Date The Playboy

Chapter 6: "Ditching Class"

Enjoy,Hope You Like It.


-ჰეი,ზაკ,უნდა წავიდე თორემ გაკვეთილზე დამაგვიანდება. 
გმადლობ,რომ მომიყვანე და,სასიამოვნოა შენი გაცნობა,სამანტა.-მანქანიდან გადმოვდივარ და სკოლის შესასვლელისაკენ მივიწევ.
ვფიქრობ იმაზე,ზაკი ჩემს ეჭვიანობას ცდილობს თუ არა ჩემთვის ვფხუკუნებ,იმიტომ რომ ვიცი,ეს არასდროს გამოუვა.
აი,გუშინდელი დღე კი ჯოჯოხეთი იყო,ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,რადგან ჩემი მეგობრების ყოველ შემოსულ ზარს ვაიგნორებდი.
მზად ჯერ კიდევ არ ვარ,წარმოდგენაც კი არ მაქვს მათ რა უნდა ვუთხრა.
მითუმეტეს,ქლოის,რომელიც საკმარისად კარგად მიცნობს იმისათვის,რომ მიხვდეს,როდის ვტყუი და როდის არა.
ზაკის წინასწარმეტყველება ხდება,დღეს ჩემსკენ მომართულ უამრავ უცნაურ,საზიზღარ მზერას ვგრძნობ და სიმართლე გითრათ,არ მიკვირს.
კაფეტერიაში მისი გუშნდელი მოულოდნელი დეკლარაციის,ანუ ხმამაღალი განცხადების შემდეგ ეს მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა.
თანაც,ბოლო ბოლო,კარგია,რომ რამე სისულელეს არ აკეთებენ,თორემ თვალების ბრიალს და ჩურჩულს,ჯერ-ჯერობით,ვითმენ.
ჩემს ყუთს(locker) ვუახლოვდები,რომ რამოდენიმე საჭირო ნივთს თავი ერთად მოვუყარო,შემდეგ კი ისევ დერეფანში სიარულს ვაგრძელებ 
და სწორედ ამდროს ჩემი ტელეფონის ვიბრაციას ვგრძნობ. მესიჯს ვხსნი.
ნათანისგანაა,მეუბნება,რომ ჩემთან სალაპარაკო აქვს და ლანჩის დროს სკოლის შიდა ეზოში შევხვდე.
მაფრთხილებს,რომ 'არ გამოჩენა' არც კი ვიფიქრო,რადგან ის ადგილიდან ფეხს მანამ არ მოიცვლის,სანამ არ მივალ.
შეტყობინებას დიდი ასოებით დაწერილი სიტყვა 'სერიოზულად' ამთავრებს,რაც საბოლოოდ მარწმუნებს იმაში,რომ 
ნეიტი ჩემგან უარყოფით პასუხს არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს. ნერვიულობას ვიწყებ.
რა უნდა ვუთხრა? როგორ დავარწმუნო იმაში,რომ ზაკი მომწონს? ბიჭი,რომელსაც წესივრად არც კი ვიცნობ და 
რომელშიც არაფერი არ არის იმისათვის,რომ მიყვარდეს! 
ეს ძალიან,ძალიან რთული იქნება,მაგრამ,რამოდენიმე საათი კიდევ მაქვს მოსაფიქრებლად და,ვნახოთ რა იქნება.
delena gif su Tumblr
გაკვეთილებზე გამართულ დისკუსიებს ზერელედ ვუსმენ,ჯერ კიდევ იმაზე ვფიქრობ,რა ვუთხრა ნათანს მოგვიანებით,როცა შევხვდები.
მესამე გაკვეთილი დასასრულს უახლოვდება რაც ნიშნავს,რომ ლანჩს დროა.
მტკივნეულია ნეიტისათვის იმის თქმა,რომ ზაკი მომწონს,მაშინ,როცა ერთადერთი ადამიანი,რომელიც გულის სიღრმეში მიყვარს,თვითონაა.
ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე,რომ ერთ დღესაც სიმამაცე მეყოფოდა და ნათანს ჩემი გრძნობების შესახებ ყველაფერს ვეტყოდი.
ახლა კი ვიცი,რომ ეს დღე არ მოვა.
ყოველშემთხვევაში,მანამ მაინც,სანამ ქლოის ბედნიერებისათვის ამ ყველაფერს ვაკეთებ.
მართალია,მისთვის ყველაფრის თქმა აქამდეც მიცდია,მაგრამ შემდეგ ამ გეგმას თავი ავარიდე იმის შიშთ,რომ ნეიტი იგივე გრძნობით არ მიპასუხებდა.
არ მინდა,ჩვენი მეგობრობა იმ უაზრო იმედის მსხვერპლი გახდეს,რომ ნათანი ოდესმე ისე შემომხედავს,როგორც არა მხოლოდ მეგობარს.
ზარის რეკვა ისმის და გვაცნობებს თუ არა მესამე გაკვეთილის დასრულებას,სკოლის ეზოს მიმართულებით მივდივარ.
ვჩქარობ. ალბათ იმიტომ,რომ ნათანთან ერთად დროის გატარება მომენატრება. 
როგორც ვხვდები,ჩემი სამყარო და ჩემი ცხოვრება დღეიდან მხოლოდ ზაკის გარშემო იტრიალებს.
დანიშნულების ადგილზე მისულს,ნეიტი უკვე იქ მხვდება,ქვის სკამზე ჩამომჯდარი რაღაცას კითხულობს.
-ადრე მოსულხარ,-ვეუბნები და დიდზე ვიღიმი.ჩემი ხმის გაგონებაზე წიგნს კეცავს და სახე უბრწყინდება.
-მეგონა,არ მოხვიდოდი.-ამბობს ის.
-Well,I'm here.you said you were serious.-ვპასუხობ და გვერდით ვუჯდები.
-ხომ იცი,აქედან არ წავიდოდი სანამ არ გამოჩნდებოდი,არა?-თავს ვუქნევ.-კარგია.ახლა,არ გინდა ყველაფერი ამიხსნა? ვიმეორებ,ყველაფერი!-მტკიცე და სერიოზული მზერა აქვს.
აი,უკვე მეორედ,დავიკარგე.
არ ვიცი,როგორ დავიწყო,როგორ მოვატყუო ბიჭი,რომელიც აგერ უკვე წლებია მომწონს და როგორ ვაღიარო ჩემი გრძნობები სხვა ბიჭის მიმართ? სიგიჟეა!
შემდეგ მახსენდება,რომ მხოლოდ ქლოიზე უნდა ვიფიქრო,მის ბედნეირებაზე და ვამბოობ:
-ნათან,ვიცი,რომ მოულოდნელია,მაგრამ რაც ჩემი თავი მახსოვს ზაკი ყოველთვის მომწონდა.
-რაც მემახსოვს,შენ ის გეზიზღებოდა. გგონია,მართლა დაგიჯერებ რომ ის მოგწონს?-გაღიზიანებული ხმით პასუხს არ აგვიანებს.
-მემომწონს ის,ნეიტ,მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. თუ კარგად გაიცნობ,მართლა საყვარელი ბიჭია.-მარტყუარა ვარ.
რასაკვირველია,ზაკ ანდერსონი საყვარელი არ არის!
-მეხუმრები არა? საყავრელი ბიჭი? ის გეთამაშება,ტორი! ყველამ იცის,ზაკი მექალთანე რომაა! რომელიც მხოლოდ იამს ცდილობს რომ...-შევაწყვეტინე.
-ყველაფერი ისე არაა,როგორც შენ ფიქრობ.ზაკი მართლა საყვარელია. სხვათაშორის,დღეს ჩემს ბინაში მოვიდა,რომ სკოლაში მოვეყვანე. რაც შენ გესმის,უბრალოდ ჭორებია,რომლებსაც მისი ყოფილი შეყვარებულები ავრცელებენ.ზაკი უბრალოდ...გაუგებარია.-სხვა გზა ნამდვილად არ მაქვს.
 ერთადერთი,რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია,ტყუილია. უბრალოდ,იმედი მაქვს,მას დავარწმუნებ იმაში,რომ ზაკი მომწონს.
-არ ვიცი,რა გითხრა ან რა გაგიკეთა,მაგრამყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ დაგიმტკიცო,ზაკი ის არაა,ვისაც შენ ფიქრობ.
ის უბრალოდ შენს გრძნობებს ატკენს!-მპასუხობს სიტყვა 'ტკივილის' ცხადად გამოკვეთით.
'უკვე ისედაც მტკივა,ნათან. და ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.' გავიფიქრე თუ არა,ჩემს თავს შევუძახე,რომ ახლა ჩემი პირადი გრძნობების დრო არ იყო. 
ასეთ აზრებს გვერდი უნდა ვაქციო რომ ქლოიმ ისეთი სიყვარული მიიღოს,როგორსაც ის იმსახეურებს.
-მე კარგად ვიქნები,ნეიტ.ნერვიულობა საჭირო არაა. 
თუ გულს მატკენენ,არაუშავს. ესეც ცხოვრების ნაწილია,არა?
თანაც,როცა ეს დღე მოვა,მეგობარი ხომ მეყოლება ვისთანაც ვიტირებ?-ვეუბნები ღიმილით და ვხედავ,როგორ ეწმინდება სახე.
შემდეგ ჩემს ხელებს თავისაში იქცევს და მპასუხობს. -რათქმაუნდა! მაგრამ,ამას არ დავუშვებ. მაგრამ,მანამდე,რაღაც არის,რაც,ვფიქრობ,რომ უნდა იცოდე,ტორი.ვიცი,მოულოდნელია,მაგრამ გთხოვ მომისმი...
-ფეიჯ!-ნაცნობი ხმა ჩემს სახელს ყვირის და ნეიტი თავის სათქმელს ვერ ასრულებს.
გარემოს ვათვალირებ და ჩვენგან დაახლოებით ათი ნაბიჯის მოშორებით მდგარ ზაკს ვხედავ.
-ზაკ!-ნათანისაგან ჩემს ხელებს ვითავისუფლებ და ფეხზე ვდგები.
ის ჩვენსკენ მოიწევს,რაც ძალიან,ძალიან არ მომწონს,რადგან გაბრაზებული ჩანს.
-რას აკეთებ აქ ამასთან ერთად?-მეკითხება და ნათანს უმზერს.-წავედით!
ხელს მკიდებს და განზე გავყავარ,მაგრამ ამავე დროს ნეიტი ფეხზე დგება და ჩემს მეორე ხელს იჭერს. 
-ჩვენ ვსაუბრობთ. არაა კარგი საქციელი ორ ადამიანს დიალოგში ჩაეჭრა.-ამბობს ის.
ეს ცუდია.
შეიძლება ის ჩხუბი გააგრძელონ რომელიც გუშინ დაიწყეს და ქლოი აქ არაა,რომ დააწყნაროს.
-არაფერია,ნათან,კარგად ვიქნები.უნდა წავიდე.-ვცდილობ,ეს ორი ერთმანეთს დავაცილო.
ნეტიმა შემომხედა და მის სახეზე ისეთი გამომგეტყველებაა,თითქოს რაღაც დაკარგა. მოიცა,რა გავაკეთე?
-ხომ გაიგონე რაც თქვა! გაუშვი!-ზაკმა ჩაიხითხითა. 
ნათანს დამაჯერებლად გავუღიმე და,როგორც იქნა,ხელი გამიშვა.
მე და ანდერსონმა კი სიარული განვაგრძეთ.
-რას აკეთებ?-გაბრაზებული ხმა აქვს ამ უკანასკნელს.
-ნათანს ველაპარაკები.-ვპასუხობ უცბადვე.
-ხომ გითხარი,ჩემსყველა ზარს უპასუხე მეთქი?-ჩემი ტელეფონი ამოვიღე და 16 გამოტოვებული ზარი დამხვდა.
სერიოზულად? რა მოუთმენელია!
-16 გამოტოვებული ზარი? მეხუმრები?-ვიცინი.
-რა გაცინებს,ფეიჯ?-კითხულობს მრისხანედ მაგრამ მე სიცილს არ ვწყვეტ.
პატარა ბავშვივითა,რომელიც დედას იგივეს ეკითხება.
-რა გაცინებს?-კიდევ ერთხელ გამიმეორა მაგრამფხუკუნი არც ამჯერად შევწყვიტე.
-ყოველშემთხვევაში ჩემი ზარები აღარ დააიგნორო გაიგე?-მომთხოვა.
და როცა თავი ღიმილით დავუქნიე,მის სახეზეც იგივე დავლანდე.
მომეჩვენა,თუ რამოდენიმე წუთის განრისხებულმა ეშმაკმა ღიმილით მიპასუხა?
-მასთან ერთად რატომ იყავი? და ყველა ადგილის მიუხედავად,მაინც და მაინც აქ? ასე მგონია,რაღაც საქმე გქონდათ.-ამბობს დამნაშავესავით.
-საქმე? მისმინე,ნათანი წლებია ჩემი მეგობარიადა ესეც ჩვენი პატარა შეხვედრის ადგილია.
თანაც,მასთან ახსნა-განმარტება მმართებდა გუშინდელთან დაკავშირებით.
-დღეიდანშენ მას აღარ უნდა დაელაპარაკო!-მიბრძანა.
ეს ბიჭი,გვერდით რომ მიდგას,ჩემს ნერვებს ეხება. მეტისმეტად ბევრ რამეს მთხოვს.
ეგოისტია და რა გასაკვირია,რომ წესიერი შეყვარებული არ ჰყოლია.
-შანსი არაა,ზაკ! ის ჩემი მეგობარია.თან,მე არ ვაქცევ ყურადღებას იმას,შენ რომ სხვა გოგოსთან ხარ.
-ანუ,ეს ყველაფერი იმის გამოა,რაც ცოტა ხნის წინ სამანტასთან მოხდა? ჩემს ეჭვიანობას ცდილობ?-ხელები გადაიჯვარედინა და მკაცრი მზერა მესროლა.
-რაზე ლაპარაკობ?-გაშმაგებული ვიყავი,შემდეგ კი გულში რაღაცამ გამკრა.-მოიცა,შენ რა,ნათანზე ეჭვიანობ?-გამოვაჯავრე.
ზაკმა განზე გაიხედა,დარცხვენილია იმის გამო,რაც მე ვივარაუდე?
-მოკეთე,ფეიჯ! არ ვეჭვიანობ! თავი ვინ გგონია? შენ ხარ ის,ვინც შეყვარებულობა მთხოვა. კარგი,რაც გინდა ის გიქნია!-დაიყვირა თავის დასაცავად.
თავს ჯერ კიდევ მარიდებდა,რაზეც ჩავიცინე.-და ამჯერად რაღა გაცინებს?-დაამატა ხმის იგივე ტონალობით.
-ვერ წარმოვიდგენდი,ასეთი თუიყავი,ზაკ.სასაცილო.-ვუთხარი და ხელი პირზე ავიფარე,რომ ხმამაღლა არ გამეცინა.
ეს ბიჭი ადვილად ამოსაცნობია,მთელ სახეზე აწერია,რომ მართლა დარცხვენილია.
-არ მორჩი?-მკითხა სარკასტულად.
-კარგი. სიცილს შევწყვეტ.-ყველანაირად შევსაცე,რომ გავჩერებულიყავი დამხოლოდ ღიმილი შემენარჩუნებინა.
-კარგი,წავიდეთ.ლანჩზე სადღაც მიმყავხარ.-აჯერად ხელი მაჯაში ჩამავლო და სიარული განვაგრძეთ,მაგრამ მე შევჩერდი და ვაიძულე,ჩემთვის შემოეხედა.
-სად არის ეგ'სადღაც'? გაკვეთილები კიდევ დაგვრჩა.ხომ არ გგონია,რომ გავაცდენ?-ხელებგადაჯვარედინებულმა,ცალი წარბი ავწიე.
-ვიცოდი,რომ მაგას მეტყოდი. გგონია,ასეთი დებილი ვარ? ყველაფერი უკვე მოვაგვარე.
შენს ცხრილს გადავხედე და ყველა შენს მასწავლებელ ვუთხარი,რომ ავად ხარ და სახლში ადრე მიდიხარ. დავალებებზეც ვკითხე,რომ შეგესრულებინა,
მაგრამ მითხრეს რომ არ იყო საჭირო,მთავარია სახლში წახვიდე და დაისვენო. უკვე გაპატიეს,მოგიტევეს,ბლა ბლა,რამნიშვნელობა აქვს.წავედით!
გავშტერდი,რადგანარ ვიცოდი ამის გამო გაბრაზებული უნდა ვყოფილიყავი თუ ბედნიერი.
ვშიშობ,რომ უკანასკნელი ვარაუდი,ანუ 'ბედნიერება' გამართლდა.
-რატომ გააკეთე ეს?-ვეკითხები. 
-იმიტომ რომ ვიცი,სწავლა და ასე შემდეგ მოგბეზრდა.ახლა გიხარია? შენი ცხოვრება მეტისმეტად მოსაწყენია,ფეიჯ. ცოტა მოეშვი! 
თანაც,ამ შანსს შენს უკეთესად გასაცნობად გამოვიყენებ.-მპასუხობს და თვალს არ მაცილებს.
ვიგრძენი,როგორ ამიჩქარდა გული. ეს პირველი შეთხვევაა. რა სჭირს,ნუთუ არც ისეთი ცუდია,როგორც მე ვფიქრობ? ჩემი უკეთესად გაცნობა უნდა?
ადრენალინის ბრალია,თუ მართლა მიხარია,ზაკთან ერთად სადმე რომ მივდივარ?
რაზე ვფიქრობ! ის ხომ სერიოზულად არაფერს ეკიდება.
-კარგი,წავედით.-ვთქვი ბოლოს და გავუღიმე.
ზაკმა თავმომწონედ ჩაიცინა,ხელი მომკიდა და სიარული განაგრძნო.

bodishit dagvianebistvis,ubralod vdebdiertxelgametisha da guliamicruvda :'(( :ddd

შეცდომებისთვისაც ბოდიში,მეჩქარება:დ


კატეგორია: Book | ნანახია: 891 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5

(2014-01-27 3:53 PM)
queen♥M,uyvart ara torola:DDD
jer sad xar,radros siyarulia,prosta viria zaki biggrin
mere etyvis toris ro 'I don't Share'o biggrin mara ro etyvis mag dros simpatiebi eqnebat ukve biggrin zeg da mazeg davdeb shemdeg tavs ♥