მთავარი » 2013 » მარტი » 15 » My Dream
2:48 PM
My Dream
ჩემი საკონკურსო თემა.
Dreams come True
 ოცნებების ბღუჯა. უბრალოდ ზღაპარი. 
იქ სადაც მხოლოდ ჩემი საყავრელი ფერებია. 
"Nothing alse gonna make me feel so good"
Tumblr_m8vgfj2c2m1r0z5ogo1_500_largeTumblr_mi0bqaohxo1s32jz9o1_500_large

"ოცნება" ჩემი ცხოვრების განუყრელი ადგილი, ადგილი სადაც თავს ყოველთვის მშვიდად ვგრძნობ. ადგილი სადაც, მხოლოდ ჩემი საყვარელი ფერებია, მხოლოდ იქ ანათებს, გამუდმებით მზე, მხოლოდ იქ ამოდის მთვარე ასე იდუმალად, მხოლოდ იქ ყვავიან ყვავილები, ზამთარ-ზაფხულ. ოცნება, ეს ის რამეა, რის გარეშეც მე არ ვიარსებებდი. 
 Tumblr_mji2vdcnjf1qjnqapo1_500_large
მიჭირს ათვლა, მიჭირს გაზომვა, თუ საიდან დაიწყო, ჩემი ოცნებების სამყაროს, უთვლადი რიცხვი. ალბად დაბადებიდანვე. კი კი ასეა, ყველაფერი დაბადებიდანვე დაიწყო და ალბად თავიდანვე ლაპარაკი, რომ მცოდნოდა, ჩემი პირველი სიტყვები იქნებოდა
"ნეტავ არ დავბადებულიყავი"... ჰმ მეცინება, რატომ შეიძლება ადამიანს ასეთი სურვილი გაუჩნდეს? ხომ ვერ მეტყვით? ალბად თქვენც ხშირად გდომებიათ, მაგრამ ეს წარსულში იყო, ახლა ამაზე აღარც ვფიქრობ, უბრალოდ დავანებე ამაზე ფიქრს თავი. მივხვდი, რომ ყველაფერი მოხდა, უბრალოდ მოხდა და მე დავიბადე...
Tumblr_lx1p1nx4yi1qmt5mvo1_500_large
ამის შემდეგ ვოცნებობდი ათას რამეზე, მაშინ, როცა ოცნებების კორიანტელში გავეხვიე, ჯერ კიდევ პატარა, მაგრამ ცხოვრებისგან ოდნავ დაღლილი, მაინც ვცდილობდი, მოცნება და ამეწყო ისეთი სამყარო, სადაც ის ნაკლები არ იქნებოდა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვაწყდებოდი. თანდათან იმატა ამ სამყარომ, უფრო გაიზარდა, მეც მომეწონა ოცნებებში ცხოვრება და დღესდღეობით რაც კი მაბადია, ეს მომავლის ოცნებებია. ხშირად ვფიქრობ, რომ თავი, მხოლოდ ოცნებების გამო მიჭირავს, თორემ ალბად ახლა სადღაც წაქცეული, ფეხქვეშგათელილი, ვიქნებოდი ჩაკეცილი. 
Tumblr_m6pxi7qjay1r0z1h8o1_500_large
აღარ მახსოვს, ბავშვობაში რაზე ვოცნებობდი, როგორც მამა მიყვებოდა ხოლმე 4-5 წლის ასაკშ, შეკიტხვაზე რა გინდა გამოხვიდე, ვპასუხობდი "დათვების ექიმი" (:დდ) სასაცილოა, მე და მამაჩემს დღესაც გვეცინება ამაზე. წუხელაც, ჩემი ბავშვობის გახსენებით ვიჯერეთ გული.
-არ გინდა დათვების ექიმი გამოხვიდე?(მამა)
-კი რატომაც არა(მე)
-მერე არ გეშინია, რომ ხელებს მოგაჭამს?(მამა) 
-ცოტა კი, მაგრამ სახალისოა(მე) (:დდ და ბოლოს ორივეს გვეცინება)
Tumblr_mgngpsufiy1rii0ldo1_500_large
მთელი ბავშვობა, არც მეგობარი მაკლდა, არც კამფეტები, ტკბილეული და არც არაფერი, რაღაც მაინც მაკლდა, მაგრამ ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ბავშვობაში ყურადღებას არ ვაქცევდი, მხოლოდ ერთს ვნატრობიდ, რომ ერთ დღეს მამაჩემს ჩემთვის დიდი ბარბი ეყიდა თავისი, მშვენიერი კაბებით და ამასაც მისრულებდნენ. ასევე მინდოდა, რომელი ზღაპრის გმირი ვყოფილიყავი, თუნდაც კონკია. მინდოდა, მქონოდა ტანკი (:დდ) ცოდა სულელური  ოცნებები, ბავშვობიდანვე მზდევდა თან. მინდოდა ჯადოსნური ჯოხი ^_^ , მინდოდა, რომ ჯადოქრობა შემძლებოდა, მინდოდა ბალერინა გამოვსულიყავი და სხვა ათასი ბავშვური ოცნება.
Tumblr_md0c5fioay1rk7paro1_500_large
შემდეგ უკვე მოთხოვნილებები გამიჩნდა, ოღონდ არც ისე დიდი. მინდოდა, რომ მემღერა, მევლო ცეკვაზე და ცნობილი მოცეკვავე გავხმდარიყავი და ათასი ნაირფეროვანი ოცნებებით, ცუჭედავდი ტვინს, ჩემს გარშემო მყოფთ. ახლა ის დრო მახსენდება, როდესაც წარმოსახვითი მეგობრები გავიჩინე (:დდდ) მაშინ მეგობრები მაკლდა, პატარა, ვიყავი ბაღში არ მივლია ნუ სულ 1 თვე, მარტო ვიჯექი, ხოლმე სახლში და ჩემ თავს ვეთამაშებოდი, ხოლმე.არ მინდა თემას გადავუხვიო, ამიტომ ჯობია, ახლანდელ ოცნებებზე ვისაუბრო.
Tumblr_lqjr8cb6ly1qgfzbwo1_500_large
დღესდღეობით ჩემს თავში, ვერ გავრკვეულვარ, ოცნებები მაქვს ძალიან ბევრი, მაგალითად. 
წავიდე ლას-ვეგასში!! არა ეს ოცნება აღარაა, უკვე იქ ყოფნის თითოეული დღე, წარმოდგენილი, მაქვს და რომ არ წავიდე საკუთარ თავს არ ვაპატიებ.
"Las-Vegas I Will See You Very Soon"
Tumblr_mjasttzofo1qgsfq6o1_500_large
მინდა წავიდე ფინქის, ან მიუსის კონცერტზე. ასევე მსურს დავესწრო ჯაზის კონცერტს, ოღონდ აქ არა, არამედ სადმე სხვაგან, იქ სადაც ჯაზსს უფრო აფასებენ.

ეხლა რა მინდა, რომ გამოვიდე. არ ვიცი (:დდდ) ადრე მოდელობა, მინდოდა, თუმცა მივხვდი, რო მეს პროფესია არ გამომადგება, რაღაც სხვა მჭირდება. შემდეგ ექიმობა მინდოდა, ნუ შემდეგ მივხვდი ,რო მეს ბებიაჩემს უფრო უნდოდა.
doctor... Hmm.. Shit What Is It?
Tumblr_m4pc1mgknq1rpinpvo1_r2_500_large
 ახლა მინდა, გამოვიდე მოცურავე, მარა დამაგვიანდა (:დდ) ამიტომ, ისევ ფოტოგრაფობა მინდა საშინლად, თან ფოტოების გადაღებაც გამომდის. ასევე მინდა ბევრი რამეც, მაგრამ, არ ვიცი რა მჭირს, ამ ბოლო დროს მთამსვლელობაზე, ვფიქრობ, იმდენად, რომ სხვა ყველაფერი დამავიწყდა. რატო მინდა მთამსვლელობა? არ ვარ გიჟი (:დდ) უბრალოდ სიმაღლეზე, როცა ვდგავარ და ყველაფერს მაღლიდან ვუყურებ, ცუდად ვხდები, უბრალოდ რაღაც მემართება და საშინლად მინდა სიმაღლეზე ყოფნა სუულლ. ამიტომ მთამსვლელობაზე ვფიქრობ.
Tumblr_mj8v6ntiw71s5gcppo1_1280_large
სულ ეს არის? მკითხავთ თქვენ, ამიტომ მეც გეტყვით, რომ არა, სხვა უამრავი სურვილი მაქვს, უამრავი ოცნება, თუმცა ამას რა ჩამოთვლის, უბრალოდ მჯერა, რომ ყველაფერი ასრულდება, ყველაფერი კარგად იქნება. სამყარო, რომელსაც დედ-მამა მიქმნიდნენ, ახლა ჩემით უნდა ავაგო, ჩემით უნდა შევქმნა, მომავალი და სწორედ ეს მაბედნიერებს. მერე რა, რომ არ მაქვს აიფონი, აიპედი და ა.შ ზოგისთვის ეს ყველაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩემთვის, ესეთი ოცნებები, ბავშვობაში ჩავტოვე. :) ყოველთვის, მინდოდა ჩემი ოცნებების ცხრილი შემექმნა და ალბად ასეც მოვიქცევი ოდესღაც... ოცნება, ხომ ასეთი მრავალფეროვანი, მე არ შემიძლია ჩემი ოცნებები დავითვალო. 
შენ შეგიძლია?
And I Think That If We Hate Our Fast, We Must Be Happy Becouse, All Future Is Our...


Dream up!


Don't Worry Be Happy, There Are Your Dreams
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 864 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-03-15 9:03 PM)
* 7 Lanaholic▲   [Entry]
kaia <3