მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 20 » My TOP5 Seriels
10:38 AM
My TOP5 Seriels
5 ადგილი:
 
Gossip Girls/ჭორიკანა


image




image




image




image


image



 


 
 









 
 

გამოსვლის წელი: 2007 

რეჟისორი: ნორმან ბაკლი, მარკ პიზნარსკი, ტონი უორმბი 

როლებში:ბლეიკ ლაივლი, ლეიტონ მისტერი, პენ ბედჟლი, ჩეის კროუფორდი, ტეილორ მომსენი, ედ ვესტვიკი, კელი რაზერფორდი, მეთიუ სეტლი, კრისტენ ბელი, ჯესიკა ზორი 

მოკლე აღწერა: მანჰეტენის პრესტიჟული კერძო სკოლის სტუდენტები იგებენ, რომ ქალაქში სერენა ვან დერ ვუდსენი დაბრუნდა, გოგონა რომლის მეშვეობითაც – ყველასთვის ცნობილ ბლოგში „ჭორიკნები", სკოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ჭორების გაგება შეიძლება. მის შესახებ არავინ იცის, თუმცა, ყველა მათგანი მის გამოქვეყნებულ ჭორებში თავისდაუნებურად ებმება. სერენას საუკეთესო დაქალი ბლეირიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ სერენამ საზღვარგარეთ სწავლა გადაიფიქრა და მანჰეტენში დაბრუნდა. დაქალებს შორის დაძაბულობა არც ჭორიკნებს დარჩენიათ შეუმჩნეველი, რომლებსაც ყველა საიდუმლო სააშკარაოზე გამოაქვთ და ყველა ამბისგან სკანდალს ქმნიან... 

4 ადგილი:
 
Big Time Rush/წინ წარმატებისაკენ
 
წელი: 2009
 
რეჟისორი: სკოტ ფელოუსი
 
როლებში: კენდელ შმიდტი, ჯეიმს მასლოუ, კარლოს პენა, ლოგან ჰენდერსონი, კიარა ბრავო, ტანია ჩისჰოლმი, სტივერ კრამერ გლიკმენი და სხვები.
 
მოკლე აღწერა:სერიალი მოგვითხრობს ოთხ 16 წლის განუყრელ მეგობარზე, რომლებსაც წინ უამრავი თავგადასავალი ელით. ცნობილი პროდიუსერი გუსტავო როკი, პატარა შტატ მინი-სოტაში ჩადის, რათა იპოვოს ახალი ვარსკვლავი, რომელიც მას პოპულარობის მწვერვალზე დააბრუნებს. როდესაც განუყრელი მეგობრები ქასტინგის შესახებ გაიგებენ, კენდელი, ჯეიმსი, კარლოსი და ლოგანი მაშინვე ქატინგზე გაიქცევიან, რათა ჯეიმსი პოპულარული გახადონ, თუმცა გუსტავოს კენდელი მოეწონება და მას ეუბნება რომ მას ლოს-ანჯელესში წაიყვანს და მისგან ვარსკვლავს შექმნის. კენდელი მას პირობას უყენებს თუ ჩემი წაყვანა გინდათ მაშინ ჩემი მეგობრებიც წამოიყვანეთ და ჩვენ მომღერალი ჯგუფი გავხდებითო. გუსტავო თავიდან სასტიკ უარზეა თუმცა იმ წამსვე "მოლბება" როცა მიხვდება რომ სხვა გზა არა აქვს... კენდელს, ლოგანს, ჯეიმსს, კარლოსს, კელის, გუსტავოს და კეტის წინ უამრავი სახალისო თავგადასავალი ელით...
 
 
მესამე ადგილი:
 
Teen Wolf/თინეიჯერი მგელი
 
წელი: 2011
 
 რეჟისორი: რასელ მალკეი
 
როლებში: ტაილერ პოზი, კრისტალ რიდი, დილან ო'ბრაიენი, ტაილერ ჰოჩლინი, ჰოლენდ როდენი, კოლტონ ჰეინსი და ა.შ.
 
მოკლე აღწერა:სერიალი ვითარდება ახალგაზრდა თინეიჯერის - სკოტ მაქკოლის გარშემო, რომელიც ლაკროსის მოთამაშეა.ერთ დღეს იგი წავა ტყეში გვამის საძებნელად თავის მეგობართან ერთად ,სწორედ ამ დროს მას დაესხმევა თავს მაქცია. იგი შეძლებს ტყიდან გაქცევას მხოლოდ მცირე ნაკბენით.რამოდენიმე დღის შემდეგ სკოტი შეამჩნევს ცვლილებებს თავის შესაძლებლობებში. ახლა მან თავის მეგობარ სტაილსთან და მაქცია დერეკთან ერთად უნდა ისწავლოს თავის გაკონტროლება, რათა დაიცვას ოჯახი, მეგობრები და შეყვარებული იმ საფრთხისგან, რომელიც მას და მის ქალაქს დაატყდება თავს.
 
 
მეორე ადგილი:
 
House of Anubis/ანუბისის სახლი
 
 
წელი: 2011
 
რეჟისორი: ანჯელო აბელა, ტომ ფული.
 
როლებში:ნატალია რამოსი, ბრედ კევენაგი, ჯეიდ რეიმსი, ანა მალვოი ტენი, ბობი ლოკვუდი, ტეიზი დანრაჯი, იუჯინ საიმონი, ალექს სოიერი. კლარიზა კლეიტონი, ბარქელი დაფილდი და სხვები.
 
 მოკლე აღწერა:ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ პანსიონში ერთი მოსწავლე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდება, მის ადგილს კი სხვა მსოწავლე დაიკავებს. მეგობრები ცდილობენ გაარკვიონ, სად გაქრა ჯოი და ამ საიდუმლოს ამოხსნისას ისეთ იდუმალებებს გადაეყრებიან, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ. აღმოჩნდება, რომ სკოლის მასწავლებლები იდუმალ კლანში არიან გაწევრიანებულნი, სადაც ისინი სიცოცხლის ელექსირის დამზადებას ცდილობენ. ამის მერე ჩნდება ეჭვი, რომ ჯოის გაუჩინარებაში მასწავლებლების ხელი ურევია...
 
დააააააააააა........
 
პირველი ადგილი:
 
Pretty Little Liars/საყვარელი მატყუარები
 
 
წელი: 2009-დღემდე
 
 რეჟისორი: ნორმან ბაკლი, რონ ლაგომარსინო
 
როლებში: ტროიან ბელისარიო, ლიუსი ჰეილი, ეშლი ბენსონი, ხოლი მარი, იენ ჰარდინგი, ლორა ლეიტონი
 
მოკლე აღწერა:5 მეგობრიდან ერთ-ერთი გოგო ელისონი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდება. ამ შემთხვევის შემდეგ დარჩენილი 4 მეგობრის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება. 1 წლის შემდეგ პოლიციელები მის გვამს პოულობენ. იმავე დღეს გოგონების ტელეფონზე უცნაური მესიჯები მოდის ვინმე "A"-სგან. ეს იდუმალი პიროვნება ელისონის ვინაობას იყენებს იმისთვის რომ ისინი დააშანტაჟოს და მათზე გავლენა მოახდინოს. გოგონები ცდილობენ გაარკვიონ რა მოხდა სინამდვილეში ერთი წლის წინ და უამრავ დიდ საიდუმლოს ახდიან ფარდას

- - - - - - - - - - -
აბა იმედია მოგეწონათ და თუ არ გაქვთ ნანახი რომელიმე მაინც უყურეთ არ ინანებთ მართლა
- - - - - - - - - - -
 

 
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1272 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

(2013-10-21 0:06 AM)
gossip irl miyvars yvelaze etad, ai sityvebit ver avgwer<3 axlaxans davamtavre yureba da dzalian guli mwydeba rom kidev ar gdzeldeba <3 pretty little liars-is yurebac daviwye exla da dzalian momwons :)) <3