მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » My Vampire Diaries
4:06 PM
My Vampire Diaries
პირველ რიგში მინდა ვთქვა რო ძალიან მომწონს ეს სერიალი. ყურება რო დავიწყე უკვე მეოთხე სეზონი იყო დაწყებული, თუმცა იმდენად დამაინტერესა, რომ ძალიან მალე ვუყურე ყველა სერიას. ახლა კი გადავიდეთ თემაზე.


ჩემი საყვარელი პერსონაჟები არიან კეტრინ პეტროვა  და ელაიჯა მაიკლსონი. კეტრინი არის წინდახედული, ჭკვიანი. მან ყოველთვის იცის ყველაფერი. არის ფრთხილი, ძლიერი და "სწერვა". ალბათ სწორედ ამიტომაც მომწონს. როდესაც ის გამოჩნდა, მაშინვე დამაინტერესა მისმა პერსონაჟმა და ნელნელა მისი ტვისებების გაგების შემდეგ, მინდა რომ ის ყველა სერიაში გამოჩნდეს.


ელაიჯა არის ერთ–ერთი ორიგინალი. ის არის ჭკვიანი, გაწონასწორებული და წინდახედული. მისთვის ოჯახი პირველია და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. არის სიმპატიური და ძალიან ძლიერი. მისი გამოჩენა ყოველთვის გრანდიოზულია. მისი სიტყვები კი ამაღელვებელი და სერიოზული.



ჩემი საყვერელი წყვილია სტელენა <3 ვგიჟდები. მომწონს სტელენას ყველა სცენა. იმის დამიუხედავად რომ ბოლო სერიებში თითქოს და სტელენა "დაშალეს" დარწმუნებული ვარ რომ ისინი კვლავ ერთად იქნებიან. განსაკუთრების მიყვარს პირველ და მეორე სეზონში მათი სცენები. სტეფანი ელენას ყოველთვის იცავს და ძალიან უყვარს.ის არამარტო მას არამედ მის მეგობრებსა და ოჯახსაც ყოველთვის იცავდა. როდესაც მას გრძნობები გამოურთეს და უბრძანეს ელენას მოკვლა, ის თითქმის გაუმკლავდა ამ ყველაფერს და ელენასთვის არაფერი დაუშავებია,რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის დიდ სიყვარულს ელენასადმი. ამ წყვილს ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის! Always and Forever ! 


ასევე მომწონს ბოლო სერიებში გამოჩენილი წყვილი: კეტრინი და ელაიჯა. 

 

ჩემი აზრით ისინი ძალიან უხდებიან ერთმანეთს და ელაიჯას დიდი გრძნობა გააჩნია კეტრინის მიმართ. ასევე მგონია რომ არც კეტრინია გულგრილი და ის ელაიჯას კიარ იყენებს არამედ ის მართლა უყვარს. იმისდა მიუხედავად რომ ბოლო სერიაში თითქოს ისინი საბოლოოდ დაშორდნენ მე მაინც იმედი მაქვს რო ისინი ერთად იქნებიან.
სერიალში შევცვლიდი ორ რამეს: კლაუსსა და ქეროლაინის წყვილს შევადგენდი. კლეროლაინი<3 და ასევე საბოლოოდ შევადგენდი სტელენას.
სიახლე დაამოწმა მოკლე აღწერა შეასწორა Mrs-Styles♥
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1022 | დაამატა: leluka | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5

(2013-04-30 0:23 AM)
* 5 Diva♔   [Entry]
Warmatebebi ♥