მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » N E W S
10:35 PM
N E W S
ჯასტინის დაცვა ჯასტინს უჩივის.





მოგეხსენებათ, რომ კენის დაწინაურების შემდეგ, ჯასტინის დაცვა იყო მოშე. TMZ-მ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
ჯასტინის ყოფილი დაცვა, მოშე აცხადებს, რომ ჯასტინი მას ლანძღავდა და არა ერთხელ დაურტყამს მკერდში. სწორედ ამიტომ მოშე ითხოვს 420,000 ა.შ.შ დოლარს, რათა ჯასტინმა აანაზღაუროს მოშეს ზიანი.
ჯასტინის ახლობლები, მეგობრები და მისი Crew-ს წარმომადგენლები ( სკუტერ ბრაუნი, ალფრედო, კენი და ა.შ ) აცხადებენ, რომ მოშე არის უბრალოდ ' უკმაყოფილო მსახური ' რომელიც ფულს ეძებს. მოშესადმი მიყენებული ფიზიკური შეურაწმყოფის შესახებ მათ განაცხადეს, რომ ეს არის სრული აბსურდი და რომ ჯასტინს არასოდეს გაუკეთებია მსგავსი რამ.
ასევე ჯასტინის მეგობრების განცხადებით, ეს არის მოშეს დიდი ტყუილი და ასევე უნდა გავიხსენოთ მის მიერ ნათქვამი კიდევ ერთი ტყუილი იმის შესახებ, რომ ჯასტინთან მოსვლამდე ის თანამშრომლობდა ჯასტინ ტიმბერლეიკთან.
მე პირადად არ ვიცი, რა ვთქვა. გაოცებული ვარ! არ მეგონა, თუ მოშე მართლაც ამის გამკეთებელი იყო. მე არ მჯერა, რომ ჯასტინს მისთვის დარტყმა შეეძლო. თქვენ რას იტყვით ?მე დიდად არ მჯერა, ამ ციცქნა ბიჭმა ჯერ როგორ უნდა გაბედოს უფროსისთვის დარტყმა და მეორე, როგორ ითმენდა ის კაცი. ბოლოსდაბოლოს მიემართა პოლიციისთვის უფრო ადრე თან ჯასტინსგან ეს ძალიან უცნაურია, მე მეგონა ის ასეთი ადამიანი არ იყო))




ალფრედოსა და ჯასტინის თვითები


ალფრედოსა და ჯასტინის თვითები ჯასტინის ' შარვალთან ' დაკავშირებით, რომელიც მას ეცვა და რომელიც ნამდვილად ჰგავს პიჟამოს ♥




ახალი სტატია ჯელენაზე



როგორც იცით მთელი მსოფლიო ,,საგონებელშია" ჩავარდნილი. დაშოდნენ თუ არა სელენა გომეზი და ჯასტინ ბიბერი ერთმანეთს?? ხან რა ჭორებია ხან რა, სიმართლე არავინ იცის თუმცა ჟურნალები ხშირად წერენ მათ შესახებ აი რას ამბობს ერთ-ერთი ჟურნალი:
ორივე დაზარალებულია .. ორივე ცდილობს გაერკვეს რა ხდება მათ შორის.. ჯერ არ დასრულებულა მათი ურთიერთობა მაგრამ ისინი არ არიან ერთად - განაცხადა E! News-მა ჯასტინის და სელენას ურთიერთობაზე ♥





ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი რიოში ისვენებენ



ეშტონ კატჩერმა და მილა კუნისმა ზამთრის არდადეგებისთვის
თბილი ქვეყანა რიო-დე-ჟანეირო აირჩიეს.

წყვილი რიოს ერთ-ერთ რესტორანში რომანტიკული ვახშმისას შენიშნეს. მსახიობები ბედნიერები და მხიარულები ჩანდნენ: ეშტონ კატჩერი დემი მურთან განქორწინების შემდეგ, თამამად გამოდის საზოგადოებაში მისი ახალი საყვარლის, მილა კუნისის თანხლებით.

ადრე რიოში

ამ რესტორანს ეშტონ კატჩერი მეუღლესთან, დემი მურთან ერთად სტუმრობდა. როგორც ჩანს, ეშტონმა საყვარელი სამზარეულოს შეცვლას, საყვარელი ქალის შეცვლა არჩია.






პენელოპა კრუსი ამღერდა




პენელოპა კრუსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის ნიჭს საზღვარი არ აქვს. 38 წლის მსახიობმა რამდენიმე ფილმში თავისი ვოკალური შესაძლებლობები გამოავლინა (მიუზიკლი Nine და პედრო ალმოდოვარის დრამა Volver), თუმცა ამჯერად სიმღერას უფრო სერიოზულად მოეკიდა - კრუსმა ლათინური "გრემის" მფლობელ ესპანელ მომღერალთან, მიგელ ბოსესთან დუეტი ჩაწერა და კლიპიც გადაიღო. Decirnos Adiós (დამშვიდობება) - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ოსკაროსან მსახიობს ძმამ, მომღერალმა და კომპოზიტორმა ედუარდო კრუსმა დაუწერა.



პენელოპა კრუსმა ძალები მუსიკალურ შოუბიზნესში მოსიჯნა და მისი ეს ნაბიჯი საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. პენელოპამ დუეტი ლათინოამერიკული პრემია "გერმის" ნომინანტ მიგელ ბოსესთან ჩაწერა. სიმღერას Decirnos Adios ჰქვია.

პენელოპას ვოკალური მონაცემებით ბოსე ძალიან მოიხიბლა და ვარსკვლავის მუსიკალური დებიუტი დადებითად შეაფასა.

        "პენელოპა არაჩვეულებრივად

მღერის და რაც მთავარია,
მის ხმაში პიროვნება იგრძნობა", - განაცხადა მომღერალმა.

კრუსმა მონაწილეობა მიიღო Decirnos Adios-ის კლიპის გადაღებებშიც. შავ-თეთრი ვიდეორგოლი მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული. ვარსკვლავი სევდიან მარტოხელა ლამაზმანს თამაშობს.


ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ბიონსე შეასრულებს





ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ბიონსე შეასრულებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის განცხადებით, 21 იანვარს გასამართ ცერემონიაზე, კაპიტოლიუმის შენობის წინ ასევე იმღერებენ კელი კლარკსონი და ჯეიმს ტეილორი.



ახალგაზრდა პოეტს, რიჩარდ ბლანკოს კი ინაუგურაციის პოეტად არჩევის პატივი ერგო. პოეტი კუბელი ემიგრანტების შვილია და პრეზიდენტის ფიცის დადების საღამოზე ის ლექსს წაიკითხავს.




სელენამ ფარდა ახადა თავის ფრჩხილების ლაქის კოლექციას



პოპ-ვარსკვლავმა და მსახიობმა სელენა გომეზმა ახლახანს პარტნიორობა გაუწია Nicole by OPIს ,რათა მისთვის დიზაინი გაეკეთებინა ფრჩხილების ლაქის კოლექციისათვის.
მისი კოლექციიდან ზოგიერთ ფერს (რომლებსაც სურათზე ხედავთ) იმ სიმღერის სახელი ჰქვია რომელიც მან ჩაწერა მაგალითად:‘Love Song’, ‘Naturally’... ერთ-ერთ ერთ მათგანს "Spring Break" ჰქვია ,რომელიც მიგვანიშნებს მის ახალ ფილმზე Spring Breakers-ზე რომელიც სულ მალე გამოვა.
Nicole By OPI-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და არტისტულმა დირექტორმა განაცხადა ,რომ მათ სელენა მისი თვალის გამო აირჩიეს მოდის მიმართ.
"სელენა იდეალური პარტნიორია Nicole By OPI-თვის. მილიონობით ფანს უყვარს იგივე მიზეზების გამო,რის გამოც ჩვენც გვიყვარს.ის ჭკვიანია,ნიჭიერია,
სასაცილოა და აქვს სტილის დაუჯერებელი შეგრძნება."


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 842 | დაამატა: მარიამი♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-01-12 8:30 PM)
* 3 xmxaxgxdxax   [Entry]
kargi siaxlea yochag