მთავარი » 2013 » დეკემბერი » 25 » new year♥
11:12 AM
new year♥
                                          

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.  ეს ის დღესასწაულია, რომლის დადგომასაც ყველა სულმოუთქმელად ელის. ახალი წელი ხომ ყველა ჩვენგანის სიხარულთან, ბედნიერებასთან,სიკეთესთან,წარმატებასთან და რაც მთავარია რაღაც ახალთან ასოცირდება. შანსი გეძლევათ რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, ანუ დაიწყოთ ახალი ცხოვრება. გაიხენეთ ყველაფერი ცუდი რაც 2013 წელს მოხდა და ჩამოწერეთ, შემდეგ კი დაწვით. (:დ) 

                                    

  როგორც იქნა ცოტა ხნით მოვწყდით სწავლას და მზად ვართ მთელი ჩვენი ენერგია ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს შევალიოთ. საახალწლო არდადეგები თუნდაც იმიტომგვიხარია, რომ ამდენი დაძაბული თვეების შემდეგ, ისევ თავისუფლები ვხდებით. მართალია, ძალიან ცივა, მაგრამ, მოგეხსენებათ, ისევე როგორც, ყველა წელიწადის დროს, ზამთარსაც უარყოფითთან ერთად, ბევრი დადებითიც აქვს. რა სჯობს, ფანჯრიდან თოვლით გადაპენტილი ქუჩების ცქერას, თბილ საწოლში კოტრიალს, როცა იცი, რომ შეგიძლია მთელი დღე დარჩე სახლში, თუ მოგესურვება; წიგნის კითხვას ფინჯან ყავასთან/ჩაისთან ერთად, გართობას მეგობრებთან ერთად , ლამაზად მორთულ ქალაქში სეირნობას ან უბრალოდ ახალი წლის სანახაობით ტკბობას. 


                                           







2014 წელი ლურჯი რაშის წელია. ცხენი ენერგიული, კომუნიკაბელური და ოპტიმისტია. იგი უმართავი, თავნება და ეგოისტია :დ გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო სამოსთან დაკავშირებით. 

       2014 წლის ძირითადი ფერებია: ლურჯი, ვარდისფერი,მწვანე.

       არანაკლებ აქტუალურია: ზურმუხტისფერი და ფირუზისფერი კაბები. საბედნიეროდ წელს მსოფლიო  დონის დიზაინერებმა უხვად გაგვანებივრეს ამ ფერებში გადაწყვეტილი სამოსით. 

        2014 წლის ზამთრის კოლექციები გადაწყვეტილია ლურჯ და მწვანე ფერებში. გუჩის, ალბერტა ფერეტის, ვერსაჩეს, რალფ ლორენის და დევიდ კომას კოლექციებიდან თქვენ შეძლებთ თქვენი გემოვნებით გრძელი თუ მოკლე კაბის შერჩევას, დასახელებულ ფერებში.

          მოგეხსენებათ, რომ ლუქის სრულყოფილებისათვის საჭიროა სამოსი გავამდიდროთ სამკაულებით. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ხოტა ხნით დავივიწყოთ ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან დამზადებული სამკაული და უპირატესობა მივანიჭოთ ხისგან დამზადებულს. (სასურველია ცხენის გამოსახულებიანი სამკაულიც ატაროთ)

                 

                            

               

ალბათ გაინეტერსებთ, თუ როგორ უნდა მოვრთოთ სახლი და ძირითადად,რა ფერები უნდა დომინირებდეს ახალი წლის სუფრაზე.

ახალი წლის სუფრა განსაკუთრებუალი უნდა იყოს. ვინაიდან, ცხენს ძალიან უყვარს სისუფთავე, უმჯობესია მაგიდათეთრი ხელსახოცებით გავალამაზოთ. ნაძვის ხე ხის სათამაშოებით უნდა მორთოთ და სუფრაზეც ხის ჭურჭელიდაალაგოთ. რადგანაც, ცხენს ძალიან უყვარს მოძრაობა და აქტიურობა, ეცადეთ, ახალი წლის ღამეს მაქსიმალირად გაერთოთ, იცეკვოთ, იმხიარულოთ და ერთ ადგილს არ მიეჯაჭვოთ. თუ უცაბბედად მოულოდნელი სტუმარი შემოგისწრებთ, აუცილებლად შემოიპატიჟეთ იგი და დასვით სუფრასთან. ეს ნიშნავს, რომ2014 წელს რაღაც ახალი, სასიამოვნო რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

 





            



                                                               წყარო: angel.ge

 
                 
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1405 | დაამატა: MarRi | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 5

(2013-12-27 4:13 PM)
* 5 Diva♔   [Entry]
dzalian magari siaxlea ♥
kai rchevebia