მთავარი » 2013 » სექტემბერი » 28 » New York
9:42 PM
New York
ნიუ იორკი ჩემი ოცნების ქალაქია. რატომ? 
იმიტომ რომ ეს არის ქალაქი რომელსაც არასოდეს სძინავს, 
განსხვავებული ცხოვრების სტილით, განსხვავებული ადამიანებით. 
როდესაც ნიუ იორკში ხარ და ბუმბერაზ ცათამბრჯენებს უყურებ, 
თავს პატარად და დაუცველად გრძნობ. ალბათ ასევე ერთ-ერთი მიზეზი 
რატომაც მიყვარს ნიუ იორკი, არის ის რომ ეს ლეიდი გაგას მშობლიური
 ქალაქია, მინდა ჩავიდე და გავიგო როგორია იქ ცხოვრება. 
მოკლედ რომ ვთქვათ ეს ქალაქი უბრალოდ თავისკენ მიზიდავს.









ფაქტები:

1. 1626 წელს, ჰოლანდიელებმა იყიდეს მანჰეტენის კუნძული ამერიკელებისგან 1000 დოლარად.



2.ინგლისელებმა დაიპყრეს ქალაქი 1664 წელს და ნიუ ამსერდამს დაერქვა ნიუ იორკი.



3.1698 წელს ნიუ იორკში მხოლოდ 4 937 ადამიანი ცხოვრობდა.



4.ნიუ იორკი იყო აშშ-ს დედაქალაქი 1780 წელს, სანამ ის არ გადაიტანეს ფილადელფიაში და შემდეგ უკვე ვაშინგტონში.



5. ახლა ნიუ იორკი არის ყველაზე მეტად დასახლებული ქალაქი აშშ-ში 8.2 მილიონი ხალხის პოპულაციით.



6. ნიუ იორკის მოსახლების 36%-ზე მეტი დაბადებულია ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ.



7. სხვა მეტროებისგან განსხვავებით, ნიუ იორკის მეტრო 24 საათი მუშაობს.



8. მეტროპოლიტანის სამხატვრო მუზეუმი შეიცავს დაახლოებიტ 2 მილიონ ნამუშევარს, რაც მას ყველაზე დიდ სამხატვრო მუზეუმად ხდის.



9. ნიუ იორკში დაახლოებით 790 000 კომპანია არსებობს.



10. ნიუ იორკში დაახლოებით 12 700 ლიცენზიის მქონე ტაქსი მუშაობს.


კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 930 | დაამატა: LittleMonster | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-09-29 8:03 PM)
madloooob^^ <3