მთავარი » 2013 » იანვარი » 20 » News ...
11:00 PM
News ...

რატომ ცდილობს ჯასტინი სელენას ყურადღების მიპყრობას? 

18 იანვარს ჩატარდა ტენესის კონცერტი სადაც მონაწილეობას იღებდა ჯასტინ ბიბერი.. კონცერტზე ჯასტინს სელენას ყურადღება რომ მიეპყრო მან მაისური გაიხადა და სცენაზე ზებრას მაგვარი შარვლით დარჩა და ნახევრად ჩაწეული შარვლით.

სელენამ იმღერა UNISEF კონცერტზე ჯასტინ ტიმბერლეიკის Cry Me a River

Forbes-მა ყველაზე შემოსავლიანი ეკრანული წყვილები დაასახელა 

კინოსაგა "ბინდში" მთავარი როლის შემსრულებლები, კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატინსონი ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე შემოსავლიან ეკრანულ წყვილად დაასახელა. ჟურნალის შედგენილ რეიტინგში ყველაზე მომგებიანი რომანტიული ეკრანული წყვილები მოხვდნენ. Forbes-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში ფილმის კინოგაქირავებიდან შემოსული თანხები დათვალა

"ბინდის" შემოსავალმა 1,17 მლრდ დოლარი შეადგინა. პატინსონი რიზ უიზერსპუნთან ერთად ამავე რეიტინგში 10-ე ადგილზე აღმოჩნდა. უიზერსპუნთან ერთად მან ფილმში - "წყალი სპილოებს" (58 მლნ დოლარი) ითამაშა.

მეორე ადგილზე ჩენინგ ტატუმი და რეიჩელ მაკადამსი არიან, რომლებიც სურათში "ფიცი" (2012) მონაწილეობენ. ამ ფილმმა 200 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო პროდუსერის სუფთა მოგებამ 30 მილიონი შეადგინა. ტატუმმა ამანდა სეიფრიდთან ერთად მეექვსე ადგილიც დაიკავა (ფილმი "ძვირფასო ჯონ"). 

სამეულს ჯენიფერ ენისტონი და ადამ სენდლერი ("თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ") ასრულებენ. ფილმმა დაახლოებით 200 მლნ დოლარი მოაგროვა.

ლიამ ჰემსვორტმა და მაილი საირუსმა ფილმით "უკანასკნელი სიმღერა" მერვე ადგილი დაიკავეს, ხოლო ზაკ ეფტონმა და ტეილორ შილინგმა სურათით "იღბლიანი" - მეცხრე ადგილი. 

კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 976 | დაამატა: queen♥M | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-01-21 8:11 PM)
* 4 queen♥M   [Entry]
ninibelieber jastinisaa? ;dd au gexvewebi manaxe foto ra sadac jastinsac acvia ;dd mainteresebs ;dd