24 თებერვალს, ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში "ოსკარის" რიგით 85-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.
მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა ცერემონიალზე თავი მხოლოდ ნომინაციაში - ”საუკეთესო მსახიობი ქალი” გამარჯვებით არ გამოიჩინა. მსახიობი უტაქტოდ მოიქცა და პრესის ოთახში ჟურნალისტებს შუა თითი უჩვენა. უცნობია, რამ გააღიზიანა ახალგაზრდა მსახიობi.ბრიტნი სპირსმა იმიჯი შეიცვალა

შოუ X factor-ის დატოვების და საქმროსთან განშორების შემდეგ, ცნობილმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. პოპ-პრინცესამ კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება. ვარსკვლავი ელტონ ჯონის საქველმოქმედო საღამოზე წაბლისფერი თმებით მივიდა.
ბრიტნი იმდენად შეცვალა თმის ახალმა ფერმა, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა. ელტონ ჯონის საღამოზე, რომელიც "ოსკარის" შემდგომ გაიმართა, სპირსი შავ, ღრმა დეკოლტით გაფორმებულ კაბაში გამოწყობილი მივიდა.
ბრიტნი ხშირად ატარებს ექსპერიმენტებს მის იმიჯთან დაკავშირებით. 2006 წელს ვარსკვლავს უკვე ჰქონდა წაბლისფერი თმა. ბრიტნის ახალი გადაწყვეტილება სტილისტებმა დადებითად შეაფასეს.
ირინა შეიკი და ალესანდრა ამბროსიო
ალესანდრა ამბროსიომ და ირინა შეიკმა მონაწილეობა მიიღეს ჟურნალ Fashion Book-ის ახალი ნომრის ფოტოსესიაში, რომლის ავტორიც ფრანგული Vogue-ის ექსრედაქტორი კარინ როიტფელდია. მოდელები ულამაზეს კუნძულზე პოზირებდნენ ფოტოკამერების წინ და როგორც ფოტოებიდან ჩანს, სამუშაოსთან ერთად კარგი დროც გაატარეს ტროპიკულ პლაჟზე. მათ კომპანიონობა მსახიობმა და რეალითი-შოუს ვარსკვლავმა ანჯელა რაიოლამ გაუწია.
დედიკოს კვალდაკვალ: სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო და მისი ქალიშვილი London Fog-ის რეკლამაში
ალესანდრა ამბროსიო კომპანია London Fog-ის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს.
ფოტოსესიას მოდელის პატარა გოგონა, ანიაც ესწრებოდა. ფოტოგრაფებმა გადაღებებს შორის
შესვენებებში დედა-შვილი ერთად დააფიქსირეს. კადრები იმდენად შთამბეჭდავი გამოვიდა, რომ
სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახდა.
იმედია მოგეწონებათ! T-sopo2000